QUOTE (miki @ 28 Oct 2015, 15:38 ) |
QUOTE (axalirevolucia @ 28 Oct 2015, 13:48 ) | გამოდის რომ ის ბიჭი ჩვენ მოვკალით/
ალბათ ერთი სამი ადამიანი იყო, ვინც უნამუსო მუშაკია მაგ ისტორიაში, მაგრამ 3000 კიდევ ჩვენ ვართ, ვისაც შეგვეძლო და არ გამოვასწორეთ.
მომბაძეთ მე.
არაერთხელ გამიტალახიანებია ხელები კლდიდან ჩამოვარდნილი ქვის გადასაგდებად. თანაც შორს ვაჩერებ და ისე მოვდივარ ქვასთან, რომ ჩემი მანქანა არ გახდეს მიზეზი. |
კარგი რა 100 % იანი ხარ მაგრამ, მე უკვე მაგრად მრცხვენია, ყველგან ქვა და კლდე მხვდება. კი ბატონო ვაკეტებ ამას ყველაფერს, მაგრამ ვაკეთებ სიბნელეში, სიყრუეში, იქ სადაც არავინ არაფერს არ ხედავს იმიტომ რომ იმ ჯარი ხალხისგან მხვდება გაკვირვებული სახეები, რომ არანორმალური ვარ. 112 მყავს რამოდენიმეჯერ გამოძახებული, შემეცოდა ხან ლეკვები იყვნენ იყო უმწედ დაგდებული, ელიზბარაშვილთანაც ჩავაბარე ერთი სიკვდილამდე გამხდარი პატარა ლეკვი. გამოძახების შემდეგ პირადობის ნომერს მთხოვენ რომ რეპორტი გააკეთონ და იცი რა მოხდა. შეესწრნენ ეტყობა რომ შემეცოდნენ და 112 გამოვუძახე და მეზობელს მოუნდა გასაცოდავებული და შიმშილით დაოსებული ძაღლის ვითომ შველა, მთელი 2 საათი ქუჩაში მელოდებოდა. შუახნის კაცია. და გამოვუძახოთო მეუბნება. თქვენ გამოუძახეთ ტელეფონი თან არ მაქვს მეთქი. მე გამოვუძახებ ოღონდ შენი პირადობის ნომერი ჩააწერინეო. სიბრაზისაგან გავლურჯდი რა.
თქვით რომ ნაგვები ვართ, ნუ მოგერიდებათ, იმიტომ რომ ნამდვილად ვართ და დასამალი არაფერია.
|
მე დავინახე ქუჩაში როგორ დაეჯახა ერთი ავტომობილი მეორე დაპარკინგებულს და დატყდა მერე პატრონი მოვიდა მაგრამ ვერ მოვასწარი მეთქვა იმ მანქანის ნომერი ისე წაიყვანა თავისი ავტომობილი. მე პატრული გამოვიძახე და ორივეს ნომერს მოგცემთთქო რომ მიეხედათ, რომ მოვიდნენ იცით რეები მითხრეს?
1. ასეთი შემთხვევა პირველად გვაქვს 10 წლის მანძილზეო რო გამვლელი გვიკავშირდებოდესო მოქალაქეობრივი ვალდებულებითო
2. იმაზე არ გიფიქრიაო რო იქნებ იმ დაზარალებულს შეეცოდა დამრტყმელი ჯარიმისთვისო და არუღირდა პატრულში დარეკვაო? (ბამპერის დაჭეჭყვა არ ყოფილა თურმე ყურადსაღები დაზიანება)
3. საათნახევარი ცდილობდნენ მონაცემის ბაზიდან ორივე ავტომობილის მფლობელის პოვნას და ხან ნათესავებს ურეკეს ხან არარსებულ ნომრებს და უშედეგოდ
4. მე თავი შემაცოდეს ამ სმენაში უკვე მეათე გამოძახებაზე ვართო სად გვცალია წვრილმანებისთვისო ასე ყველაფერზე რო ვიაროთო..
5. ისიც შემომჩივლეს რა დაბალი ხელფასი აქვთ და როგორ ზედმეტად უწევთ სამსახურის საათების გარდა მანდ ყოფნა
ბოლოს ერთი ორი ხუმრობა იმაზე რო თუ კამერები არ დააფიქსირებდნენ რამეს მე გამოვიდოდა რომ ცრუ ჩვენება მივეცი