temart
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25788
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
|
#46209481 · 13 Nov 2015, 20:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იოანეს გამოცხადების განმარტება. რუსეთის დაშლა გარდაუვალია.1981 წლიდან განვარტავ იოანეს გამოცხადებას.წითელი დრაკონი რომელზეც ამ თავებშია საუბარი ხომ საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია.1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს,ახლობლებს და ეკლესიებს,რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე ხელმძღვანელზე.1991 წელს სწორედ მეშვიდე თავზე მოხდა მოსახდენი.რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია.გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ქვემოთ მოტანილ ადგილებს სახარებიდან და ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ გამოფხიზლდეთ და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე. იოანეს გამოც. 6 თავიდან 20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური სახელმწიფოს საბჭოთა რუსეთის დაარსებაზე,დანგრევაზე და კომუნისტური იდეოლოგიიის ათასი წლით ჩაკეტვაზეა ნაწინასწარმეტყველები:
გამოც.იოანესი 6,2 - ეს ყველა ის ძალებია რაც დაუპირისპირდა ღვთისმგმობელ კომუნისტებს თეთრგვარდიელებიდან დაწყებული ტეჩერით და რეიგანით დამთავრებული. გამოც.იოანესი 6,4 - ეს ღვთისმგმობელი წითელი კომუნისტური იმპერიის სახეა, კომინტერნის მეთაურობით. გამოც.იოანესი 6,5-8 - ეს ის შიმშილი და უბედურებებია რაც მოჰყვება კომუნისტების დანარჩენ მსოფლიოსთან დაპირისპირებას. გამოც.იოანესი 8-11 - ეს ჩერნობილის კატასროფაა, აფსინდა იგივე ჩერნობილია. გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და სოციალისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა,რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი. გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა მთელს დედამიწაზე. გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტების რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე. გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია. ათი რქა საბჭოთა კავშირში რუსეთთან პირველად ,,ნებით“ გაერთიანებული რესპუბლიკები,სულ 11 რესპუბლიკა: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი. 11.ყაზახეთი.(მერე დაყვეს 15 რესპუბლიკად) გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია,რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას. გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა. გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე. 42 თვეს. გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა. გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია. გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას და ათეიზმს. გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად(ხელი) ან გონებრივად(თავი) ლენინის და ათეიზმის,კომუნისტური იდეალების სადიდებლად. გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია. გამოც.იოანესი 17,11 – ეს გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი. გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული. გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა როდესაც ქრისტიანული ევროკავშირი და ა.შ.შ. დაშლიან რა ღვთისმგმობელურ კომუნისტურ იმპერიას 1991 წელს, ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ და ეს რესპუბლიკები შეუერთდება ევროკავშირს. ამას თუ დაუმატებთ ძველი აღქმის წინასწარმეტყველებას, სადაც ეზეკიელ 38.2-3 -ში რირდაპირ რუსეთზეა მითითება და რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება - ესაია 14,20 (ლენინი ისევ მავზოლეუმშია), მივიღებთ სრულიად დასაბუთებულ ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის , ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება. დამეთანხმებით ალბათ ნებისმიერი ერთი მინიშნება შეიძლება ყველა სახელმწიფოს ან პიროვნებას მიუსადაგოდ, ამ განმარტების ჭეშმარიტებას კი ისეც ამტკიცებს, რომ ყველა ეს ნიშნები და პარალელები იოანეს გამოცხადებასთან, ერთ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას ესადაგება და ასახავს.
|