ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, ვინც აქეთ ცხოვრობს და იქეთ, უახლესი ადამიანები ჰყავს (დედა, ძმა, ბიცოლა, და ა.შ) და ხშირად გადადიან, ზოგჯერ, რამდენიმე თვით..მაგალითად, ერთ-ერთი ახლახანს ჩამოვიდა, 4 თვე იყო გაგრაში...
ხო და სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ - ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა - არავითარი ნოსტალგია არ აქვთ და "ყოველი მეორე" ნაღდად არ გამორბის აქეთ...თუმცა რა თქმა უნდა "სამედიცინო ტურიზმი" არის
ახლა აქვთ მორიგი "შიდა ომი" თავად აფხაზებს (ანქვაბისტები-ხაჯინბისტები) და ისევ სჭირდებათ "გარე მტრის" ფაქტორი..ეს მტერი კიდე სულ ვართ ჩვენ..თაობები აღზარდეს უკვე ამაზე...ხოდა ისევ გახდა "საქართველოს თემა" აქტუალური..
სინამდვილეში, მაგალითად, გაგრა შენდება ...ძალიან ბევრი თანამედროვე ტიპის სასტუმროა უკვე აშენებული..ბასეინებით და ა.შ წელს სავსე იყო ღრუსებით, ძალიან ბევრი ტურისტი ყოფილა...ჩვენი ახლო მეგობარი დაბრუნდა, მაგის ნათესავები არიან გაგრაში...სასტუმრო ამრანი გახსნეს ძველ ქალაქში 2012-ში
http://www.alean.ru/abkhaziya/gagra/gagra_...ran_gostinitsa/ ნუ გაგრის დონეზე საკაიფო სასტუმროა და იმის მერე კიდე 3 პატარა სასტუმრო ააშენესო გუშინ მითხრა..არადა ჩვეულებრივი ტიპები არიან..ტურსეზონიდან კარგად რჩებათ
გადარბენას რაც შეეხება: თხილის სეზონზე იმერეთიდან და სამეგრელოდან ჰყავდათ გალში და ოჩამჩირეში ხალხი გადაყვანილი ძალიან ბევრი დღიურ მუშად, იგივეა მშენებლობებზე, ციტრუსზე და ა.შ ასე რომ ეს გადარბენა-გადმორბენა ორმხრივია
რუსებს აგინებენ მაგრამ ჩვენზე რო ჩამოვარდება სიტყვა --ხელებს ასავსავებენ0 =...იმხელა ქონება და მიწა წაგვგლიჯეს რომ თავადაც კარგად ესმით რომ მშვიდობიანად მორიგება შეუძლებელია...
This post has been edited by guriaaa on 28 Oct 2015, 19:21