რას მკითხაობთ, რა შეთქმულების თეორიებზე ჩურჩულებთ, რა ველოსიპედს იგონებთ ვერ ვხვდები.
ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილია და ძირითადი სამშენებლო სამუშაობიც მალე დაიწყება.
ამჟამად მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება.
http://presa.ge/new/?m=society&AID=42049"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვლას გამარჯვებული კომპოანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოავლინა. ეს კონსორციუმი "ტიბისი ჰოლდინგისა და ამერიკული კომპანია კონტ-ინტერნეიშენალის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. კონტ-ინტერნეიშენალი აშშ-ში ინფრასტრუქტრული და და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანია გახლავთ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტრაქტორები არიან ასევე საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია "ოფატი და ნიკოლი" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხში "მერითაიმ ანდ თრანსფორთ ბიზნეს სოლუშენსი"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თავის განაცხადთან ერთად მთავრობას წარუდგინა გაუხმობადი საბანკო გარანტია სამი მილიონი დოლარის ოდენობით,რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ხელმოწერას.სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით:ფინანსური კრიოტერიუმი კანდიდატო ვალდებული იყო წარმოდეგინა ვალდებულების შერულების საბანკო გარანტია, რომელის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიოანი დოლარით.
ტექნიკური კრიტერიუმი პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის,პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის,ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი, პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ასევე ფინანსურ მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს-წინადადების მდგრადობა.
დამატებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა.სამართლებრივი კრიტერიუმი კომენტარები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშიორებით შეიძლება უფრო დეტალურად მოიკითხოთ ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც ახდენდა ამ საკითხების კოორდინაციას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პორტი განვითარდება რამოდენიმე ფაზად:
პირველი ფაზა ეს გახლავთ მშნებელობის დაწყებიდან 3 წელი, როდესაც 7 მილიაონი ტონის გამტარუნარიანობა შევა ძალაში.პორტის მშნებელობის საწყისი ეტაპი დაიწყება წელს, ხოლო გარემოსდაცვითი დასკვნის მომზდების შემდეგ უკვე სრული მასშტაბით მშენებლობა განახლდება 2017 წელს.
მინდა გამოვთქვა იმედი და დარწმუნება იმისა, რომ პორტი დასახულ ვადებში დასრულდება და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსათვის, რათა აბრეშუყმის გზის კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოს შემთხვევაში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად, აბსოლუტრურად ახალი გამტარუნარიანობის და ახალი შესაძლებლობების.
უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ამ პორტის მშენებლობით შეიქმენება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა , რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
This post has been edited by spider77 on 20 Apr 2016, 11:14