QUOTE (Hermosa @ 11 Nov 2015, 15:17 ) | QUOTE (G9339 @ 11 Nov 2015, 13:21 ) | აქ მპოსტავთა 99%მა სამწუხაროდ საერთოდ არ იცის რეალურად ქართულ მედიცინაში რა ხდება.. სერგიენკო ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, ისევე როგორც საჩხერეს საავადმყოფოში ვერ მოაგვარეს ბევრი პრობლემები, ძალიან დიდი პოლიტიკური ნებაა საჭირო რომ საქართველოში მედიცინა ცოტა მაინც ადგილიდან დაიძრას..
ინფრასტრუქტურის არარსებობა, კატასტროფულად დაბალი კვალიფიკაცია და ცუდი ტექნიკური აღჭურვილობა მხოლოდ პატარა პროცენტია იმ პრობლემის, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს რეალური სტატისტიკის არარსებობაში და კადრების ოპტიმალურად მართვის შეუძლებლობაში, 20 000 სერტიფიცირებული ექიმია საქართველოში, აქედან 90% რეალურად არ არის ჩამბარებელი საკვალიფიკაციო გამოცდის.. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ |
ხოდა საჩხერე ვერ მოაგვარა ზოგადად მინისტრობისას ვერ აგვარებს და გამაგებინეთ ყველაზე წარმატებული მინისტრი სირგეენკო როგორაა?
|
საჩხერეში მაქსიმუმი გააკეთო რაც შეეძლო, ეს სისტემა რომ მოაგვარო დაახლოებით 15 000 - 20 000 ადამიანი უნდა გაუშვა 1 დღეში სახლში + სამედიცინო ინსტიტუტის და პოსტდიპლომური განვითარების ცენტრის ყველა თანამშრომლები, ეს დასაწყისისათვის .. ამას ვერავინ ვერ გააკეთებს თუ ძალიან დიდი პოლიტიკური ნება არ იქნება, რაც ნაცმოს დროს აშენებულ საავადმყოფოებს ეხება, კი, უფრო სუფთაა, ხოლო დანარჩენი მანდაც სრული ბარდაგია, რაც აპარატურა დევს არის ყველაზე იაფი და ათასტენდერზე გადამხტარი ტიპების შემოტანილი ჩაწყობით, ვერც ერთი მინისტრი მაგას ვერ მოაგვარებს თუ უფრო ზემოდან არ იქნა მაგის სურვილი
ძალიან ბევრი ფული არის ჩასადები კადრების გადამზადებაში + 1 ძალიან დიდი პრობლემაა, სტატისტიკა არ გვაქვს რეალური იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილია და ყველა ერთმანეთს ხელს აფარებს, მოკლედ თუ ვინმეს ზემოდან ძალიან ძალიან არ მოუნდება, ეგ პრობლემა არ მოგვარდება, არადა, თუნდაც იმ ფულით რომელსაც უბრალოდ ჩუქნიან თუნდაც საპატრიარქოს, შეიძლება 40 - 50 ნამდვილი პროფი ჩამოიყვანო ვთქვათ აშშდან რომელიც რამოდენიმე წელიწადში მინიმუმ ცოდნის დონეს აწევს, მაგრამ მაგას არ აკეთებენ, იქ ხალხი 200 000$ შოულობს წელიწადში, საქართველოში საშუალო ექიმი აკეთებს 8 000 ლარს, განსხვავება ნამეტანი დიდია
ინსტიტუტი რომ დავამთავრე, რეზიდენტურაში 150 ლარს იქით მახდევინებენ თვეში, რეზიდენტის ექთნის და სანიტარის საქმეს ერთად ვაკეთებდი, მერე მეორე საავადმყოფოში მორიგე უმცროს ექიმად დავიწყე მუშაობა და 8 მორიგეობაში (ანუ თვეში 8ჯერ 36საათს ვმუშაობდი საავადმყოფოში) მიხდიდნენ 175 ლარს, სწავლით რათქმაუნდა არაფერს არ მასწავლიდნენ.. ზუსტად იგივე საქმეში, გერმანიაში რეზიდენტებს იქით უხდიან 2500 ევროს ხელზე (მინიმუმ), საქართველოში ექიმი რო ხდები თუ ნაცნობი არ გყავს ჩათვალე 31 წლამდე ხელფასი გაქ 0, ამის შემდეგ შრომის ბაზარზე შედიხარ სადაც დამშეული 'ვოლკები' გხვდებიან და ყველანაირად ხელს გიშლიან რომ თუნდაც 1500 ლარიანი ხელფასი გქონდეს წყნარად, დაგვიანებულ ხელფასებზე ხო არაფერს ვამბობ, ერთხელ ნოემბრიდან მოყოლებული ხელფასი შემდეგი წლის მაისში გადამიხადეს : )
|