#46074374 · 29 Oct 2015, 11:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ საკითხზე რეალისტურად ისაუბრა მაშინდელმა ომბუტსმენმა. ციხეებში ცემა და სასტიკი მოპყრობა ნამდვილად იყო, მაგრამ არაფრით დასტურდება გაუპატიურების ან იმგვარი ქმედებების შემთხვევები რაც კადრებზე ვიხილეთ. ბედუკაძის შემთხვევა აშკარად არ გამოდგება საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან იგი სავარაუდოდ დაკვეთას ასრულებდა. ეს რომ ასე არ იყოს აქამდე გავიგებდით სხვა ამგვარი მანიაკების შესახებ სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ვინმეს გაუგია? მე პირადად არ მსმენია. მახსოვს იყო საუბარი 26 მაისს მომხდარი თითქოსდა ხელკეტებით კონვეიერული გაუპატიურების შესახებ კონოთეატრ რუსთაველში, მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო ჩემი აზრით ეს ხელისუფლება გამოიძიებდა და მერაბიშვილს ამის ბრალს წაუყენებდა. ეს ხომ მისწრება იქნებოდა მათთვის, ვინღა გაბედავდა ამის შემდეგ კრიტიკას პოლიტიკური დევნის საბაბით?! ახლა რაც შეეხება იმ კადრებს, როგორც ყველაფრიდან ჩანს ეს საზიზღრობები ტარდებოდა სადღაც საიდუმლო სათავსოში და არა ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებაში. აშკარად ამგვარ რამეს ახორციელებდნენ სპეცსამსახურების გარკვეული ჯგუფი, განსაკუთრებული ადამიანების წინააღმდეგ. ეს ადამიანები დივერსიებში, ტერორისტულ ქმედებებსა და შპიონაჟში ეჭვმიტანილი ადამიანები იყვნენ. ცხადია ამგვარი მეთოდების გამოყენება უკანონო და ამორალურია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გავრცელებულია ასეთ სამსახურებში, მითუმეტეს იმგვარ ქვეყნებში როგორიც ჩვენია. ამგვარი ჯგუფისთვის ადამიანებს სპეციალურად არჩევენ. ხშირად ისინი განსაკუთრებით მოტივირებულები არიან გარკვეული პირადულის გამო და შურისძიების წყურვილი ამოძრავებთ. მე არა მგონია შემთხვევითი იყოს ის რომ სამეგრელოში, აფხაზეთის მოსაზღვრედ ხდებოდა ამგვარი და არა ვთქვათ კახეთში. ამგვარს ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გააკეთებს. კარგი იქნებოდა ამ ხალხის წარსულის გამოკვლევა. სპეცსამსახურების თავად დანიშნულება და მუშაობის სპეციფიკა იმგვარია, რომ მათი მეთოდების და მუშაობის შესახებ სრულ ინფორმაციას ვერასდროს მივიღებთ (სხვაგვარად აზრი ეკარგება ამ სამსახურებს). ასევე მიღებულია სერიოზულ სახელმწიფოებში, რომ სპეცსამსახურების მეთოდების გამოაშკარავებას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იყენებენ, რადგან ხვალ თვითონ მოდიან ხელისუფლებაში და მათაც სჭირდებათ ეს სამსახურები. ჩვენი მაგალითი კიდევ უფრო სახელმწიფოს მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, ვიდრე მმართველი ძალის სისპეტაკეზე. მოკლედ ჩვენი მიზანი თუ მაზოხისტური თვითგვემაა სხვა საქმეა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა სიტუაციის დანახვა და იმგვარი ქმედებების განხორციელება რომ ასეთი აღარ მოხდეს მაშინ სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ. ის რომ რაღაცეები ამ ხელისუფლებამ გამოააშკარავა არ ნიშნავს იმას რომ ამგვარ მეთოდებს არავინ და აღარასდროს გამოიყენებს. ასევე არ ნიშნავს ყველა ნანახი კადრი რომ აუთენტურია და არავინ ცდილობს ეგზალტირებული ადამიანების გამოყენებას. ეს შესაძლოა იყოს როგორც ეს ხელისუფლება, რომელმაც აჩვენა რომ ბინძურ პოლიტიკურ მეთოდებზე უარს არ ამბობს (რაფალიანცი, ბედუკაძე), ასევე რუსული სპეცსამსახურები. თუ ცივი გონებით არ მივუდგებით ამგვარ საქმეებს შესაძლოა უბედურება მოვიწიოთ თავს. მე რამე თვისობრივ რეფორმებს ვერ ვხედავ ამ სისტემაში. არანაირი კონტროლი და გამჭვირვალობა არ ინერგება. ყველაფერი დადის პრიმიტიულ ფორმულამდე, რომ აი რადგან ჩვენ ეს გამოვააშკარავეთ ჩვენ თვითონ ხომ არ ვიკადრებთ. იკადრებთ, ბატონებო, რადგან მრავალი ისეთივე და უარესიც იკადრეთ რაზეც ფარისევლურად ედავებოდით წინამორბედს და რაღა ამას არ იკადრებთ. ვინ იცის კადრულობთ კიდეც, ხოლო ჩვენ კი ეგზალტირებულებს ისევ იმ 9 წლის ძვლებს გვიყრით სახრავად.
--------------------
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.
|