dylanSPLIYVIხედავ რა ყოჩაღია სახარიჩი?! შედეგი და ასეთი სწრაფი, მე ჯერ არ მსმენია!
არადა ეგ რომ არა, წლობით გაიწელებოდა!
ბატ.ფარნავოზ

ღირსეული და ოქროს კაცი ხარ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის 8,9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებს: დიდ მუღანლოს, ლეჟბადინსა და ქესალოს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი; მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოეწყო: ადგილობრივ გზებთან მიერთებები, კიუვეტები, საორიენტაციო ბოძკინტები, დამცავი პარაპეტები და საგზაო ნიშნები. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის ღია ღარების მოწყობა.
"სარეაბილიტაციო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. გარკვეული მონაკვეთები კი ისე იყო ამორტიზებული, რომ გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლები მიედინებოდა. ქვემო ქართლის აღნიშნული დასახლებული პუნქტები უხვი მოსავლით გამოირჩევა და როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად, ასევე, სხვა კომუნიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული გზის ტექნიკურ მდგომარეობას", - ნათქვამია განცხადებაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-sruldeba.html