2012 წლის გაზაფხულზე უარი ვთქვი ქართული ოცნების პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებლობაზე. შემომთავაზეს ნამდვილად და უარი ვთქვი
შემდეგ უარი ვთქვი ოცნებიის სიით პარლამენტის მაჟორიტარობაზე, თბილისის ერთ-ერთ რაიონში
მე და ჩემმა მეგობრებმა ტფილისის ჰამქრიდან უარი ვთქით ძალიან სოლიდურ თანხაზე, რომელიც ოცნების მიერ ჩვენი გაძლიერების მიზნით უნდა გამოყოფილიყო
იმიტომ ვთქვი ამ ყველაფერზე უარი რომ იოლი გზით სიარული არ მიყვარს და იმიტომაც რომ ვიცოდი ვინმეს ეს ხელისუფლება უნდა გაეკრიტიკებინა. ნაციონალები რომ ვერ ივარგებდნენ ამ საქმისთვის ვიცოდი, თავი შემოვინახე და ძალიან დიდ საცდურებს გავუძელი. არც მაშინ მქონდა ფული და არც ახლა მაქვს, მარა მივიღე ის გადაწყვეტილებები რაც მივიღე
არადა ვიქნებოდი ეხლა ხოშიანად, ვივლიდი გრძელი ჯიპით. ყველაფერი იქნებოდა მატერიალური თვალსაზრისით კარგად. მარა აი, ეგეთი მაზოხისტი ვარ
პოლიტიკაში ვარ იმიტომ რომ რაღაცეები ჩემ თავსაც დავუმტკიცო და სხვებსაც - პოლიტიკოსობა არის ხალხის სამსახური, ქალაქის და ქვეყნის სამსახური. პოლიტიკოსის ვალუტა და ხეირი უნდა იყოს ხალხის პატივისცემა და გაკეთებული საქმეები
აი, ამის დასამტკიცებლად ვარ პოლიტიკაში
რა გამომივა ვნახოთ
მერის არჩევნები როცა დაინიშნება მერე დავფიქრდები, ახლა ქალაქს ყავს მერი
გუნდი არ გყავსო რომ მეუბნებით - ახლა როგორ უნდა მყავდეს გუნდი, ან სად? საბურთალოს მაჟორიტარი ვარ, კოლექტიურად ხომ ვერ ვიყრიდი კენჭს გუნდთან ერთად
ესაა ამ ეტაპზე. დროებით
ჩემ კრიტიკას არ მოერიდოთ, გულმოდგინედ ვკითხულობ ხოლმე