მოკელდ დღე ასე დაიწყო თბილისის დროით 14 საათზე დვალმა და საყევრიშვილმა გამართეს პრესკო პირველის პრესკულბში გთავზობთ სტატიას

))
"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები თავიანთ უფლებამოსილებას ზაალ უდუმაშვილს გადასცემენ
14:18 11-11-2015
"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები თავიანთ უფლებამოსილებას ზაალ უდუმაშვილს გადასცემენ სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა - რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
"იმისთვის, რომ შეგვევსო არსებულ პერიოდთან დაკავშირებული ვაკუუმი - ჩვენ არ შევდივართ "რუსთავი 2"-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება, ჩვენ მივმართეთ თხოვნით დამფუძნებლებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად არაადეკვატური პასუხისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიმართვაზე, რომ არ გვცნობენ საერთოდ, მაინც გადავდგით შემდეგი ნაბიჯი. მე ორი დღის წინ შევხვდი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება.
დღეს ეს გადაწყვეტილება განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს.
მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფასოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია", - აღნიშნა დავით დვალმა.თბილისის დროით 15:00 საათზე ამათი ბრიფინგის საპასუხობ მოეწყო ერ2 ფრინგი, გვარამიამ და უდუმაშვილმა გაუგონარი უწოდეს დვალის და საყევარიშვილის გადაწყვეტილებას , რადგან ისინი ცალმხრივად ვერ დანიშნავდნენ ზააალს დირექტორად

)) მითუმეტეს მათ მიუთიტეს ,რომ საჯარო რეესტრში უკვე რესგიტრირებულ;ი იყო ზაალი დირექტორად

))
ამის შემდეგ გავიდა 3 საათი და საჯარო რეესტრმა გაავრცელა განცხადება,მრომ ზაალი დირექორად დანიშვნაზე არანაირი განცხადება არ შესულა არათუ წარმოებას არ დაწყებულა
ხოოოოდაა მე გეკითხებიტ უებიეტურესობავ ფორუმის ვინ არის მატყუარა ამ შემთხვევაში გვარაიმია და კომანია თუ დავლი&საყევარიშვილი&ხალვაშ (ბატონი ბიძინი) ??????
ვინ მოიტყუა დღეს და უნდა მოიხადონ თუ არა დვალმა დ აიმ მეორე ბოდიშI საზოგადოებსიუთვის განზრახ შეცდომაში შეყვანისთვის ????????????
This post has been edited by don gajetino on 11 Nov 2015, 19:08
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.