#46091902 · 31 Oct 2015, 05:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ ამ ადამიანისთვის კარგი გინდათ და გინდათ გადაარჩინოთ ცოდვისგან
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთს თხოვეთ რომ აპატიოს :
უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ
თუ არ წაიკითხავთ ნუღარც განიკითხავთ იმიტომ რომ თქვენ თავად სცოდეთ გზააბნეულისთვის ულოცველობით...
ისიც ღმერთის შექმნილია და ისიც ისე უყვარს შემოქმედს როგორც თქვენ .... იმიტომ რომ მასაც იგივე თვისებები აქვს რაც თქვენ უბრალოდ ის გზააბნეულია.. მან რომ იცოდეს რომ მკაცრად დაისჯება ამის გამო , გააკეთებდა ამას?
ჩვენ ვინც დავისაჯეთ ვიცით რომ სამართლიანად დავისაჯეთ და რომ წავიწრუწნებთ ხოლმე "მაშინ რატომა არ მიმანიშნა ღმერთმა რომ ცუდს ვაკეთებდიო" იქნებ ჩემი პოსტიც მინიშნებაა
და კვლავ გამოვიდა იესო ზღვის პირას: მთელი ხალხი დაიძრა მისკენ, და ასწავლიდა მათ. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.
ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას.
როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
This post has been edited by Choncxis mzera on 31 Oct 2015, 05:51
--------------------
მაქს ებერლი: "არა, დამიჯერეთ, მე რაღაცას ვხედავ ვინსენტ კომპანიში."
|