სერიოზული ბრძოლა გველის მომავალ არჩევენბზე, გამოიკვეთა ორი კანდიდატი თბილისის მერის არჩევენებზე, ფორცხოლი და სპლიყვი, ფორცხოლმა უკვე აქტიური საარჩევნო კამპანიაც დაიწყო, სპლიყვი ვერ ახერხებს, ტელეფონითაა და ვერ აქტიურობს:?) ამიტომ ჯობია ცალხრივად რომ არ გაშუქდეს ეს მძიმე ბრძოლა ერთი თემა მივუძღვნათ და ორივეს თანაბრად ქონდეს შესაძლებლობა თავისი კანდიდატურის უპირატესობაში დაგვარწმუნოს
მართალია არის უკვე თემა ფორცხოლის გახსნილი მაგრამ იქ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ხმა მივცეთ ერთ ერთს და ამავე დროს სუბიექტურად ჩანს კანდიდატის მიერ გახსნილი თემაც, ამიტომაც ჯობია მა თემაში გავაგრძელოთ წინასაარჩევნო დაკა დაკა
წარმოგიდგენთ კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამას
სპილოვიჩი-იგივე სპლიყვი
მისი უპირატესობა- არის თბილისელი და კაი ოჯახის შვილი, აქვს ბიზნეს გამოცდილება და ასევე კაი ბიჭის სახელი, არის მეტნაკლებად ობიექტური ნაცქოცობასთან მიმართებაში და ასევე აქვს კარგი იუმორის გრძნობა ტროლაობისკენ გადახრილი
მისი სისუსტეებია_წარსულის ფარული ჩანაწერები და გიფები რომელიც მას მიშტოცას ფარულ მეხოტბეობაში ამხელს, ასევე სერიოზულობისა და ტროლაობის არათანაბარზმოიერი ბალანსი
მისი წინასაარჩევნო პროგრამა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პროგრამა:
1. მთაწმინდა (რუსთაველი. იარმურკა, ნაწილობრივ ზემელი)
აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ უბანში მაღალ სართულიან კორპუსებს.რაც არის აშენებული ის არ დაინგრევა,მაგრამ აღარ უნდა აშენდეს 3-4 სართულზე მაღალი სახლები.
დავუბრუნებ რუსთაველს ლაღიძის წყლებს!
მთაწმინდა სოლოლაკს დავეხმარები ავარიული სახლების გამაგრებაში.სურვილის შემთხვევაში ვნახავ ინვესტორებს,რომლებიც ააშენებენ სახლს და საცხოვრებელ ფართს დაუმატებენ 30%(რა თქმა უნდა რემონტი+ ავეჯი.
2. სოლოლაკი, (ლესელიძე, მეიდანი)
აქაც აუცილებელია სახლების გამაგრება-აღდგენა.
ლესელიძეზე დავაგებ ახალ ქვაფენილს((ხარისხიანს)(სურვილის შემთხვევაში ასფალტს,რომ არ იძაგძაგონ)).დავაბრუნებ ებრაელის მაღაზია "შალომ"-ს სადაც "დეზადორი" სლივკები იყიდებოდა.
3 .ვერა (ვარდისუბანი, ნაწილობრივ ზემელი)
აბაშიძის ძეგლს მოვაცლი ულვაშებიდან საღებავს და მივაწერ,რომ არ არის სტალინი.
აღდგება ძველი აპწეკა.პიისატპერვის ბაღნებს დავუნიშნავ ზრდილობის და ეთიკის გაკვეთილებს.გოგო რომელიც სკოლიდან ფილარმონიისკენ კლასელ გოგოს გადასძახებს ###ოს აუცილებლად გაირიცხება სკოლიდან.
4. ვაკე (ბაგები)
შევაჩერებ კუს ტბის ტერიტორიის გასხვისებას.შავ ღლეობა შენობას გადავღებავ ხალისიან ფერებში.
5. საბურთალო (ნუცუბიძე, ვაჟა, ბახტრიონი. შანხაი.)
