არ დაიჯერო...
გახსენებენ და გიმეორებენ თავისუფალი სამყაროს მთავარ მონაპოვარს - თუ გინდა ამ საყაროს ნაწილი იყო, ადამიანმა სათქმელი უნდა თქვას და პირზე ხელი ვერავინ უნდა ააფაროს - სიტყვის თავისუფლება!
ის სხვა საქმეა, რომ რაც აქ ხდება, ევროპელებამდე გამრუდებული ინტერპრეტაციით მიდის, თუ ამაში ეჭვი გეპარება, სახ.დეპის ბრიფინგებს უყურე და ნიკურაძის დასმულ კითხვებს მოუსმინე - პირდაპირ ეხვეწება და სძალავს სასურველ პასუხს - ხომ უნდა დაისაჯოს საქართველო თავისუფალის სიტყვის ციტადელს რომ ანგრევს? ხომ აღარ მიირებთ ნატოში? ეს ხომ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია შეფერხდება?
რა პასუხი უნდა გქონდეს ასეთ კითხვაზე?
ჩვენი ელჩი საქმის კურსშია და ვაკვირდებით, ველოდებით სასამართლოსო...
* * *
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას - შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს
ვერც დაგვის, ვერც ხანძარსაწინააღმდეგოს დაგამონტაჟებინებს ძალით....
გირჩევს და მოგთხოვს, რომ შენი კანონები დროს და დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს
ამაში მდგომარეობს ის საშინაო დავალებები, სამიტიდან სამიტამდე რომ ვასრულებთ და კიდევ ვერ გავედით ბოლოში, თავიდან არის დასაწერი ჩვენი აჯღა-ბუჯღა კანონები, ყველა მთავრობა რომ საკუთარ ღიპზე ირგებს