#46091571 · 31 Oct 2015, 02:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | საქართველოს ფოსტის დღევანდელ სტატუსზე რას ფიქრობთ? |
როდესაც გაფორმების ეკონომიკური ზონები გაკეთდა, რომელიც ცხადია მნიშვნელონი ხასიათის პოზტიური რეფორმა იყო, ამას რამდენიმე მცირე ზომის კონტრეფორმა მოყვა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანი იყო, გეზი-თბილისიდან ტვირთის გადაზიდვის საქართველოს ფოსტისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება იყო, გარდა იმ გამონაკლისებისა, თუ კომპანია მისი კუთვნილი ავტოტრანსპორტით გაიტანდა ტვირთს ან თუკი, იმ მომენტისთვის ფოსტის ყველა მანქანა იქნებოდა დაკავებული. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ეს ექსკლუზივი გაუქმდა, ისე კი ფოსტას საკმაოდ მისაღები ტარიფები ქონდა.
2012 წელს, ზუსტად არჩევნების წინ, მაშინდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი "რეფორმა" წამოიწყო. გადაწყვიტეს, რომ ფოთის პორტიდან დატვირთული კონტეინერები უნდა წამოღებულიყო რკინიგზით, რისთვისაც ერთის მხრივ "ახსნა-განმარტებით" საქმიანობას უტარებდნენ იმპორტიორებს, ხოლო მეორეს მხრივ არაფორმალური ხასიათის შეზღუდვები დაუწესეს ტრაილერების მძღოლებს, რომელთა დიდი ნაწილი ფოთელია და ამას მათი მხრიდან საპროტესტო აქციებიც მოყვა. არჩევნების და შესაბამისად ხელისუფლების შეცვლის მერე, ამ ინიციატივაზე უარი ითქვა. რკინიგზით გადაზიდვების გაზრდის მანამდელ მცდელობას, კი მის კარგ ფასში გაყიდვის სურვილს უკავშირდებნენ.
დღეს, გადაზიდვების და გზავნილების თუნდაც რომელიმე სფეროში, საქართველოს ფოსტისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება, ცხადია მორიგ კონტრ-რეფორმას წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკისთვის სამომავლო უარყოფითი შედეგით და საინტერსოა ამ შემთხვევაში რა მოტივით ხელმძღვანელობენ.
| QUOTE | | ხანდახან ვფიქრობ ქართულ ოცნებას არანაირი გეგმა არ გააჩნია. დინებას მიყვებიან. |
ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა არც წინა ხელისუფლებებს გააჩნდათ, თუ ცხადია ასეთებად არ ჩავთვლით მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებას ან სიღარიბის დაძლევის 50 დღიან პროგრამას.
ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობა ბევრად უფრო აქტიური იყო.
|