degaეხლა ველაპარაკე, მარტო დარჩა.
ეს მოვიძიე რეესტრში:
https://napr.gov.ge/p/298მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაცია
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ცნება
საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.
დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია
რეგისტრაცია არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წარმოშობის, რეგისტრირებულ მონაცემებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილების და პარტიის საქმიანობის შეწყვეტის (რეორგანიზაცია/თვითლიკვიდაცია) რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაციის მოთხოვნის წესი და პირობები
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.
სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:
1) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
2) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
3) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
4) პარტიის წესდება;
5) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ (პარტიის იურიდიული მისამართის შესახებ ცნობა გულისხმობს შესაბამისი იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას ან ადგილსამყოფლის სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას.);
6) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
7) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
8) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაცია ხორციელდება 1 თვის ვადაში – სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500 ლარი. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
შენიშვნა:
პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად, გარდა წესდებისა, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად.
დოკუმენტაციის წარდგენა ხდება დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდა 7 (შვიდი) დღის ვადაში.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) წესდება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;
ბ) იურიდიული მისამართი;
გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;
დ) წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;
ე) წევრის უფლება-მოვალეობები;
ვ) ორგანიზაციული სტრუქტურა;
ზ) ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;
თ) ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;
ი) ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;
კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;
ლ)საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
მ) სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.
წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის რეკვიზიტები:
მიმღები: `erovnuli banki~
angariSsworebis angariSi 200122900
erovnuli bankis kodi TRESGE22
saxazino kodi: 300773124
დანიშნულება: „— " პარტიის სარეგიტრაციო მოსაკრებელი
დამატებითი ინფორმაცია
თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
როგორც ვხვდები ძირითად პრობლემას წარმოადგენს მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები. ანუ უბრალო ხელმოწერები კი არა არამე 1000 კაციანი პარტიის სია და ჩატარებული ყრილობის ოქმი (ნოტარიულად დამტკიცებული)
This post has been edited by tri-polchika on 1 Nov 2015, 22:41