shifu
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1275
წევრი No.: 19518
რეგისტრ.: 27-April 06
|
#46158046 · 7 Nov 2015, 21:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vasilii
რა მნიშვნელობა აქვს ამ კითხვას - ან ვის ეკითხები? შენს მეზობელს, მეგობარს, ნაცნობს თუ უბრალო გამვლელს, რომელიც რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით, მხარს უჭერს ოცნებას? ან რა პასუხს ელოდები - იმას, რომ ოცნებისტს ააგდებ და კლავიატურას მიმჯდარი, საპირისპიროს თქმის სურვილით, რუსეთის კარგის და დასავლეთის ძაგებას დაგიწყებს?!... მერე ამას დაიხვევ და შემდეგ პოსტებში მტკიცებად გამოიყენებ ქოცნების რუსეთუმეობისათვის? პროვოკატორობა ქვია ამას... იმიტომ, რომ ვინ ეკითხება ქოცნების რიგით წევრებს და არა მარტო რიგითს, საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანადყოფილი, ისევე, როგორც ნაცებს... თუ სამოქალაქო პოზიცია გაქვს, ცოტა ღრმად ჩაიხედე მიმდინარე მოვლენებში და ეს კითხვა შენს თავს დაუსვი... ან დასვი ზოგადად... ყველას ვიღაცის იმედი აქვს - შენ(როგორც ჩანს) მიშასი და დიდი დასავლელი ძმის, ზოგიერთს ბურჯანაძის და დიდი ჩრდილოელი ძმის, მე თუ შემეკითხები, არაფრის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ყველა ქართველი საკუთარი ვიწრო ,მერკანტილური და სიტყვების რახარუხს თუ თავს დავანებებთ , საბოლოოდ მატერიალურობამდე დაყვანილი ინტერესებიდან აკეთებს არჩევანს... არაფრის იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ღორივით ჩაკურატდა ფინანსთა მინისტრი, კახური (მაპატიონ კახელებმა) აფორიზმებიდან ვერ გამოვიდა პრემიერი, ნარცისიზმიდან წულუკიანი, თავისი ვიწროპარტიული წიაღსვლებიდან რესპუბლიკელები და რომელი ერთი... არაფრის იმედი არ მაქვს იმიტომ , რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი განუმეორებლობით და ერთადერთობით დამტკბარი, წასვლის შემდეგ გვიტოვებს ახალ აზიურ ლარიანებს მხოლოდ თავისი ხელმოწერით... არაფრის იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ პრეზიდენტი, ეშმაკმა დალახვროს, ლამის მახათის გასაყრელადაა მზად უსაქმურობისაგან... არაფრის იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ მიშა, კიდევ ბედავს და ამდენი სიბინძურის ჩადენის შემდეგ, კიდევ ცდილობს ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში აფათუროს თავისი ბინძური ხელები ... არაფრის იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას(ვიცნობ მის ოჯახს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ მის ოჯახს) ფეისბუქზე ყველა მისი კეთილისმოსურნე ყველა დანარჩენი - სხვაგვარად მოაზროვნე ქართველის ამოსაჟუჟად არის მზად და კიდევ ერთი: დღეს, ერთმა ქართველმა, ჩემნაირმა, თავისი შეხედულების სისწორესა და ინტელექტუალურ უსასრულობაში დარწმუნებულმა ნაცმა, ყველა არანაც მოსახლეობას და სხვაგვარად მოაზროვნეს მოსა-ყლე-ობა უწოდა და მთელმა ნაცფეისობამ ეს მახვილგონიერების ეტალონად შეაფასა და ეს ხდება ნიკა გვარამის გვერდზე. მე არ ვარ ნაცი. მეტიც, ანტინაცი ვარ, მაგრამ... მყავს ბევრი მეგობარი ამ პარტიიდან, არა ფეისებიდან , არამედ უბრალო , რიგითი ნომენკლატურიდან. მყავს ბევრი მეგობარი ქოცნებიდან, მყავს ყველაფრისფეხებზემკიდია ახლობლებიც და რა? რა, ვინც არ იზიარებს ჩემს შეხედულებებს, კუთხეში მივაყენო და თითი(უკეთეს შემთხვევაში) ვატაკო თვალებში, ან თვალებს შორის? ჩაიხედეთ ყველამ თქვენს გულებში(მეც მათ შორის) და არ შეგეშინდეთ იქ დაბუდებული სიბოროტის, ღვარძლის, შურის, გაუტანლობის... და ამის მერე კიდევ კარგ დღეში ვყავართ გამჩენს ღმერთმანი. აი, სწორემ მისი იმედიღა დამრჩა ამდენ სიძულვილსა და გაუტანლობაში. გმადლობთ ყველას, თუ არ დაიზარეთ და ჩაიკითხეთ ბოლომდე...
--------------------
IT-is mimdevari
|