anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#46168609 · 9 Nov 2015, 03:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
...........მაინც გამიკვირდა
************************ ქეთევან ზარნაძე: ელისო კილაძე- ღრმა დაშიფვრის აგენტი, მეტსახელად ნუკრი 15-11-07 13:11:24
2012 წლის არჩევნების შემდეგ ქართლ ჟურნალისტიკაში „ამობრწყინებული ვარსკვლავის“ ელისო კილაძის, საკუთრებაში არსებულ გაზეთ „ქრონიკა+“ - ის ფურცლებზე მისივე ავტორობით გამოქვეყნებული სტატიები, კონკრეტულად ჩემს მიმართ წამოწყებული ბინძური კამპანია რომ არა, კილაძის ორწლიანი, მე ვიტყოდი, აღვირახსნილი „შემოქმედების“ მსხვერპლთაგან დუმილი, ნამდვილად არ გავუტოლებდი თავს ღრმა დაშიფვრის აგენტს, ზედმეტსახელად „ნუკრი“-ს და პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი. მაგრამ ქალბატონ ელისო-ნუკრის, მე, ქეთევან ზარნაძე, მისი სხვა მსხვერპლების მსგავსად „დაბალი ღობე“ ვგონივარ, ფიქრობს, რომ „თმენის ვალდებლებას“ მაკისრებს კანონი და ამიტომ იძულებული გავხდები „შევეგუო ბედს“, რასაც ის, სავარაუდოდ, შემდეგ გამოიყენებს და იტყვის - თუ რამე ჰქონდა სათქმელი, რატომ არ თქვაო?! სათქმელი რომ მქონდა, ამიტომაც ვთქვი (ძალიან მოკლედ, მაგრამ არაფერი ახალი. ის, რაც ორი კვირის წინ ვთქვი, პატიმარი რომ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი, მაგრამ ჩემი პატიმრობის დროს კილაძეს ჟორჟოლიანის და კოდუას დასაცავად არ ეცალა) და ეს სათქმელი მხოლოდ ფორ.გე-მ გამომიქვეყნა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. ამას მოჰყვა კილაძის საპასუხო წერილი თავის გაზეთში და ასევე ინტერვიუ ყოფილ პატიმართან მაკა შეროზიასთან. ერთ ნომერში ჩემს შესახებ თითქმის ექვსგვერდიანი პასკვილის გამოცხობა რისი მიმანიშნებელია, ამას მე არ ვიტყვი, სხვებმა თქვან!
ელისო კილაძე თავის „მონოლოგში“ ამბობს, რომ მე ვარ „დავალების შემსრულებელი“, მაგრამ ავიწყდება, სად და როდის გადაიკვეთა პირველად ჩვენი გზები და ეს არ მომხდარა ჩემი ინიციატივით: შარშან, მაისში, ჩემს პირად ნომერზე დამიკავშირდა ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშილი, რომელმაც ინტერვიუ მთხოვა. მე მას ვუთხარი: რაც მქონდა სათქმელი, უკვე ვთქვი და ახალი რა გითხრა-მეთქი. მიუხედავად უარისა, ჟურნალისტი არ შემეშვა და იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი. როგორც კი მოვიდა მეფარიშვილი (არ ვიცნობდი, არასდროს მინახავს) ისევ გავუმეორე, რომ არ ვაპირებდი ინტერვიუს მიცემას, მან საპასუხოდ ჩანთიდან ამოიღო „დავთარი“ და მითხრა, რომ კითხვები ჩამოუწერა რედაქტორმა, რომ ეს კითხვები შეიცავდა ჩემზე კომპრომატებს და თუ ინტერვიუს არ მივცემდი, უჩემოდაც დაწერდა სტატიას. „დავთრის“ მიხედვით, სულ ოთხი კითხვისთვის უნდა გამეცა პასუხი, სხვათა შორის ის, რაც მეფარიშვილს და კილაძეს ჩემი კომპრომატი ეგონათ, მე ჯერ კიდევ პატიმრობის დროს მქონდა პრესაში გამოქვეყნებული. ჩემი მხრიდან ინტერვიუ განვავრცე და საბოლოო ჯამში, გაზეთის ორი გვერდიც „ავითვისე“.
