ინაშვილი დაწინაურდა:
34 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, ირმა ინაშვილი არჩევნებს 351 ხმით იგებს
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 23:21
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია 34 საარჩევნო უბანზე. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიიდან კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება, ირმა ინაშვილი ისევ დაწინაურდა და თამარ ხიდაშელს 351 ხმით უსწრებს.
34 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემები ასეთია: ირმა ინაშვილი 4763 ხმა; თამარ ხიდაშელი 4412 ხმა; სახელისუფლებო კანდიდატი თამარ ხიდაშელი ძირითადად სოფელ იორმუღანლოს საარჩევნო უბნებს იგებს დიდი უპირატესობით. დანარჩენ სოფლებში ინაშვილი ლიდერობს.
იორმუღანლოში სულ 12 საარჩევნო უბანია, აქედან წინასწარი მონაცემები ჯერ ცნობილია მხოლოდ 7 უბანზე.
ქალაქ საგარეჯოს N2 საარჩევნო უბანი: ირმა ინაშვილი 222 ხმა; ხიდაშელი 174 ხმა;
ქალაქ საგარეჯოს N4 უბანი: ირმა ინაშვილი 201 ხმა, ხიდაშელი 98 ხმა;
ქალაქ საგარეჯოს N5 საარჩევნო უბანი: ინაშვილი 140 ხმა; ხიდაშელი 81;
ქალაქ საგარეჯოს N6 საარჩევნო უბანი: ინაშვილი 334 ხმა; ხიდაშელი 169;
ქალაქ საგარეჯოს N7 საარჩევნო უბანი: ინაშვილი 133 ხმა, ხიდაშელი 107 ხმა;
ქალაქ საგარეჯოს N8 უბანი: ინაშვილი 261 ხმა; ხიდაშელი 191;
ქალაქ საგარეჯოს N9 უბანი: ინაშვილი 261 ხმა; ხიდაშელი 191 ხმა;
ქალაქ საგარეჯოს N10 უბანი: ინაშვილი 151 ხმა, ხიდაშელი 142 ხმა;
N11 სოფელ გომბორის უბანი: ინაშვილი 171; ხიდაშელი 141;
N12 კოჭბაანის უბანი: ინაშვილი 99 ხმა, ხიდაშელი 61 ხმა;
N14 ხაშმის უბანი: ინაშვილი 227 ხმა; ხიდაშელი 86;
N17 წყაროსთავის უბანი: ინაშვილი 102; ხიდაშელი 93;
N18 ნინოწმინდას უბანი: ინაშვილი 136, ხიდაშელი 93;
N19 ნინოწმინდა უბანი: ინაშვილი 171; ხიდაშელი 114;
N22 ქვემო სამგორის დასახლების უბანი: ინაშვილი 18 ხმა, ხიდაშელი 20 ხმა;
N23 სათაფლეს უბანი: ინაშვილი 35, ხიდაშელი 26;
N24 თოხლიაურის უბანი: ინაშვილი 140 ხმა; ხიდაშელი 223 ხმა;
N25 მანავის უბანი: ინაშვილი 150 ხმა; ხიდაშელი 108 ხმა;
N26 მანავის უბანი: ინაშვილი 226 ხმა, ხიდაშელი 57 ხმა;
N27 მანავის უბანი“ ინაშვილი 114 ხმა, ხიდაშელი 52 ხმა;
N30 კაკაბეთის უბანი: ინაშვილი 264 ხმა; ხიდაშელი 151;
N31 კაკაბეთის უბანი: ინაშვილი 279 ხმა; ხიდაშელი 153 ხმა;
N32 ვერხვიანის უბანი: ინაშვილი 97, ხიდაშელი 98;
N33 ყანდაურას საარჩევნო უბანი: ინაშვილი 162 ხმა; ხიდაშელი 209;
N35 მზისგულის უბანი: ინაშვილი 138 ხმა; ხიდაშელი 136 ხმა;
N36 შიბლიანის უბანი: ინაშვილი 91; ხიდაშელი 113;
N37 უდაბნოს უბანი: ინაშვილი 173 ხმა; ხიდაშელი 135 ხმა;
N38 დუზაგრამას უბანი: ინაშვილი 53 ხმა; ხიდაშელი 177 ხმა;
N40 ქეშალოს უბანი: ინაშვილი 21 ხმა; ხიდაშელი 187;
N41 ქეშალოს უბანი: ინაშვილი 27 ხმა; ხიდაშელი 154;
N42 მუღანლოს უბანი: ინაშვილი 25 ხმა; ხიდაშელი 254;
N43 მუღანლოს უბანი: ინაშვილი 37, ხიდაშელი 114;
N44 ზემო ლამბალოს უბანი: ინაშვილი 40; ხიდაშელი 270;
N49 კაზლარის უბანი: ინაშვილი 64 ხმა; ხიდაშელი 144 ხმა;
2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოს საარჩევნო ოლქში სულ 49 საარჩევნო უბანია და 46 082 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან 12 საარჩევნო უბანი სოფელ იორმუღანლოშია, რომელიც კომპაქტურად ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული.
ოფიციალური მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში 15 867–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 34.43%–ია. არჩევნების მონაწილეთაგან 6946 ქალია, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 43,15%-ია.
http://ick.ge/rubrics/politics/24375-i.html