დარწმუნებული ხარ?
ანუ მაგ მუხლით ვინც ზის ის უნდა განთავისუფლდეს ხო
* * *
ესაა ძველი რედაქციით რაოდენობებზე რატო არაფერი წერია
მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება,
შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (25.07.2006 N 3530)
1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. (3.07.2007 N5184)
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: (3.07.2007 N5184)
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც
ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს,
ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.