არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც დაგეხმარებათ თაფლის ხარისხისა და ნატურალურობის განსაზღვრაში:
1 ფერი - ყველა სახეობის თაფლს საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი ფერი გააჩნია. ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელია, წაბლის ყავისფერი, ცაცხვის ქარვისფერი, იონჯის თაფლი უფეროა და წყალივით გამჭვირვალე, წიწიბურას თაფლს სხვადასხვა ფერის მოყავისფრო შეფერილობა აქვს, აკაციის თაფლი დაკრისტალებამდე გამჭვირვალეა, თუმცა დაკრისტალების შემდეგ თოვლივით თეთრი ხდება და ა.შ
რა ფერიც არ უნდა ჰქონდეს თაფლს, თუ იგი სუფთა და ნატურალურია, აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე. ფალსიფიცირებული თაფლი, რომელსაც სხვადასხვა მინარევებს (შაქარს, კრახმალს, სხვადასხვა ფქვილს და ა.შ) შეიცავს, მღვრიეა, დაბურული და თუ კარგად დააკვირდებით, სესაძლოა ნალექიც შეამჩნიოთ.
2 არომატი - ნატურალური თაფლი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურნელოვანი არომატით გამოირჩევა. ეს არომატი არც ძალიან მძაფრია და არც ძალიან სუსტი.
ფალსიფიცირებულ თაფლს არომატი არ აქვს, შაქრიანი თაფლის გემო ახლოსაა შაქრით დამტკბარი წყლის გემოსთან.
3 სიბლანტე/სისქე - თაფლიან ქილაში ჩადეთ წვრილი წკირი (ან პატარა კოვზი) და შემდეგ ამოიღეთ. თუ თაფლი ნატურალურია, წკირის გასწვრივ წარმოიქმნება გრძელი, ხანგრძლივად უწყვეტი "ძაფი". ხოლო როცა ძაფი გაწყდება, იგი ქვემოთ დარჩება კოშკისებური მასა, რომელიც ძალიან ნელა გასწორდება.
ხოლო თუ თაფლი ფალსიფიცირებულია, ის გააკეთებს ისე, როგორც წებო - უხვად ჩამოიღვენთება წკირიდან და დაიწყებს ქვემოთ წვეთას, ამასთან წარმოქმნის შხეფებს.
დაიწვეთეთ თაფლი ხელისგულზე ან ხელის ზურგზე, თუ იგი ნატურალურია, შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება, ასევეა მისი საკვებად მიღების შემთხვევაშიც - პირში იგი სწრაფად არ დნება და მცირე ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფორმას.
4 გემო - მართალია ნატურალური თაფლი ტკბილია, მაგრამ აქვს ოდნავ მომწარო გემო და გადაყლაპვის დროს ცოტათი წვავს ყელს.
5 კონსისტენცია - ნამდვილ, ნატურალურ თაფლს თხელი, ნაზი კონსისტენცია აქვს. დაკრისტალებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევების გარეშე. იგი ადვილად ისრისება თითებით და შეიწოვება კანში.
ფალსიფიცირებული თაფლს კი უხეში სტრუქტურა აქვს, თითებით დასრესის შემთხვევაში, მას კანი არ შეიწოვს, თითებს შორის დაიგორგლება და დარჩება მცირე ზომის კოშტების სახით.
6 წყლის შემცველობა - თუ თაფლი მომწიფებული და ნატურალურია, იგი თითქმის არ უნდა შეიცავდეს წყალს. აიღეთ პატარა ქაღალდი, რომელიც კარგად შეიწოვს ტენს და დააწვეთეთ მასზე თაფლი. თუ ქაღალდი დასველდა, ანუ წარმოიქმნა სველი ლაქა, რომელიც მეორე მხრიდანაც ჩანს, თაფლი ფალსიფიცირებულია.
7 შაქრის შემცველობა - თაფლში შაქრის არსებობის დასადგენად, 5-10% წყალგარეულ თაფლს უმატებენ ლიაპისის ხსნარის რამოდენიმე წვეთს. თუ ამ წვეთების ირგვლივ თაფლი შეიმღვრა და გაჩნდა თეთრი ნადები, თაფლში შაქარია გარეული.
8 ფქვილისა და სახამებლის შემცველობა - თაფლში ფქვილისა და სახამებლის (კრახმალის) არსებობის დასადგენად, მცირე რაოდენობით წყალგარეულ თაფლს უმატებენ ერთ წვეთ იოდს, თუ ხსნარი გალურჯდა, თაფლში ფქვილი ან სახამებელია გარეული.
9 ცარცის შემცველობა - თაფლში ცარცის არსებობის დასადგენად, მცირე რაოდენობის წყალგარეულ თაფლს უმატებენ რამოდენიმე წვეთ ძმრის ესენციას, თუ ხსნარი აშიშინდა, თაფლში ცარცია გარეული.
10 სხვა მინარევების შემცველობა - აიღეთ გაცხელებული უჟანგავი ფოლადის მავთული (შეგიძლიათ გააცხელოთ სანთებელას დახმარებით) და ჩაუშვით თაფლში. თუ მას მიეკრა წებოვანი, უცხო მასა - თაფლი ფალსიფიცირებულია.
თუ მავთული სუფთა დარჩა, თქვენს წინაშე ნატურალური, სრულფასოვანი თაფლია.
http://www.aura.ge/3-statiebi/3562-rogor-a...luri-tafli.html