„ქრონიკა+“-ის გამოსვლის დღესვე ჩემი ინტერვიუს ნაწილი, სადაც მე ვსაუბრობდი, როგორ დავმარხე ცვილის ფიგურები მატროსოვზე, კილაძემ თავის საიტზე (ინტერნეტგამოცემა) დადო, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა აიტაცა, ჟორჟოლიანმა გააკეთა კომენტარი - ვაი, ირაკლი როგორ მეცოდები, ეს რა კატეგორიის ხალხი გებრძვსო. მე დავურეკე მეფარიშვილს და პირდაპირ ვუთხრი: თუ სტატიის საიტზე დადება უნდოდათ, თავიდან ბოლომდე უნდა დაედოთ და არა ის, რაც ჟორჟოლიანს და რედაქციას აწყობდა. ანუ, როდესაც კილაძეს, როგორც თავად ამბობს, ცარიელი ვაზნა „გაუვარდა“ მეფარიშვილის სახით და „კომპრომატები“ „დაეწვა“, ამის შემდეგ მიმართა ჩემი დისკრედიტაციის მეთოდს, რაც ინტერიუს ნაწილის საიტზე ატვირთვაში გამოიხატა. ესეც რომ არა, მე ის ადამიანი ვარ, ვინც ადეიშვილის ბრძანებით გვამების შემგროვებელ კოდუას პირად ინტერესებს შევეწირე და ციხეში 7 წელი და 7 თვე ვიჯექი. ამ პერიოდში რეჟიმს არ ვემორჩილებოდი და რატომ უნდა აღვფრთოვანებულიყავი კილაძის მცდელობებით გაეთეთრებინა ირაკლი კოდუა, ნანუკა ჟორჟოლიანი და მათი წრე? ამიტომ ორი კვირის წინ მოკლედ ვთქვი კოდუას შესახებ ბევრჯერ ნათქვამი და კილაძეც ვამხილე...
სიმართლე გითხრათ, როცა გამოვხატე სათქმელი და ვიკითხე, ელისო კილაძის ქმარს გრიგოლ (გია) ხარშილაძეს როდის და როგორ დააწყებინეს მუშაობა შსს-ს დასავლეთის მომსახურების სააგენტოში და ის ამ თანამდებობაზე კონკურსგარეშე იქნა დანიშნული, მეგონა, ელისო კილაძეს შერცხვებოდა. თუმცა მოხდა საპირისპირო, ჩემდა გასაოცრად, მან დაადასტურა ინფორმაცია ქმრის დასაქმების შესახებ და განაცხადა, რომ თურმე თავად კილაძე და მისი ქმარი რომ არ ყოფილიყვნენ, საქართველო დაიღუპებოდა და დიახაც, გრიგოლი უმუშევარი არ უნდა ყოფილიყოო! ჩემამდე მისი ქმრის დასაქმების შესახებ კითხვა ქალბატონ ელისოს, სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, დაუსვეს და როგორც „ნუკრის“ ჩვევია, „მდინარე სხვა კალაპოტში გადააგდო“, იგივე „ტრიუკი“ ჩაატარა კილაძემ თავის სტატიაში და „ოსტატურად“ აუარა გვერდი კონკურსგარეშე ქმრის სამსახურში მიღებას, ეს მაშინ, როცა სხვებს ამ თემაზე მორალს უკითხავს. კილაძე წერს: „სიმართლეა ისიც, რომ ჩემს მეუღლეს ნამდვილად გაუგრძელეს სამუშაო ვადა, რამაც, ეტყობა, ძალიან შეაშფოთა პრემერის სიმამრი. სხვა შემთხვევაში, ქ-ნ ზარნაძეს არ ეცოდინებოდა ჩემი მეუღლის ბრძანების გაგრძელების არც თარიღი და არც ვადის დასრულების დრო“.
