მარჯვენასაჭიან მანქანებს რომ არ მივადგეთ, გამოსასწორებელი ცოტაა ამ სფეროში?
მარჯვენასაჭიანი მანქანების ბრალი არანაირად არაა არსებული მძიმე სიტუაცია.
სხვადასხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს ვითარების გამოსასწორებლად:
უნდა იყოს ტექ დათვალიერება
ამდენი ჯართი დადის, საშინელებაა ეს.
უნდა დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.
ოღონდ, ერთბაშად არ უნდა დაწესდეს 10 წლიანი შეზღუდვა)
უნდა გართულდეს მართვის მოწმობის აღება.
6 მანევრის ჩაბარებით არ უნდა წყდებოდეს, აქვს თუ არა ადამიანს ტარების უფლება.
გამოცდა უნდა იყოს რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციაში.
ეფექტურად უნდა მოქმედებდეს ჯარიმების სისტემა.
მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყოს ჯარიმები.
დაუსჯელობის სინდრომითაა შეპყრობილი ძალიან ბევრი მძღოლი.
ამდენი დარღვევა ხდება გზებზე, საშინელებაა ეს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მიეხედოს.
დაძველდა ავტობუსები.
რაოდენობაც მეტი უნდა იყოს.
ხაზებიც უნდა დაემატოს.
სერიოზული სამუშაოა ამაზეც.
ცალკე დიდი თემაა ინფრასტრუქტურაც.
ასე რომ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი და გაუგებარია, რატომ დგას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის საკითხი...
თან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი ვიცი, ვინც მეტად ფრთხილობს მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვისას.
კარგი ისაა, რომ არაა მაინცდამაინც ხარჯიანი იაპონური ავტომობილები, საკმაოდ გამართულებია.
This post has been edited by ფორცხოლი on 3 Nov 2015, 22:24
. .