ლაშა ბერულავა: არ ვამტკიცებ, რომ ნინო ჯღარკავასა და ბედუკაძის მიმოწერები ნამდვილიანავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ჟურნალისტს ეკა კვესიტაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურება ითხოვს.
საქმე ეხება ნინო ჯღარკავასა და ლადო ბედუკაძის facebook-მიმოწერას, რომელიც ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემის ანონსშია გამოყენებული.
„აიპრესთან“ ნინო ჯღარკავა აცხადებს: "ასეთი მიმოწერის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2014 წლის 18 ნოემბერს, როდესაც მე დამიკავშირდა სოციალური ქსელით ჟურნალისტი ლაშა ბერულავა და დასქრინული ფეისბუქ მიმოწერა გამომიგზავნა. ბერულავამ მაშინვე მომწერა, რომ ეს იყო „ფეიქი“ (ყალბი - ავტ.), თუმცა სანამ ბერულავა ამ ფეიქს ჩამიგდებდა, რამდენიმე საათით ადრე იგივე ფეიქი ზაზა გაბედავამ მომაწოდა სოციალურ ქსელში, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. თუმცა მას იქვე განვუმარტე, რომ ეს არ იყო ჩემი მიმოწერა", - განაცხადა ჯღარკავამ.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს ნინო ჯღარკავას ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ აფხაზეთის ხმის დირექტორს ლაშა ბერულავას დაუკავშირდა.
„ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს. მე რაც ვნახე, ჩემი მიმოწერებიდან ამოღებული ეს ნამდვილად ჩემი დაწერილია. ოღონდ ნინოს გადაუადგილებია თანმიმდევრობა. მე რასაც ვეუბნებოდი თავში აუტანია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ჩემი მიმოწერები სადაც მე ვამბობ: გამომიგზავნეს, მომცეს, ამ მიმოწერის შესახებ, რომელიც მას ჩავუგდე, ნინომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოიყენა სადემონსტრაციოდ, თითქოს მე ვიღაცამ, კონკრეტულად „ნაციონალებმა“ რაღაც დამავალეს. მისი მხრიდან ეს არაკეთილსინდისიერი მოპყრობაა, რადგან ამავე მიმოწერაში მე ვახსენებ ექაუნტს, რომელმაც გამომიგზავნა ეს მიმოწერა. კონკრეტული მიმოწერა თავისი თარიღით, საათით და ა. შ. ჩემს კომპიუტერში ინახება.
ჩემი და ნინოს მიმოწერის შემდეგ მიმოწერა იმ ადამიანთან ვინც გამომიგზავნა სქრინი დიდი ხნის განამავლობაში გრძელდებოდა, რადგან მასთან კონტაქტზე გასვლას ვცდილობდი. ამ მიმოწერიდან აშკარად ჩანს, რომ მე იმ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ამას მიგზავნის.
შესაბამისად, იქ ვერ იქნებოდა ვერანაირი დავალება, მაგრამ როდესაც მე გავუგზავნე ნინოს ეს ჩანაწერი, ამის შესახებ თვითონაც იცოდა და ამავე დროს ელისო კილაძისთვის მიუციათო.
მაშინ ვიფიქრე, რომ ეს იყო მასობრივი კამპანია ჯღარკავას წინააღმდეგ, რომლისთვისაც ვიღაცას შავი პიარის აგორება უნდოდა.
როდესაც ასეთი სკანდალური მიმოწერა ხვდება ჟურნალისტთან, გამიჩნდა ეჭვი. შესაბამისად, როცა ნინოს გავუგზავნე ამით ვაპირებდი მის გატესტვას, როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე, იცოდა თუ არა ამის შესახებ და როგორ მოიქცეოდა შემდეგში. როგორც შემდეგ მოვლენების განვითარებამ ცხადყოფო, ნინო ჯღარკავა ამაზე გაჩუმდა.
მე როგორ მოვიქცეოდი - ჩემს გვერდზე მიმოწერას გამოვაქვეყნებდი და ვიტყოდი: ვიღაცა ჩემი სახელით ჩემს მიმოწერას აყალბებს, ცდილობს ამიგოროს შავი პიარი. კოლეგებო, ეს არ არის ჩემი მიმოწერა. მან ეს არ გააკეთა და იგივეს აკეთებს ახლა.
ითხოვს ექსპერტიზას დადგინდეს რამდენად ნაღდია ეს მიმოწერა. ერთი წლის განმავლობაში იცოდა როგორც თვითონ ამბობს ყალბი მიმოწერის შესახებ, მაშინ სად იყო?“, - განაცხადა ბერულავამ.
- თქვენ რატომ არ გამოიყენეთ ნინო ჯღარკავასა და ლადო ბედუკაძის მიმოწერა, რომელიც ერთი წელია გაქვთ?