ე.ი. რა გამოდის? ეს საქართველოს „გადამრჩენელი“კანონის მოქმედების ორი სტანდარტის მომხრეა? რატომ თვლის, რომ მან უნდა მიიღოს ყველაფერი კანონდარღვევით და თან მორალისტად დარჩეს? „ოპოზიციონერ“ კილაძეს და მის გარემოცვას რატომ ჰგონია, რომ საზოგადება ჩლუნგია, რომელიც ადვილად „ბოლდება“ და სჯერა ზღაპრების? და კიდევ ერთი, კილაძეს დაავიწყდა, თავის სტატიაში აღენიშნა ის, რომ მე, ქეთევან ზარნაძე, 17 წლიდან ვმუშაობდი შს სისტემაში, ვარ ჩინით ვიცე-პოლკოვნიკი, მისგან განსხვავებით, შტატგარეშე არასდროს ვყოფილვარ და არც არაფერს ვმალავ!!
კილაძე წერს: „ის (მე, ქეთევან ზარნაძე) არც ერთხელ უარყოფით კონტექსტში არ ახსენებს არც ვანო მერაბიშვილს, არც ამირან მესხელს და არც სოსო თოფურიძეს. რატომ? საინტერესოა, როგორ ახსნის ის თავად ამ ფაქტს“, - ჩემთვის კი სანტერესოა, რატომ ეგონა კილაძეს რომ მე უარვყოფდი, სოსო თოფურიძე ჩემი ბავშვობის (საბავშვო ბაღიდან) მეგობარი რომ არის. ის იყო ჩემი კლასელი. ბავშვობიდან ვიცნობდი და ვმეგობრობდი ოლეგ მელნიკოვთან, რომელიც აგრეთვე ჩემი სკოლელი და თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში, მერე რა? სადმე ან თოფურიძესთან ან მელნიკოვთან ერთად ვიყავი სპეცოპრაცის მონაწილე თუ კილაძის ოჯახის „დევნა-შევიწროებაში“ მიმიღია მონაწილეობა? სხვათა შორის, 1981 წელს, ყირიმში, კონსპიაციულ ბინაში შევხვდი იური ანდროპოვს (აქვე დავაზუსტებ, ანდროპოვი ცოლს არ ღალატობდა, ეს ცნობილი ფაქტია), რატომ შევხვდი ანდროპოვს, ეს კილაძემ გაარკვიოს ძველ კგბ-ს თანამშრომლებთან, რომლებთანაც „ტკბილი“ მოგონებები და ურთიერთობა აკავშირებს.
ჩემი კურსელები არიან: დავით უსუფაშვილი, ზურაბ მარაქველიძე, კოტე კუბლაშვილის მეუღლე, მიხეილ გოგიშვილი (კუბლაშვილის ყოფილი მოადგილე), გია ქავთარაძე და კიდევ უამრავი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი, როგორც შსს-ში, ისე პროკურატურასა და მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ისინი, ვისაც ვიცნობ, მაგრამ ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობისას, მე დაჭერილი ვიყავი, მანამდე კი კახა ბენდუქიძის მრჩეველი ვიყავი და იქ არც ვანო და არც მესხელი ნამდვილად არასდროს მოსულა. რომ მოსულიყვნენ, აუცილებლად გამაცნობდა ბენდუქიძე და მე ნამდვილად არ დავმალავდი ამ ფაქტს.
თუ შეიძლება კილაძის მეგობარი (ორწლიანი, ან ნაკლები სტაჟით) იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი, იმ კაცის ცოლი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის (და არა მარტო მის) დაღუპვაში, იმ დროს, როცა კილაძე ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წევრი იყო, რატომ თვლის რომ ჩემთვის კომპრომატია ჩემი კლასელები და ჩემი კურსელები, არ გავაგრძელებ, გონივრული ეჭვის საფუძველზე რა კითხვები მაქვს მეც და საზოგადოებასაც, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, რასაც ლაპარაკობენ პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი წევრები კილაძის შესახებ.
