Precursor
ერის მამა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9096
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06
|
#46142815 · 6 Nov 2015, 00:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნამუსზე აგდებები ჩვენი ეროვნული კულტურის არამატერიალური ძეგლია!
მართალია, იუნესკომ ჯერ არ აღიარა, მაგრამ მაინც...
ჩვენ ძალიან ხარისხიანად გამოგვდის ეს საქმე, მაგრამ უმეტესად უბრალო მოკვდავნი ერთმანეთის მიმართ ვიყენებთ ამ ნიჭს...
ნამუსზე აგდების უძველესი და მრავალნაცადი საშუალება ხელოვნებაცა: პოეზია, მხატვრობა, თეატრი...
ჰოდა, განა არ დადგა დრო, რომ ჩვენს რჩეულ (ნაბოზვარ) დეპუტრაწებსა და მატრაკვეცა მინეტსტრებსაც ჩავუტაროთ ჩასატარებელი?
მართალია, მათ ნამუსი არა აქვთ, მაგრამ მაინც... სათქმელი უნდა ითქვას!
* * *
აქ წარმოგიდგენთ რამოდენიმე ლექსს, რომლის ავტორსაც არასოდეს არ ჰქონია პრეტენზია პოეტობაზე - უბრალოდ, როგორც ყველა ქართველს, მასაც უჩნდება სურვილი ადვილად აღქმადი ფორმა მისცეს საკუთარ აზრებსა და განცდებს...
* * *
ერთმა მირჩია, ერთობ ჭკვიანმა - მსუბუქად წერე, მოგდევს მუზები... - პოეტი არ ვარ ლექსები ვყიდო, მე ტკივილზე ვწერ, არ ვიბუზები...
მეც მაღფრთოვანებს ნიავის ქროლვა და რომ ხეები ლაღად შრიალებს... მაგრამ ვაი, რომ გულქვა დროება უფრო მაგიჟებს და მაღრიალებს.
რა ვქნა, დავმშვიდდე? ლექსები ვწერო მღელვარე ზღვა და მშვენიერ ქალზე? ამას შეხედე,.. მშიერი ბავშვი, რომ შეშრობია ცრემლები თვალზე...
ვიღაც ას წილს ხრავს, ერთი არ ყოფნის, კანი ასკდება, საჯდომს ისივებს, და თუ მოითხოვ, ქამარს მოგაწვდის, მოიჭირეო - დაგისისინებს.
აქეთ გახედე,.. ქუჩაში სძინავს,.. აღარც სახლი აქვს, არც მიწა-წყალი, ჯერ კიდევ თბილა, მაგრამ ზამთარში მიეყინება მიწას საწყალი.
რა გინდა ვწერო!? ის რომ ნისლებმა როგორ ლამაზად დაბურა მთები? რომ ვეღარ მხიბლავს!... დღე ღამდება და მე კი ასჯერ და ათასჯერ ვკვდები.-
ვერაფერს მიხვდა,.. ზურგი ვაქციე... როგორ დაგვჯაბნა მამონას დოგმამ... მე მაინც მჯერა - ესეც ჩაივლის, რადგან მიყვარხარ ადამის მოდგმავ!
12.10.2014
სათვალიანი ვირთხა
ერთგან, ვირების სამფლობელოში ვირთხა მმართველად მოჯდა, თუ სადმე, ვინმე თვისტომი ჰყავდა, მთელი ვირთხების მოდგმა
მოიყვანა და გვერდით დაისვა და გაუმართა ხელი - ჩვენ, ძმაო, ჯიშის გატანა ვიცით, ვირთხა ვართ, განა მგელი.-
მაგრამ სადღაცა, ნაგვის ბუნკერში, ერთი პატარა ვირთხა თურმე სუყველას გადაავიწყდა, ვერ შეაწიეს სიტყვა.
ერთხელ, სასუსნავს სადაც ეძებდა, იქვე სათვალე ნახა, თავში აენთო ნათურა უცებ - არ იქნებაო გლახა...
ცხვირზე სათვალეს წამოვისკუპებ და ბრძნულს მივიღებ იერს,.. მერე? ო, მერე თავადაც ნახავთ... - ეღიმებოდა ცბიერს.
ისე მიადგა მმართველს კარებზე არ ეტყობოდა დაღლა, თათი დაიდო ბრძნულად მუცელზე, თავი ასწია მაღლა.
ფეხით შეაღო სასახლის კარი, - შეხეთ, არა აქვს რიდი... - ცხვირზე სათვალე წამოუცვია, ალბათ ბრძენია დიდი.
და გადახედა მდიდრულად ჩაცმულ, გაზულუქებულ ვირთხებს - თქვენ ნამდვილად ხართ დიდი ბელადი, ამდენ სულელს რომ ითმენთ...
მმართველს ეამა ვირთხის სიტყვები - აბა რა ვქნაო, ჩემო, ჩვენი ჯიშია, თან ყველას უნდა იგრძნოს ცხოვრების გემო.
და თანაც ვირებს ვმართავ, ხომ იცი, ტლინკთა იციან აყრა, ერთად ბევრნი ვართ, არ გამოუვათ აქედან ჩვენი გაყრა. -
- ო, ან კი რატომ უნდა გაგყარონ?! ... სხვა არაფერი მითხრა! თქვენ თავად განა ვირები არ ხართ? მაშ რატომ გქვიათ ვირთხა?
- შენ, ძმაო, მართლა ბრძენი ყოფილხარ! ამდენ ბრიყვს როგორ ვითმენ... შენ რომ სამართალს ხელი მოჰკიდო ვეღარც გაგვყარონ იქნებ. -
ისე ააწყო ვირთხამ საქმე, რომ ვირი ვირს უწერს დანოსს, ბოსელში აბამს ურჩ ვირებს, ყველას, ვერავინ არღვევს კანონს.
ვირთხა ვირია აღმატებულად - კანონმა ასე გვითხრა და ვირთხებს იცავს ვირებისაგან სათვალიანი ვირთხა.
This post has been edited by Precursor on 6 Nov 2015, 00:47
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|