#46198928 · 12 Nov 2015, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრობლემა
QUOTE | ბადრის გადატრიალება უნდოდაო და მაგიტომ დახურეს იმედიო. მერე რო აღმოვაჩინეთ რომ ეგ ჩანაწერი ორი თვის მერეა გაკეთებული, ბადრის გულში წამიყვანე და შენო რა გგონიაო მანამდე არ უნდოდაო. ნუ კაი მანდაც ჯანდაბას წამოგყევი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ვერ გამოიცნობდა ბადრის გულში ნადებს და ამ მარჩიელობის საფუძველზე ვერც ხალხს დაარბევდა და ვერც ტელევიზიას დახურავდა. უფრო სწორად ცალსახად იყო ### საქციელი. ნუ წამოგყევი და მანდაც ფაქტების ლოგიკური ჯაჭვით დაგანახე რომ იმედის დახურვა და ხალხის დარბევა კი არ მოყვა გადატრიალების მცდელობას, პირიქით, სამართლიან და კანონიერ ბრძოლაზე, რასაც ბადრი და სხვა ოპოზიცია აწარმოებდა, მოყვა ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი ქმედებები და სწორედ ამ ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვიეს გადატრიალების სურვილი. |
ახლა ის რომ გითხრა რომ მაგ მოვლენებამდე 2 თვით ადრე მოსკოვის მერიაში შეკრიბეს ქართველების ერთი ნაწილი და სოლიდურ "პრემიებს" დაპირდნენ თუ სააკაშვილს ჩამოაგდებდნენ, მაინც არ დაიჯერებ ხომ? 2006 წელში რუსეთიდან გამოყრილ ქართველებს რომ ეუბნებოდნენ, თქვენ პრეზიდენტს მოკითხეო, არც ეგ არაფერს ნიშნავს? არც მანამდე და არც მერე რუსეთიდან ქართველები მასიურად არ გამოუყრიათ. შენ თუ იმას ელოდები როდის გამოვა პუტინი და იტყვის საქართველოში გადატრიალებას ვგეგმავო, აგენტურის სიას კი გაზეთში გამოაქვეყნებს ქართულ და რუსულ ნაზე, მაგას ნამდვილად ვერ მოესწრები. ზოგადად კანონი იმისთვის არსებობს რომ სახელმწიფომ იარსებოს და განვითარდეს და არა პირიქით.
QUOTE | მიამიტები ვართ თუ რა ვართ, მნიშვნელობა არ აქვს. იმედის დახურვა უკანონო იყო, ისევე როგორც სრულიად უსაფუძვლო ძალადობა იყო მშვიდობიანი აქციის დარბევა. |
1989-1994 წლებმა ნათლად დაამტკიცა რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მიამიტია თუ არა ერი. წარსულს დანახვა და ანალიზი უნდა. გამსახურდიას რომ დროულად რამდენიმე კაცი გაენეიტრალებია, საქართველო ბევრ უბედურებას აიცილებდა. შენთვის თუ კანონიერებაა მთავარი და ქვეყანას დედაც ...., ე.ი. ჩვენ სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს. qar-tleti
QUOTE | მაგალითად სააკაშვილი რუსულ დაკვეთებს 200%-ით ასრულება- |
თურმე სააკაშვილი რუსეთის დაკვეთებს ასრულებდა, რუსეთი კი ყველაფერს აკეთებდა (გააკეთა) მის წინააღმდეგ. კაი, ვთქვათ სააკაშვილი გიჟი იყო, მაგრამ რუსეთიც გიჟია? პარალელურად გიჟია ამერიკა - ცრუ, ნატო, ევროპა? და მარტო თქვენ ხართ ჭკვიანები? ცოტა მაინც დაფიქრდით, იქნებ პირიქითაა?
This post has been edited by SaamI on 12 Nov 2015, 16:49
|