მეორე: მე ვთქვი, რომ კილაძის ძმას ჰქონდა ჯართის ბიზნესი, რაც ასევე დაადასტურა „ვარკვლავმა“ და ესეც „დიდი მამულიშვილობით“ ახსნა. არადა, რომ ჰკითხო, კილაძე და მისი ოჯახი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლების მუდმივ ოპოზიციაში იყო. მე ვსვამ კითხვას: თუ კილაძე იყო შევარდნაძის ხელისფლების ოპოზიცია, რატომ მისცეს უფლება ჰქონოდა ბიზნესი? ეს ჯართის იქნებოდა თუ საცვლების, რა მნიშვნელობა აქვს? ბიზნესი ბიზნესია და როცა ხელისუფლებასთან შენი პოლიტიკური შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის, გამოდის, რომ ამ ხელისუფლების „რომელიმე“ „ჩიტი“ გაფარებს ხელს!!! რატომ? ფარული გარიგების გამო ხომ არა?!!
მოიყვანოს „ელისო+“-მა თუნდაც ერთი მაგალითი, ოპოზიციაში მყოფი რომელი ბიზნესმენი გაახარა ან შევარდნაძემ ან სააკაშვილმა? რეჟიმები ხალხს, რიგით მოკვდავებს, არ პატიობდნენ „დანაშაულს“ და კილაძე რა „კატეგორიის“ „ჩიტი“ იყო, ყველა რეჟიმი უძლური რომ გახდა მის წინაშე? კარგი იქნება, ამ კითხვების საპასუხოდ კილაძე თუ არ მოიყვანს „დევნა-შევიწროების“ იმ ისტორიებს, რომელთაც თავად ამძიმებს და რითაც ურცხვად სპეკულირებს!
ვინ შეიძლება ყოფილიყო კილაძის „კრიშა“, ეს თავად კილაძემ დაასახელოს და დაადასტუროს ისევე, როგორც ამ ბიზნსში მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა და ინტერესები დაადასტურა. კარგი იქნება, ასევე კილაძე თუ დაასახელებს და დაადასტურებს, ვინ გაუწია მის ქმარს ორჯერ რეკომენდაცია 2014 წლის ნოემბერში შსს-ში, იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც დღე და ღამე აგინებს, ცდილობს უსუსურად და უუნაროდ წარმოაჩინოს, ვინ დაარღვია კანონი გრიგოლ (გია) ხარშილაძის დასასაქმებლად?
კილაძე იურისტიც ყოფილა და ალბათ უნდა იცოდეს, რომ კანონის დარღვვა საქართველოს გადამრჩენელისა და მტრის მიმართ ერთნაირად დასჯადია!! საკითხავია, ქმრის დასაქმების ფაქტის გამოყენებით, აქაოდა, მიღებული გოგო ვარო, ხომ არ ცდილობს ქალბატონი ელისო „გაამყაროს“ მის მიერვე დაყრილი ხმები, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს და მისი პირადი „მრჩეველია“ და ეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კილაძის „შემოქმედება“ საჯაროდ დაგმო!!
ორიოდე წინადადებით შევეხები „ქრონიკა+“-ის რესპონდენტს მაკა შეროზიას, რომელიც აცხადებს, რომ ვიყავი სოსო თოფურიძის აგენტი და ე.წ. მატროსოვის ბუნტი ჩემი პროვოცირებით მოხდა. შეროზია ასევე აცხადებს, რომ „ბაკლოსანი“ შევიტანე დაწესებულების ტერიტორიაზე და ასევე მე მივეცი ჩვენება მეამბოხე პატიმრების წინააღმდეგ. ყველაზე „მთავარი“, თურმე შეროზიას უკვე გათავისუფლებული, იმიტომ არ ვეკონტაქტებოდი, რომ მას ჩემზე ბევრი კომპრომატი ჰქონდა და მეშინოდა.
ფერი ფერს და მადლი ღმერთს, შეროზია სწორედ კილაძის რესპონდენტი უნდა ყოფილიყო., ორივე აგენტია და იმიტომ!!!
