#46079572 · 29 Oct 2015, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს დასკვნა რის საფუძველზე გამოიტანეთ, პატივცემულო?
ჩემს დანაწერში სამი მომენტია - ირონია (გალიაში ბულბულბულები), კითხვა (თუ ყველა ვინც იჯდა და აწამეს ფულის და ბიზნესისთვის გააკეთეს, მაშინ კრიმინალური სიტუაცია რატომ შეივალა) და კომენტარი (ფულისთვის ყვერლაფერის მკადრები ერი და 90-იანი წლები).
არც ერთი და არც მეორე და არც მესამე არ არის არც კატეგორიული და არც კონკრეტული განცხადება იმისა რომ ვინც ციხეში იჯდა იმათ ვიცნობ ან არ ვიცნობ. თქვენ შეიძლება ეს დასკვნა გამოიტანეთ, მაგრამ ამის საფუძვლად ჩემს ნათქვამს ნუ მოიხსენიებთ, უფრო საკუთარ სუბიექტურობაში მოიძიეთ. * * * რაც შეეხება ბულბულებს, პოლიტიკაში ბულბულები თუ არიან ისინი მაღლა ვერ ფრენენ.
რეიგანს კითხეს თუ იცით რომ პოლიტიკოსი კაცობრიობაში მეორე ყველაზე უძველესი პროფესიააო.
მან უპასუხა, არ მიკვირს რადგან ბევრი საერთო აქვს უძველეს პროფესიასთანო.
ამგვარად, ბულბულებს ვინც პოლიტიკაში ეძებს, დონ კიხოტობაზე აკეთებს სერიოზულ განაცხადს.
ამის თაობაზე ძალიან მოკლე და საინტერესო ნაშრომი აქვს მაქს ვებერს "პოლიტიკა როგორც მოწოდება" (Politik als Beruf). მასზე უკეთესად თქვენს მიერ შემოთავაზებულ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ.
|