თუ რამე უნდა დასრულდეს ამ 2 პერსონას შორის - ეს არის დავა ამ დაწყევლილ შენობაზე!
მის უფლება-მოვალეობებს შეეფერება თუ არა, უკვე შესულია, მუშაობს და "დატოვე-გამოდის" ძახილი კომიკურია ორივე მხარისთვის
მანამდე მოეგვარებინათ შენობის კუთვნილების საკითხი, სანამ შესახლდებოდა - კულისებში რა მოლაპარაკებები ჰქონდათ, ეს სხვა თემაა
მარგველას ბრალი არ არის, თუ მიშამ ჯერ თავისი მანია-გრანდიოზო დაიკმაყოფილა ამ შენობით, მერე კი პრემიერობისთვის დასჭირდა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები...
უფლებამოსილების ვადამდე უნდა დარჩეს, ნამდვილად ასე აჯობებს ქვეყნის იმიჯისთვის
თუ ეს შენობა პრეზიდენტის რეზიდენცია აღარ იქნება მომავალში, მხოლოდ მეცნიერების განვითარებისთვის მემეტება (იქვეა ბიბლიოთეკაც) და ძალიან პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრისა და უნივერსიტეტისთვის
მაგრამ ვშიშობ, სამების გამო, საპატრიარქომ დაადგა თვალი შენობას და ისინი უჩიჩხინებენ ივანიშვილს
