მასეთი ლოგიკით --- ბულგარეთში თურქობის 400 წლოვანი ოკუპაციური ბატონობის გამო ბულგარეთი დღეს თურქეთის ვილაეთად უნდა განვიხილოთ?
დე ფაქტო, დე იურე და ოკუპაციური სამართალმემკვიდრეობა სხვადასხვა რამაა...
რაც შეეხება კონსტიტუციას --- იგი იმდროინდელ მსოფლიოში უდავოდ პროგრესიული და ნოვაციურია..... დღესეც!
ამავდროულად, დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ იდეოლოგიურად სოციალ-დემოკრატიას ეფუძნება...
საქმეებით?
***
ამონარიდი:
საქართველოს მეფეთა მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებით
საქართველო, რომელიც არასოდეს არ ყოფილა რუსეთის იარაღის ძალით
დაპყრობილი, განაგრძობდა თვით რუსეთის ერთ საუკუნის ბატონობის დროსაც კი
ეროვნულ ცოცხალ ორგანიზმის არსებობას და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა,
რათა აღედგინა თავისი გარდაუსვლელი ეროვნული უფლებანი და საკუთარი
პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებანი განეხორციელებინა.
დიდი ომის განმავლობაში ბრესტ–ლიტოვსკის ზავამდის, რუსეთის ერთგულ
საქართველოს აღარ შეეძლო უმოქმედოდ დარჩენილიყო იმ დროს, როდესაც
რუსეთის მთავრობამ თავისი მოქმედებით მტერს საზღვრები გაუღო და
ხელშეკრულებით საქართველოს პროვინციები დაუთმო. მას შემდეგ, რაც ამიერ–
კავკასიიდან რუსეთის სახელმწიფო სრულიად გაჰქრა და საქართველომ დაინახა,
რომ საკუთარ ძალების ამარა არის მიტოვებული, ჯერ ამიერ–კავკასიის
დამოუკიდებელ სახელმწიფოს განმტკიცებაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ
გარემოებათა ძალით რუსეთთან (რომლის მთავრობამაც გარდა ყველა ამ
მოსაზრებისა ოფიციალურ დეკრეტებით მიიღო პრინციპები – რომელთა მიხედვით
ყოველ ერს აქვს სრული უფლება ამოირჩიოს ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, როგორიც
მას სურს და თვით რუსეთსაც კი გამოეყოს თუ ამას მოისურვებს) ყოველ
ხელშეკრულებათაგან სრულიად განთავისუფლებული საკუთარ სახელმწიფოს
შექმნას შეუდგა.
ამრიგად ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული
უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი
საერთაშორისო დამოკიდებულება, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის
საკეთილდღეოდ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის
აღდგენილი უფლებებით.
http://constcommission.ge/1921