#46164381 · 8 Nov 2015, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MONTY
| QUOTE | | QUOTE | | არა მაგრამ ქოცებთან უფრო უფრო მეტი არიან. |
შენვე ჩამოთვალე კონკრეტული პიროვნებები ვინც ოცნებაშია (თანამდებობა ) და ვინც სააკაშვილთან იყო/არის |
ეგერ მთელი პარტიაა რესპუბლიკელების სახით.
| QUOTE | | QUOTE | | როდის კაცო< 1992_ში? ან უკრაინაში სწავლობდა ან ამერიკაში მუშაობდა. |
95 და შემდეგ წლებში ? |
რამდენადაც მახსოვს 1991-92 წლების მოვლენებზე ვმსჯელობდით. 1995-ში რატომ გადმოვედით? მე მგონი მაგ დროსაც ამერიკაში იყო.
| QUOTE | | საბედნიეროდ და ორივე მხარეს დამნაშავედ ვთლი და არ ვაპრავებ არავის |
ვითომ ნეიტრალურს აწვები? ნეიტრალურობა და ობიექტურობა ერთი და იგივე არაა.
| QUOTE | | პარალელს ავლებ 91 ს მოვლენებთან მაშინ როდესაც 2007 ში ხალხი მშვიდობიან აქციას ატარებდა , სამართლიანი მოთხოვნა ქონდა და მშვიდობიანი პროტესტის პასუხად ხელისუფლება დანაშაულებრივი მეთოდით და სისასტიკით დაუპირისპირდა |
შემთხვევით არ ვავლებ პარალელს. მშვიდობიანი მიტინგით, მშვიდობიანი შიმშილით და კანონიერი (ობიექტური) მოთხოვნებით დაიწყო 1991 წლის მოვლენებიც. მერე რა მოყვა გაგონილი გექნება. გგონია 2007 წელში ვერ მოახერხებდა რუსეთი თავისთვის სასურველი ხალხისთვის იარაღის მიცემას? თუ სროლა რომ დაიწყებოდა, მერე უნდა ემოქმედა ხელისუფლებას? გამსახურდიას რომ იმის ჭკუა და გამბედაობა ქონოდა, რამდენიმე კაცი დროულად გაენეიტრალებია, ქვეყანა ბევრ უბედურებას აიცილებდა.
| QUOTE | | დამსახურება არის თუ არა ან მინუსად ვთვლი თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა , მაღალჩინოსნები და ძალოვნები დაუპირისპირდნენ და მათ რესურსი ზვიადიმ მისცა |
"რესურსი" ზვიადიმ კი არა გრუ-მ მისცა. კიტოვანს არც დაუმალავს ვისგან მიიღო იარაღი.
| QUOTE | | დამტკიცება სჭირდება ამას და არა პიარით და დეზინფორმაციით ხალხის მოტყუება , |
შენ გინდა სპეცსამსახურები ხელმოწერილ და ბეჭდიან საბუთებს აფრიალებდნენ? გეუბნები, მაგ დროს მოსკოვში ვიყავი და სხვა ინფორმაციის წყაროები მქონდა. მეზარება ახლა ყველაფრის წერა.
| QUOTE | | სამართლიანი მოთხოვნები და თუნდაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას |
მასეთი აქციები მერეც ბევრი გაიმართა, მაგრამ არავინ დაურბევიათ. რადგან უკვე აქციები იყო და არა გადატრიალების მცდელობა.
| QUOTE | | რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხნით გადადო ? 1 კვირით ხო არ გადაუდია ან თუნდაც 1 თვით ? |
მნიშვნელობა არ აქვს რამდენიმე თვე იავადმყოფებ თუ რამდენიმე წელი?....
| QUOTE | | ცნობისთვის 2008 წლის იანვარში პლებისციტიც ჩატარდა და 68,9% მა მოითხოვა კონსტიტუციურ ვადებში დაბრუნება და გაზაფხულზე ჩატარება ცნიბისთვის შემდეგაც არ გაითვალისწინეს ხალხის მოთხოვნა , პლებისციტის მიუხედავად არ შეცვალეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება და |
პლებისციტი რეფერენდუმი არაა.
