#46083870 · 30 Oct 2015, 11:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shamugiashvili
ლაპარაკი და იმის განსჯა, რაც მოხდა,საქმეს ვერ უშველის.
მართლაც ძალიან ბევრი ცუდი მოხდა.
მაგრამ სად არის გამოსავალი, აი ეს არის მთავარი კიტხვა!
ჩემი მოკრძალებული აზრიტ გამოსავალი პრობლემის დანახვაშია, ანუ
ვინ მოიგო ყველაფერი ამით და ვინ არის ფაქტიურად წაგებული ?
აფხზებმა ომი მოიგეს, მაგრამ ხაფანგში აღმოჩნდნენ!დღეს იუნესკომაც კი აღიარა აფხაზური მომაკვდავ ენად (რასაც აფხაზები სამწუხაროდ არ იზიარებენ). არადა ენას მარტლაც ელის საფრთხე-რუსებს აფხაზეთის რუსეთის გუბერნიად გადაქცევას აშორებს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც იმდენი რუსი დასახლდება აფხაზეთში, რომ რუსეთი საერთოდაც რომ გაქარეს პოლიტიკური რუკიდან, აფხაზები მაინც რუსულად ილაპარაკებენ და აფხაზური აღარავის არ ეცოდინება. აქ გამოსავალი ერთია და თანაც უნივერსალური-თუ აფხაზებს მართლაც უნდატ გადარჩენა, უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან აქ მსგავსი ასიმილაციები არ ხდება!! აქ ერთი სოფელიც რომ იყოს სხვა ენაზე მოსაუბრე, ისინიც კი ინარჩუნებენ თავიანტ ენას (მაგ, სოფელი რეხა წალკის რაიონში, ასევე უდინები, თუშები, ქისტები, ოსები (ქართლის სოფლებში) ჩვენ ათასწლეულები გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ასიმილაცია არ მომხდარა დღემდე, მაშინ როცა რუსეთში სულ სხვა სურატი გაქვს-იქ ყველა ადგილობრივი ენების არეალი ნელ-ნელა ვიწროვდება, აღარაფერს ვამბობ მათ ცნობიერებაზე.
მაგრამ ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ ტითქოს მატ ვეტენებით.
მატ კარგად უნდა გააცნობიერონ, თუ რამოხდება, თუ საქართველო მათ აღიარებს!ეს იქნება რუსეთისატვის კარტბლანში აფხაზეთის მისაერთებლად. ხოლო რმხოლოდ იმის იმედზე ყოფნა, რომ ქართვერლები ამას არასოდეს არ გააკეთებენ, არასწორია. დღეს შესაძლოა მსგავსი საფრთხე არ მომდინარეობდეს საქართველოდან, მაგრამ ხვალ შესაძლოა ეს მოხდეს, (პოლიტიკა ამოუცნობი რამ არის).
დღეს იმიტომ ერიდება რუსეთი პირდაპირ მიერთებას რომ გარდა გარე ფაქტორებისა, ეშინია წინააღმდეგობისა, რომელიც ადგილზე დახვდება, და რაშიც დიდი ალბათობით საქართველოც იქნება ჩართული. ასეთ სცენარს კი რაც მოყვება, იმის ბლომდე გააზრება შეუძლებელია (2008 წლის ომი იყო დადგმული და მასზე აპელირება არ ღირს. ამას ლამის პირდაპირ თავად რუსებიც აღიარებენ).
და საერთოდ, რატომ უნდა გადავდოთ პრობლემა სხვა დროისათვის, ტუ ამის გაკეთება დღეს შეიძლება? * * * QUOTE | ამის გამკეთებელი როგორ უნდა "შემოაბრუნო"??? ვეზიზღებით ამ აფხაზებს და "კამფეტებით" ვერ შემოვიტყუებთ სხვა მენტალობის ხალხია და ვერ იყიდი + 5000 მოკლული აფხაზი ისევ ახსოვთ
|
მე მაგათ ყველაფეს ამას პლუსში ვუტვლი კანფეტები და მისტანანი სრული უაზრობაა აფხაზები მმებრძოლი და პრინციპული ხალხია, რომელსაც სამართალი ძალიან უყვარს. ქართველებისადმი ზიზღის ერთერთი ფაქტორი იყო ქართველების მხრიდან უსამართლობები (რაც მართლა ხდებოდა. ზოგადად ძალიან უსამართლო საზოგადოება გვაქვს) მეც აქედან დავიწყებდი, თან პახოდუ საერთო შეხების წერტილების მოძებნას და გაფართოებას შევეცდებოდი საზღვარგარეთ მოღვაწე აფხაზების დაახლოებას შევეცდებოდი (ისე რომ პოლიტიკას არ გაურევდი) მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი, მაგრამ ამის გამკეთებელი ჯერ არავინ ჩანს პოლიტიკის დონეზე კიარა, საყოფაცხოვრებო დონეზეც კი. მგონი ჩვენსკენ დარჩენილები იქითამხარეს დარცენილებს ტელეფონითაც კი აღარ ელაპარაკებიან
|