გეპეიში ავკრძალავ ფურთხებას,რათა ასფალტს არ ქონდეს შავი ფერი.დავასრულებ ბოლო მეტროს.აღვადგენ "ელექტრონიკა"-ს
ბახტრიონზე აშენებულ კორპუსებს დავანგრევ
6. კრწანისი
შევარდნაძეს გადავასახლებ მამათში.
7. დიდუბე
სუკონკელ დამნაშავეებს გავამწესებ ფრიდრიხას ციხეში.
ქუთაისის ქუჩაზე პადძელკა ნაწილებს ავკრძალავ.ელიავაზე დავაგებინებ შიდა გზებს.ხიდთან დავაყენებ კვალიფიციურ მუშებს.ტეტეუს ბაზრობა დაუბრუნდება "თბილისის ავტობუსი"-ს.
8. ჩუღურეთი (პლეხანოვი. ვორონცოვი, ოქროსუბანი.სვანეთის უბანი)
პლეხანოვზე დავრგავ დიდ ხეებს რათა ზაფხულში ჩრდილი გქონდეთ."ვარანცოვი-ოქროს უბანი-სვანეთის უბანი"-ში ყველა სახლს ჩაუტარდება კაპ რემონტი.საბჭოს მოედანზე გავაუქმებ შუქნიშანს.
9.გლდანი (სოფ.გლდანი. გლდანულა)
მიხედილია და გამოკვებილი
gigi.gif
10. ნაძალადევი (ხუდადოვი . ლოტკინი. კუკია)
უკვე მოცილებული გვყავს მერაბ სამადაშვილი.მაგრამ ბალავაძე გაგვტენეს.ამასაც მოვაშორებთ და ავირჩევთ კარგ უნფროსს.ბლიატსკი დვორს აღუდგება ძველი დიდება.ფეზეუში გავარჩევთ ისევ საქმეებს.გაკეთდება საწყობები და გაჭირვების შემთხვევაში გავტეხავთ თაფლის და ჩაის საწყობს.
113 სკოლას დაეწერება საქათმე.პლეხანოვის კლუბში გავუშვებთ ინდურ კინოებს.
მეათე სკოლის წინ დავდგამთ მათიკოს და ნიაზას ბიუსტს.
სანერგეს და ჯავის(+ბაბუშკინი) ქუჩაზე მოვახდენ მენტალურ გადატრიალებას.
დავაგებ თოფურიძის ქუჩაზე ასფალტს.ვეკუას ვუყიდი ახალ ტრაილერს.
11. ვარკეთილი (8 პოლკი, მეტროსტროი)
ბოიშვილი ვიყო თუ ეშველოს
12 ვაზისუბანი
ამასაც
13. თემქა (ხევძმარა)
ფრანკის გავასახლებ
14. მუხიანი
გამწვანება არის საჭირო.შეკრული უბანია და დიდი ხელის წაკვრა არ ჭირდება.
15.ავჭალა
აღდგება კონიაკის ქარხანა მთელი დატვირთვით
16.ზაჰესი (ქოშიგორა)
აქ არ ვიცი
17.სოღანლუღი (სახახვეთი)
აქაც მოვიკოჭლებ
18. ავლაბარი (ელია) (კლდის უბანი , ძაღლის უბანი)
ფუსფუსას სიტყვა დაფასდება ძველებურად.ვაენი გარადოკში დავაბრუნებთ რუსებს რათა ჩაღორებული არ იყოს ეზო.საბადურის ქუჩის კუთხეში დავამთავრებ იმ დაწყევლილი კორპუსის მშენებლობას.
19.ორთაჭალა (ხარფუხი)
ბუგაროკიან ცენტრალნი გზას გადავაგებ
20. დიღომი (დიდი დიღომი, სოფ.დიღომი)
ალვის ხეებს დავრგავ ზედა მხრიდან ოთხ რიგად
21. ვაშლიჯვარი
ასახვევში მაღაზიებთან არ გავაჩერებინებ მანქანებს პიკის საათში
22. სანზონა (კირპიჩკა)
ჩომბეს ჩამოვახრჩობ და ზედ ნაფტას დავაყოლებ
23. ისანი (მოსკოვის პროსპექტი. 31 -ეს დასახლება)
ჩილიკას დუქანს გავაფართოვებ.
24.სამგორი (3 მასივი, ნავთლუღი აფრიკა)
(იგივე რაც ქუთაისის ქუჩაზე)
25,ლილო (აეროპორტის დასახლება)
აეროპორტს დაერქმევა ზვიად გამსახურდიას სახელი
ეს არის ის მცირედი რასაც დღეს გთავაზობთ.
დაწერეთ ყველამ თუ რა გჭირდებათ
ეს იქნება ფაქტიურად სამოქმედო გეგმა არჩევის შემდეგ
ზოოპარკს და იპოდრომს გადავიტან თბილისის ზღვაზე
მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გასართობი ცენტრები.
არცერთი დიდი დაწესებულება არ აშენდება თბილისის გულში.
აირჩევა გარეუბნები სადაც განთავსდება ყველა ეს დაწესებულება.
ყველა კორპუსი აშენდება პადზემნი პარკინგით.
განვავითარებ მეტროს და ტრამვაის.
შეიზღუდება ავტობობუსები და მიკროავტობუსები.
ვაკეში გავიყვან მეტროს 2 სადგურს(ნუ თუ დაბროზე იქნებიან biggrin.gif )
რაც შეეხება მუსიკას
თბილისის მერიის ჯაზ ბენდს გაუათმაგდებათ დაფინანსება
წელიწადსი სამჯერ ჩატარდება ჯაზფესტივალები
ქართველი ჯაზმენების მონაწილეობით 50/50
ასევე ჩატარდება როკ ფესტივალები(სამჯერ წელიწადში)
პინკფლოიდი ჩამოვა პირველ რიგში(თუ მიატანა იმ საცოდავმა)
ფილარმონიაში აეკრძალება გამოსვლა ყველა იმ მომღერალს ვისაც გადაეცა ღირსების ორდენი ან ფინანსდებოდა მისი ოჯახის წევრი პრეზიდენტის ფონდიდან
ვარაზის ხევში უნდა დაიგოს ასფალტი
თვეში ერთხელ იქნება კულტურის დღეები(ეთნოგრაფიულში სავარაუდოდ)
სკოლის მოსწავლეებისთვის ამ დღეს კინო-თეატრი იქნება უფასო)
კინოში გავა მაგ დღეს მხოლოდ სემეცნებითი დოკ. ფილმები
ვალდებული იქნება ყველა სკოლა რომ ამ დღეს დარგან მინიმუმ ასი ხე(სანერგეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს)
დიდ დიღომში უნდა გაშენდეს 1 კვ.კმ პარკი რომელიც იქნება საუკეთესო საშუალება დასასვენებლად.უნდა შემოიღობოს ქარსაცავი ზოლით.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაც უნდა გახუთმაგდეს
ცოდოა მაგ ტერიტორიის უქმედ ყოფნა
აშენდება ხიდი რომელიც ნახალოვკა საბურთალოს დააკავშირებს ერთმანეთთან.განიტვირთება ოქროს უბანი.თამარმეფეზე აღარ იქნება საცობი რაც ესტაკადას განტვირთავს
მეგრელი ფოცხვერი -იგივე ფორცხოლი
მისი უპირატესობა-არის განათლებული, არ აქვს ცუდი წარსული, არის მეტნაკლებად ობიექტური ნაცქოცებთან მიმართებაში,კარგად ფლობს ქართულ სალიტერატურო ენას და ძალიან კარგად მეგრულ ენას რაც ასევე მნიშვნელოვანი აქტივია თბილისის დიდი რაოდენობით მეგრელ ელექტორატის გადმოსაბირებლად
მისი სისუტეებია-არა არის თბილისელი, ზუსტად არ ვიცით როგორ ფლობს რბილი "ლ" ხელოვნებას
მისი წინასაარჩევნო პროგრამა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძვირფასო თბილისელებო,
ვეცდები, მოკლედ დავწერო ახლა ჩემი სათქმელი.
ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.
თბილისს მერად სჭირდება ძლიერი, აქტიური მენეჯერი და ქმედითუნარიანი ჯგუფი.
ხომ ხედავთ, ვერ ამართლებს ნარმანია...
ცოტა უცნაური მეგრელია, ხომ ხედავთ.
მეგრელი უნდა იყოს აქტიური, მოძრავი.
სიცოცხლე უნდა უყვარდეს.
ვიცი, რომ პროფესორია, ძალიან განათლებულია, მაგრამ არ შეეფერება ამ თანამდებობას და...
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ შემოგთავაზოთ ჩემი კანდიდატურა და თბილისის მერობაზე ვიყარო კენჭი.
არ შეგპირდებით იმას, რისი გაკეთების იმედიც თვითონ არ მექნება.
შეუძლებელია, 2, 3, 4 ან 5 წელიწადში ყველაფერი გამოასწორო ქალაქში, სამწუხაროდ...
შემოვიკრებ პროფესიონალ, შრომისმოყვარე ხალხს.
გპირდებით, რომ არ გავავსებ მერიას ჩემი რაიონის ხალხით.
თუ დაიმსახურებენ, იმუშავებენ, კი ბატონო.
მოხდება მერიის შტატის ოპტიმიზაცია.
გპირდებით, რომ სახელფასო პოლიტიკას მივხედავ სერიოზულად.
მაგალითად, მე პირადად არ ავიღებ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის 30%-ზე მეტ პრემიას და დანამატს.
თუ ასე არ იქნება, მომტყდეს ეს მარჯვენა
მარცხენაც
ფეხებიც.
ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ და არც ვაპირებ.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ვერ გაიგებთ ჩემგან პოლიტიკურ განცხადებებს.
=========
სერიოზულად მიეხედება ქალაქდაგეგმარებას.
საქმეში ჩავრთავ სერიოზულ ექსპერტებს.
==
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განვავითარებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
მეტროს ხაზს დაემატება 4 ახალი სადგური.
გავიყვან ტრამვაის, სადაც აუცილებელია.
განვავითარებ ავტობუსების ქსელს.
ეტაპობრივად შემცირდება მიკროავტობუსების რიცხვი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იქნება კომფორტული.
==
მერად არჩევიდან დაახლოებით წელიწადნახევარში მოისპობა გზების პრობლემა!
==
განვაახლებ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას.
==
უკვე აშენებულ კორპუსებს ვერ დავანგრევ, მაგრამ შეწყდება ის დომხალი, რაც ხდება სამშენებლო სფეროში.
აღვადგენ ძველ, დაზიანებულ სახლებს.
==
ვიზრუნებ გამწვანებაზე.
მართალია, მილიონ ხეს არ/ვერ დავრგავ, მაგრამ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა ამ სფეროში.
==
მაქსიმალურად ვეცდები, ქალაქი განიტვირთოს და მოხდეს გარეუბნების განვითარება.
არ აშენდება დიდი დაწესებულებები ქალაქის ცენტრში.
==
ჩატარდება სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები, კონცერტები.
მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გატარდება ღონისძიებები და მიეხედება შესაბამის ინფრასტრუქტურას.
==
მოკლედ, ესენია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ვიქნები კონცენტრირებული.
კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი და გააკეთეთ არჩევანი...
გპირდებით იმას, რაც რეალურად განხორციელებადია.
მერე შემოვალ ხოლმე და გავეცნობი, თუ რას წერს ხალხი მერის საქმიანობაზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფორცხოლის ლოგო:

სპლიყვის ლოგო:
This post has been edited by sony2005 on 19 Nov 2015, 17:28