შეროზიას ქალი (ინტერვიუს შესავალში ჟურნალისტი წერს შეროზიას „რეგალიების“ შესახებ, რაც ჟურნალისტს, ბუნებრივია, არ დაესიზმრებოდა), ურცხვად აცხადებს, რომ, თურმე, პროკურორი იყო და ამ დროს პროკურატურის შტატიანი თანამშრომელი არასდროს ყოფილა!! ის ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ძალიან მაინტერესებს, ელისო კილაძისთვის თუ შეროზიას დაკავება, ასევე კილაძის ვაჟის დათო ხარშილაძის ორჯერ დაპატიმრება ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე უკანონო იყო, ჩემი დაკავება რატომ იყო კანონიერი!!?
მოკლედ, ვიტყვი, ჩემს საქმეში ერთი მოწმეც არ არის კოდუას კრეტინი თანამშრომლების მეტი და სხვათა შორის, როგორც წერს კილაძე-შეროზია, ჩემს სართულზე არც ლიფტი არსებობს და არც ჩანაწერი, რომ ლიფტთან მდგომი ქალი წამალს ყიდდეს. სხვა დროს, როცა რამეს დაწერთ, კეთილი ინებეთ და საქმის მასალებს გაეცანით, რაც კოდუამ ვერ შეთითხნა, თქვენ ნუ კერავთ. ასევე გაეცანით იმ მასალებს, რომელსაც ჯერ კიდევ პატიმრობის დროს ვაქვეყნებდი, მერე თავად კოდუას ჰკითხეთ, ვინ ჰყავდა ჩემთან შუამავალი და რას აბარებდა მას და კიდევ რომ არ დაწეროს კილაძემ რამე, აქვე ვიტყვი, კოდუას შუამავალიც ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო. სამწუხაროდ, მერაბ კალანდაძე დღეს გარდაცვლილია, მაგრამ კოდუას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სწორედ კალანდაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ მოკლეს სადახლოს გამშვებ პუნქტზე მერაბ კალანდაძე!! შეროზია და კილაძე წუხან, რომ, თურმე, „ზონაზე“ მობილური ტელეფონი ამომიღეს და სასჯელი არ დამიმატეს და ამ დროს შეროზიას არ ახსენდება, რომ სავადმყოფოდან ზონაზე 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 500 ლარი შემოუტანა ერთ პატიმარს და მის წილად 500 ლარი წამლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად აიღო! ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება იმის გამო, რომ ფაქტის გახმაურება დეპარტამენტს ხელს არ აძლევდა, არავინ იცის, როგორ დასრულდა, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ვისაც „წამალი“ შემოუტანა შეროზიამ, დოზის გადამეტებით კომაში ჩავარდა და იქაურმა ექიმებმა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი შეძლეს, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საინტერესოა, ჩემი შეტანილი ‘წამლით“ მოკვდა ტომა, რომელიც იმ პატიმართან ერთად გადაივანეს საავადმყოფოში, რომელსაც შეროზიამ წამალი შემოუტნა!? შეროზიას ისიც დაავიწყდა როგორც ჩანს, რომ გამოძიებას თავად მიუთითა, სად ინახავდა ჰეროინს ის პატიმარი, რომელსაც მას ნარკოტიკი შემოუტანა და ამის სანაცვლოდ საპროცესო გარიგება მოითხოვა! შეწყალებით გათავისუფლების წინა დღეს კი, ზონის ეზოში, მეგის ქარდავასთან ერთად „ჭუკჭუკებდა“! ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან კუდის დავალებით გააკეთა: მამამისის მეგობარ მოსამართლესთან კონვერტით შევიდა და კუდზე კუდდასმულმა კუდს კაცი დააპატიმრებინა, ამიტომ იყო, რომ პატიმარ შეროზიას მშობლები არ ნახულობდნენ. ჰოდა, რატომ უნდა მქონოდა შეროზიასთან ურთიერთობის სურვილი ან „იქ“ და ან „გარეთ“, მით უმეტეს, რამდენიმე თაღლითურ ფაქტზეა უკვე მსჯავრდებული. საკუთარ დედ-მამას რომ არ უნდა, ისეთ ქალთან მე რატომ უნდა ვიმეგობრო. ამაზე, იმედი მაქვს, კილაძე გამცემს პასუხს და არა მარტო მისი გაზეთით! და რაკი ელისო კილაძე და მისი რესპონდენტი აცხადებენ, რომ, თურმე მე ვარ ნარკოდამოკიდებული. გარისკოს კილაძემ და ოჯახთან ერთად (თავად, შვილები, ქმარი, ძმა) ჩემთან ერთად წამოვიდეს ნარკოლოგიურში. თუ მისი სურვილი იქნება, მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივალ და კილაძის ოჯახის წევრებთან ერთად გავივლი ნარკოლოგიურ შემოწმებას.
