#46178695 · 10 Nov 2015, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგარი კომენტარი დადო ვინცხა: Alexander Giorgadze-მ ამ თემაზე გტავაზობს ციტატას სრულად:
მამაჩემს (1925 წელს დაბადებულს) ყავდა კლასელი, რომელსაც მშობლებმა ლესტანბერი დაარქვეს - ლენინ-სტალინ-ბერია. 1954 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მან სახელი შეიცვალა, პასპორტი გამოიცვალა და ლესტანი გახდა. 1956 წელს კომუნისტური პარტიის ყრილობის შემდეგ, რომელმაც სტალინის კულტთან დაიწყო ბრძოლა თბილისში გამოსვლების დროს მამაჩემმა შესთავაზა - ეხლა პროსტო ლეთ რომ გადაკეთდე არაო? ათი წელი არ ელაპარაკებოდა ლე(სტანბერი) მაგის შემდეგ მამაჩემს. გავიდა დრო. მოვიდა პერესტროიკა. დაიწყო ლენინის გინება ტელევიზორით. გაიარა 1989 წლის ცხრა აპრილმა. ჩამოაგდეს ლენინის მოედანზე განლაგებული ლენინის კერპი (კობა - მოკითხვა devil emoticon ). მამაჩემი შემთხვევით შეხვდა ლე(სტანბერს) გორის ბაზარში და უთხრა - აი იმასაც მოვესწარი პროსტო @ლე რომ დარჩიო.
ეხლა კიდევ მორალი. პაპაჩემი იმ კომუნისტური ხელისუფლების უბრალოდ მომხრე კი არა ერთ-ერთი უმაღლესი პარტიული მოღვაწე იყო. სტალინსაც იცნობდა და ბერიასაც. ბერია ბევრჯერ ჩვენთან ოჯაში იყო ნამყოფი, მამაჩემსაც ეფერებოდა თავზე. მაგრამ არც პაპაჩემს და არც ბებიას სახელების ამორჩევისას პარტიული ნიშანი არ გამოუყენებიათ. მამაჩემს პაპის დაღუპული იტალიელი ძმაკაცის სახელი დაარქვეს. 1937 წელს მაგ ბერიამ და მაგ სტალინმა პაპაჩემი დახვრიტეს როგორც ტროცკისტი.
ეხლა კიდევ მორალი. იმ ათი მცნებიდან, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ჩვენმა "მართმადიდებელმა ერმა".
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
--------------------
Love is the answer and you know that for sure Love is a flower, you got to let it, you got to let it grow (c) Lennon
Каким бы буйным не был бык, на банке пишется тушёнка!
Time waits for no one!!!
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|