- თავიდან იმ ადამიანთან ვცდილობდი გასვლას, ვინც მიმოწერა გამომიგზავნა. ეს ქალი უცხოეთში ცხოვრობს. კიდევ აღვნიშნავ, მიმოწერა ჩემთან ინახება თავისი სახელითა და გვარით. მან მითხრა რომ „ფლეშკა“ მისი მეგობარი მამაკაცის სიკვდილის შემდეგ ხელში ჩაუვარდა. დაინტერესდა და ნახა კომპიუტერში ეს და სხვა მიმოწერები. აქ სკანდალი იმაშია, რომ ის კაცი ამას ეროსი კიწმარიშვილის დავალებით აკეთებდა. ოღონდ ეროსი კიწმარიშვილის თემა ჩვენ დიალოგში მას შემდეგ შემოვიდა, რაც მიმოწერა ნინო ჯღარკავას ჩავუგდე. ამ თვეების განმავლობაში მეტი ეჭვები გაჩდა. ასევე ბევრი და ბუნდოვანი კითხვა დაისვა ციხის კადრებზე, რომ ეს ვიღაცამ დაუკვეთა, რომ იქ ვიღაცამ ფული აიღო.
ხომ გქონიათ პრაქტიკაში, არქივში გაქვს მასალა, გადის დრო და ეს თემა ხდება აქტუალური. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო. გადავხედე დიალოგს იმ ადამანთან, ვინც მიმოწერები გამომიგზავნა და ძალიან ბევრი ახალი გარემოება აღმოვაჩინე, რომელიც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე იქნებოდა საინტერესო. ამის შესახებ ეკა კვესიტაძეს შევატყობინე და მან გამოიყენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მიმოწერა ნამდვილია. არც იმ გადაცემაში ვამტკიცებ, რომელიც ამ საღამოს უნდა გავიდეს. ვამბობ: ნინო ჯღარკავამ ამ მიმოწერის შესახებ ჩემგან გაიგო. ამით მას სენსაცია არ მოუხდენია, რომ თქვა გამომიგზავნაო.
- ნინო ჯღარკავა ამბობს, სანამ ლაშა ბერულავა გამომიგზავნიდა მიმოწერას, იდენტური მიმოწერის სქრინი ვინმე ზაზა გაბედავამ გამომიგზავნაო. ხომ არ იცით, ვინ არის ზაზა გაბედავა?
- როგორც ვიცი გიორგი გაბედავას მამაა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. ვნახე ნინოს დადებული სქრინი - ზუსტია რაც მე გავუგზავნე. სწორედ ამიტომ ვვარაუდობ, რომ მე ერთადერთი არ ვიყავი ვისაც ამ ადამიანმა ეს მიმოწერა გაუგზავნა.
მაინტერესებდა იმ ადამიანთან კონტაქტზე გასვლა, იმისთვის რომ ჩანაწერები მომეპოვებინა. ის ქალბატონი, რა თქმა უნდა, თუ იყო ქალი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა.
აქედან გამოვიტანე 2 დასკვნა: მან ან აარიდა თავი შემდეგ გართულებებს და ჩემთან კონტაქტზე თქვა უარი ან უბრალოდ გააუქმა ფეისბუქის ექაუნთი.
- ზაზა გაბედავასა და ლაშა ბერულავას გარდა, თუ ნახა ვინმემ ნინო ჯღარკავასა და ლადო ბედუკაძის მიმოწერა?
- არა. მე როგორც ვიცი არსად არ იდო. ყოველ შემთხვევაში სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ ეს მიმოწერა არსად შემხვედრია. სწორედ ამას ვკითხულობ, ნინო ჯღარკავა რატომ არ დაინტერესდა იმით, რომ მის საწინააღმდეგო ფეიქი იყო.
დღეს, ნინომ განაცხადა, რომ მე ვეუბები: „მაინც მიყვარხარ შე ოხერო“. მე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვიცნობდი 2012 წლის არჩევნებამდე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა ასე ვეუბნები. მე ასევე ვუთხარი: სავარაუდოდ ეს მიმოწერა ელისო კილაძესაც აქვს, რადგან ელისოს ბევრი სკანდალური ინფორმაცია ჰქონდა და ყველაფრის საქმის კურსში იყო.
- ნინო ჯღარკავამ პროკურატურასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ის ეკა კვესიტაძისგან 100 000 აშშ დოლარს და გადაცემის შეჩერებას ითხოვს.
- ძალიან გამიკვირდა ნინოსგან. ჟურნალისტია და უფრო მეტად უნდა ერკვეოდეს საკითხში. ეს არის აბსურდული მოთხოვნა, ანონსის შემდეგ გადაცემის შეჩერება,მსგავსი მოთხოვნა ქართულ მედიასთან დაპირისპირებული მხარისგან, არც ჟურნალისტებისგან არ მახსენდება. მე როგორც ვიცი, გადაცემაში ეს მიმოწერა არ დევს მტკიცებულების სახით, უბრალოდ დევს როგორც ერთ-ერთი ვერსია ციხის კადრების შემდეგ განვითარებული მოვლენების, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი და ვის შეიძლებოდა ურთიერთობა ჰქონოდა ლადო ბედუკაძესთან. ანუ ეს არის ვერსია, რომელიც საზოგადოებაში სქრინების გარეშე მუსირებდა.
ამის გამო გადაცემის შეჩერება აბსურდული მოთხოვნაა, თავი დავანებოთ იმას,თურმე ნინოს კრედიტი 50 000 დოლარი ჰქონია და ამიტომ 100 000 ითხოვს, ეს სასაციალოა. რა თქმა უნდა, ამას სასამართლო გადაწვეტს, მაგრამ ჩემი აზრით, აბსურდული მოთხოვნაა.
"აიპრესი" დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადა გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" ავტორთან, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებას, თუმცა ვერ შევძელით.
http://www.ipress.ge/new/15967-lasha-berul...erebi-namdvilia
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo