#46252119 · 18 Nov 2015, 23:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა მაკვირვებს იცით, რუსეთუმეები დასავლეთის ყოველთვის ამტყუნებენ იმაში რომ "საკუთარ იდეალებს ღალატობენ საერთაშორისო ასპარესზე". ამავე დროს რუსებს ამართლებენ იმიტომ რომ "საკუთარ ინტერესებს იცავენ". ეს ორმაგი სტანდარტებით დიალოგი არ მოგწყინდათ?
საერთაშორისო სისტემას არ აქვს "ნორმები". რატომ? იმიტომ რომ საერთაშორისო სისტემაში ვისაც რისი დრაგი აქვს იმდენს ადრაგებს. ყველაფწრი ახვა არის მასების დაბოლება.
მილოსევიჩს სრებრენიცის შტურმისთვის გენოციდის მოწყობა დააბრალეს და სერბებს თავზე დაახურეს ყველაფერი თან კოსოვო აახიეს. არავითარ "საერთაშორისო" ნორმებში ეგ არ ხვდებოდა, მარა აშშ-ს და ევროპას დრაგი ქონდა და გააკეთა. როცა რუსეთმა მაგაზე უარესი გააკეთა საქართველოში (ჯერ '93 წელს აფხაზეთში და მერე '08 წელს სამაჩაბლოში) საქართველოს დააბრალეს სიტუაციის გამწვავება და საერთაშორისო სასამართლომ საჩივარი არ განიხილა იმიტომ რომ რუსებს ვერ გაამართლებდა და დასჯა მოუწევდა რისი დრაგიც არ ქონდა.
მოკლედ დაივიწყეთ საერთაშორისო ნორმები! დასავლეთთან ურთიერთობა ჩვენ გვაწყობს არა რაიმე იდეალების გამო, არამედ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელი რესურსი (ტექნოლოგია, განათლება, მეცნიერება). ადრე რუსეთი აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნილებას, დღეს რუსები ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებებს. სხვა ყველაფერი არის შექმნილი მასების დასაბოლებლად, მათ შორის დემოკრატიული ფასეულობები და ერთმორწმუნეობა.
ამის ფონზე ისახება ერთად ერთი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო სისტემაში "თვით-ინტერესი"; ანუ სახელმწიფოები არჩევანს აკეთებენ ელიტის "თვით-ინტერესებიდან" გამომდინარე. ამ მხრივ ისლამური სახელმწიფოს არსებობა კანონზომიერია თუ გაითვალისწინებთ იმ სახელმწიფოების ინტერესებს რომლებიც ამ კონფლიქტში მონაწილეობენ, მათ შორის ჩინეთიც რომელიც ძალიან დაინტერესებულია იაფ ენერგო რესურსებით. როცა ეს ინტერესი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრებს, ისლამური სახელმწიფოც ან გაქრება ან გახდება არა გეოგრაპფიული და პოლიტიკური წარმონაქმნი, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია რომელსაც პირობითი გეოგრაფიული განსაზღვრება ექნება.
ამიტომაც თუ გაინტერესებთ იმის გაშიფრვა თუ ვინ "აფინანსებს" ისლამურ სახელმწიფოს, გადახედეთ ვის ინტერესებშია მისი არსებობა ამ ეტაპზე და ამით საკმაოდ სრულ სურათს იხილავთ. რა თქმა უნდა ინტერესების და მიხედვით იქნება ფინანსური მონაწილეობოს გადანაწილებაც.
|