ნუ, უმრავლესობას არ სჯერა, რომ ამ საქმეში ხელისუფლება დაინტერესებული მხარეა,
მაგრამ სწორედ ამ "არდაინტერესებას" უამრავი უკანონო და აბსურდამდე მისული ქმედებები მოყვა.
დაწყებული მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებულ ფეხის გაფიჩინებით და დამთავრებული
დღევანდელი, რეესტრში "გატარებული" ქაღალდის ფრიალით. ამ ორ მოვლენას შორის არსებული
ყველა ნიუანსს თავადაც კარგად გაიხსენებთ. განსაკუთრებით, ფარული ჩანაწერებით ოპერირებას.
რუსთავი2-ის საქმის უმოკლეს ვადებში "მოყომარების" დაუოკებელმა სურვილმა ისე არია სიტუაცია, რომ
გამოსავალის პოვნა, კომპანიის მიმართ სერიოზული დათმობების გარეშე, ჩემი აზრით, შეუძლებელია.
ვინ დარჩება მოგებული? დიდი ალბათობით, არა საქართველოს ხელისუფლება. რასაკვირველია, ჩემი აზრით.
შემდეგი ეტაპი - ბორკილდადებული პრეზიდენტის გამოყვანა რეზიდენციიდან როდის იწყება?
* * *
ახლა ვუყურე მაესტროს დღევანდელ ფაქტორს და
კავკასიის გუშინდელ ბარიერს.
ყოჩაღ, ნინო ჯანგირაშვილს, რომ მუდმივად ამ
თემაზე აწყობს დებატებს.
სტუდიაში ყავდა შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, ნუკრი (არა შვლის)
ქანთარია და ვაკა გორგილაძე.
ქანთარია თან რეჟისორია, თან პროფესორია, თან პარლამენტარი, თან...(მოდი
ბრუტალურ წარსულს შევეშვათ) და რა? გაპრავებაში კაპიკი იყო მისი ფასი!
ვინაიდან, გრიშა ბიძიამ, გაისად დეპუტატების სიის გადახედვა დაანონსა,
შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაგის ხილვა სათუო მომეჩვენა.
ეს ვაკაც, მაგარი შებერტყილი დემაგოგი ყოფილა.
დიდი მონდომების მიუხედავად,. შავგულიძე და კუკავა ვერ დაჯაბნეს.
vita brevis...