ერთი მხრივ მართალი ხარ, მაგრამ ამის მიღმა სხვა ფაქტორიც არსებობს...
აი ამ ფაქტორს ვგულისხმობ:
ამ მიტინგების უკან იდგნენ რეჟისორ-ორგანიზატორები, რომელთა ნამდვილი მიზნები მასისთვის ოსტატურად იყო დამალული და საბოლოო შედეგები ამტკიცებდა, რომ მასა მოტყუებული და გამოყენებული რჩებოდა ამ მანიპულაციებით და საბოლოოდ მოგებული რჩებოდნენ --- მოთავე უკანასკნელი ნაძირლები.
***
საზოგადოდ კი:
რაც შეეხება ნამდვილ გენიოსებს --- ამას სჩიოდნენ:
თედორე დოსტოევსკი
„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს!“
წერილი ძმას კატორღიდან — ამონარიდები
_„კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან.“
„ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო… არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე – ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში.“
„დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil!“
„ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს.“
„ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები – ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? – საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ!“
„თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ.“
„როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე.“
„ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი.“
***
საკითხავად უმშვენიერესი საიტია:
https://temurkikava.wordpress.com/category/...1%83%98/page/2/