| QUOTE | | არ შეცვალეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება და 2012 წელს პარლამენტმა 6 თვით და პრეზიდენტმა 10 თვით გაიხანგძლივა ვადა უკანონოდ ! |
მათ ქონდათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეცვალეს კონსტიტუცია და ახალი კონსტიტუციით ჩაატარეს არჩევნება. რა არის ამაში "უკანონობა"?
| QUOTE | | ვადამდელი მხოლოდ საპრეზიდენტო რო დანიშნა ეგ არის გამართლება ? |
რისი გამართლება? დავწერე რომ სააკაშვიმა აიღო პასუხისმგებლობა. გადადგა და ჩაატარა ვადანდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ინციდენტი ამოიწურა. თეორიულად რომ მივუდგეთ, ხალხმა ბიიძინა აირჩია და არა ის ბრბო, ახლა რომ მთავრობაში ვხედავთ, ბიძინა რომ წავიდა და ეგ ბრბო დაგვიტოვა რა უფლებით? წასვლა თუ უნდოდა ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები, იქნებ არავისაც არ უნდოდა ღარიბაშვილი ივანიშვილის ნაცვლად? რატომ არავინ აპროტესტებს შენი აზრით? * * * quote]შენ ამბობ სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათო და საინტერესოა შენეული შეფასება რა უნდოდათ ევროპის ცნობილ აქციებში ხალხს როდესაც წვავდნენ და ამტვრევდნენ ყველაფერს ?[/quote] მინიმუმ აუცილებელია დაინახო და გააცნობიერო რომ ევროპის ქვეყნები არ არიან ოკუპირებული რუსეთის მიერ, არც ემუქრებათ ასეთი საფრთხე. ევროპის ქვეყნებს არ ყავთ ათიათასობით ღია და ფარული რუსეთის აგენტი. ეს მოცემულობა ძალიან ცვლის სიტუაციას. თუ საფუძველში განსხვავებას ვერ დაინახავ, რა ლოგიკა შეიძლება ააგო?
| QUOTE | | QUOTE | | არ გჯერა ხომ რომ პატარკაციშვილი გადატრიალებას გეგმავდა და იმედი იარაღი იყო? ცოტა მეტს რომ გაიგებ ცხოვრებისას და პოლიტიკისას. მერე დაიჯერებ. შენ თუ გგონია რომ, რუსი ოლიგარქები საკუთარ ფულს არიგებენ თან ისე, კაი ბიჭობისთვის, ნამეტანი გულუბრყვილო ყოფილხარ. მაგათ ეგ მილიარდები სწორედ ხალხის ძარცვა გატყავებით აქვთ ნაშოვნი. და გგონია სინდისმა შეაწუხათ? |
მჯერა არ მჯერა, მაგას დამტკიცება სჭირდება !
|
კიდევ გიმეორებ: შენ გინდა სპეცსამსახურები ხელმოწერილ და ბეჭდიან საბუთებს აფრიალებდნენ? გეუბნები, მაგ დროს მოსკოვში ვიყავი და სხვა ინფორმაციის წყაროები მქონდა. მეზარება ახლა ყველაფრის წერა. სერიოზულ საფრთხეს სერიოზული რეაქცია ჭირდება და სახელმწიფოს ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური კანონიერება.
| QUOTE | | მე ის ტერორი ვნახე რაც ფილმებშიც კი არ მინახავს, არ მსმენია თუნდაც საბჭოთა დროს მსგავსი ტერორი |
ე.ი. ძალიან ცოტა (თითქმის არაფერი) არ გინახავს. [
| QUOTE | | იმედია ყველა პირი დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული შემსრულებლით მალე დაისჯება უმკაცრესად რადგან აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ჯოჯოხეთი ! |
1. რატომ არ ითხოვ 1991-92 წლების ჯოჯოხეთის ავტორების დასჯას? 2. რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ხარ, ოცნებობ და ვერ ხვდები.
|