„ელისო+“ წერს, თუ ზარნაძის სახლიდან წაღებული დოკუმენტები მართლა რეალურად არსებობდა, სახლში რატომ ინახავდაო (რომ არსებობდა სასამართლოს ოქმშიც წერია, თუმცა ვერ გავარკვიე, სად წაიღეს და დარწმუნებული ვარ, „ჩიტი“ ეტყოდა ელისოს, სადაა დაბინავებული დოკუმენტები), მაგრამ თავად ელისო როგორ ახსნის რედაქციის კართან „დატოვებული“ კონვერტის საიდუმლოებას (ასე ტოვებენ ზუსტად სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს რედაქციების კართან), სადაც თურმე საგანელიძის, ალი ბაბაევის და სხვათა აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები იდო?
საგანელიძესთანაც წააგო კილაძემ და ალი ბაბაევთანაც, მაგრამ ბატონმა ალიმ ჯერ კიდევ კუბლაშვილის სასამართლოში მოუგო პროცესი და ალბათ ამიტომ არ დაიწყო კრიახი „ელისო+“- მა! ელისოს ძალიან უნდა პროკურატურას „გაუჭეჭყოს თავი“ (იქ დევს ობმოკიდებული კოდუას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მასალები) და ამიტომ დაუშვა მორიგი შეცდომა, ამიტომ აღიარა, რომ გამოძება შეცდომაში შეიყვანა და იძულებულია დაასახელოს ის ადამიანი, ვინც ამ დოკუმენტების შესახებ იცოდა, თუმცა ცოდნა არ ნიშნავს მიწოდებას!
საინტერესოა, პროკურატურაში დაწყებულია თუ არა გამოძიება ცრუ ჩვენების ფაქტზე, ან რატომ არ ინტერესდება იმ ე.წ. მასალების წარმომავლობით სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ცრუ-ელისოს გაზეთის ფურცლებზე მოხვდა!!? დაბოლოს, ჟურნალისტიკაში 1991 წელს შემოგდებული და 2012 წლის არჩევნების შემდეგ „გავარსკვლავებული“ კილაძე, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრესის თავისუფლების სახელით რეალურად თავგასულობას ჩაუყაროს საფუძველი. იმის გამო, რომ ელისო კილაძე ახლოს არ გაიკარა ახალმა ხელისფლებამ ექს-პრემიერის და პრემიერის დაპირისპირებას ცდილობს და სულ არ ანაღვლებს, ამას რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველსოთვის...
ივანიშვილის „მრჩეველს“ შენიღბულად გამოჰყავს ექს-პრემიერი უსუსურ ადამიანად და აქვეყნებს „ქართული ოცნების“ წევრების „კომპრომატებს“, ასევე ცდილობს ჟურნალისტებს შორის განხეთქილება დანერგოს, რასაც შემდეგ სათავისოდ იყენებს, ჯდება ნაციონალებზე დამოკიდებულ ტელევიზიაში და „ბრძენის“ სახით შხამს ანთხევს! როდემდე? როგორც ხმები მომდის, "ელისო+" ვიღაცებს არწმუნებს: - მე ბიძინა ივანიშვილის ხმა ვარო. ივანიშვილის კი არა მისი მტრების ხმა ხარ შენ, ელისო კილაძე და შენი შავბნელი საქმიანობით მათ წისქვილზე ასხამ წყალს.
ქეთევან ზარნაძე
"საერთო გაზეთი"
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|