#46092387 · 31 Oct 2015, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი რაც ძალიან მომეწონა ფიროსმანის ესთეტიკა. ვუყურებ და ბოლოს გეტყვით აზრს * * *
| QUOTE (masai11 @ 31 Oct 2015, 03:07 ) | უამრავი კარგი და სახასიათო ზღაპარი გვაქვს ქართველებს და რატომ მაინცა და მაინც ეს აარჩია რეჟისორმა ეკრანიზაციისთვის მართლაც საინტერესოა.
ყორანი როგორც დადებით პერსონაჟი ზღაპრებსა და მითებში იშვიათად თუ სადმე გვხვდება (ჩრდილოეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებ) და შეიძლება ამან მოხიბლა რეჟისორი. მაგრამ ქათქათა სლავები შავ ყორანთან საკუთარ თავს არ გააიგივებდნენ ჩემი აზრით, ვინაიდან მათი კულტურული კოდისათვის მაინც უცხოა ყორანის არქაული სიმბოლიკა. ჩვენს ზღაპარში კი "კეთილი ყორანი" სავარაუდოდ ძველი სპარსულის რელიგიურ-კულტურული გავლენიდან მოხვდა. მაზდეანურ სპარსულ ტრადიციებში ყორანი ერთ-ერთი ტოტომური (და წმინდა) არსებაა, 32 წლიან ციკლში ერთ-ერთის მმართველი. მოკლედ, არა მგონია ამ მულტფილმში იმაზე მეტი ქვეტექსტი და "ნამიოკი" იყოს ვიდრე თავად ზღაპარში არის. |
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ყორანი ,,საქართველოა" მთელი თავისი სიმდიდრით რომლითაც ის კვებავს მის თითოეულ მოქალაქეს. განა ასე არაა ხალხო? საქართველოსნაირ რესურსებით მდიდარ ქვეყანაში როგორ შეიძლება მშიერი იყოს? მიწა წყალი და ჰავა ისეთია რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს მშიერი! ჯოხი რო ჩაარჭო ხე ამოვა.
აი ამ სიმდიდრეს კი მუდამ სხვადასხვა ,,ბატონები" იპარავდნენ. მათ შორისაა რუსეთის დამპალი იმპერია.
ამ ყველაფრის პროვოცირებას კი თავად გოჩა ანუ ქართველი აკეთებდა. ,,თაგვმა თხარა თხარაო კატა გამოთხარაო" აი ამ პრინციპით.
ზღაპარში ცალსახად ეს აზრი დევს. * * * qar-tleti
| QUOTE | | რუსეტმა ორჯერ მოგვიმართა ხელი (მათი გაგებით-პირვალად, როცა მიგვიერთა და ფიზიკურად გადაგვარჩინა, მეორედ, როცა ერთერთ მოწინავე და მდიდარ რესპუბლიკად გვაქცია), მაგრამ ვერ მოვუფრთხილდიტ ჩვენ მეზობლის კეთილისმსურველის საჩუქრებს და ჩვენი ბედოვლატობიტ ვერ მოვუარეთ მას და გავანიავეთ. |
ცუდი-რუსული ინტერპრეტაციაა. დარწმუნებული ვარ არც თქვენ იზიარებთ.
სინამდვილეში რუსეთი საქართველოს წურბელა იყო. იმ თავისი ასიათასობით კვადრატული კილომეტრიდან სწორედ საქართველო იყო ყველაზე ნაყოფიერი ნაგლეჯი მიწისა. უკრაინა კი პურის ბეღელი რუსეთისათვის.
ასე რომ თავად იყოპ რუსეთი ქართული ძუძუს მწოველი.
ერთი მეგობარი მყავდა ნაცბობი. ენერგეტიკოსი იყო. 400 მილიონი მანეთი შედიოდა საქართველოს ენერგოსისტემიდან და საქართველოს აქედან 100 მილიონი ხმარდებოდა (ციფრები ზუსტად არ მახსოვს) დანარჩენი ცენტრში მიდიოდაო.
ასე რომ რუსეთს მუქთა მჭამელი არასოდეს ყოლია ეს ცხადია!
This post has been edited by pekineli on 31 Oct 2015, 11:32
|