მოუწწევს დამორჩილება.
თუ მიაჩნია, რომ უკანონოდ იჩაგრება, წავიდეს სტრასბურგში და როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს შეეფერება, დაელოდოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

ეგენიც ხომ მაგას გვასწავლიდნენ ყოველთვის? ხოდა მოუწევთ მაგათაც იგივე (თანაც მათივე დაჯღაბნილი კანონების) დამორჩილება
ბარიკადების აგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საწინააღმდეგოდ არის დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ

,
მუხლი 381. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების
შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის
შეშლა (22.06. 2007 N 5035)
1. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების
შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის,
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას
ორმოციდან სამას სამოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან
ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
პრობლემა ის კი არაა, რომ გვარამიას და მის ბელადს თავიანთი თავი მარტლებად რომ მიაჩნიათ (ეს მათი უფლებაა), არამედ ის, რომ ისინი იქცევიან არა როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, არამედ როგორც კრიმინალები-არ ემოირჩილებიან კანონს (თანაც თავიანთ დაწერილ კანონს)
წარმომიდგენია ესენი რა საქმეებზე არიან ხელისმომწერები!