მაგალითისთვის, ერთი სტატია დღევანდელი პრესის მიმოხილვიდან:
უნდა აღდგეს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის?
"ორიოდე დღის წინ პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგორი კარასინმა მიანიშნა, რომ მოსკოვს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურს. უნდა აღდგეს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
"დიპლომატიური ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს. რამდენიმე წელია ეს ურთიერთობა შემწყდარია და ამათ გავაგებინეთ, რომ შეურაცხყოფილები ვართ. ახლა, როდესაც რუსეთით მსოფლიო ისევ აღფრთოვანებულია, რომ ყველა მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავიანთი ურთიერთობის არეში დააბრუნეს, საჭიროა რუსეთს პირდაპირ დაველაპარაკოთ რა პრობლემებიც გვაქვს. ურთიერთობა ყველა შემთხვევაში საჭიროა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უარი უნდა ვთქვათ", - თვლის გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა.
"რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაა. მსოფლიოს არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ რუსეთთან ომის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მცდელობა აქამდეც უნდა მომხდარიყო, თან ისე, რომ ჩვენს მოთხოვნებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც უყურებდნენ. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დავიწყოთ ინტენსიური მოლაპარაკება", - ამბობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე
"ვფიქრობ, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს. პოლიტიკურ წრეებში ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, პატრიარქმაც კი იქადაგა. დროულად უნდა მოხდეს ქართული და რუსული მხარეების ამ თემაზე მოლაპარაკება. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში არაფერი ცუდი არ იქნება. ამ შემთხვევაში აგრესიული რიტორიკა არალოგიკურია. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, მუშტების ქნევის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს" - დასძენს იურისტი ქეთი ბექაური.
"არავითარ შემთხვევაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღდგეს. საერთოდ რუსეთთან პირდაპირი საუბრით შეუძლებელია, რამეს მივაღწიოთ. რუსეთი ყოველთვის მოგვატყუებს და წაგვართმევს. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. მომგებიანი არ იქნება და მომავალში ჩვენთვის კიდევ უფრო წამგებიანი იქნება", - აცხადებს ფერმწერი გია ბუღაძე.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-21112015.htmlროგორც ვხედავთ, წინააღმდეგი მხოლოდ ხალხისთვის საძულველი ნაცბუღაძეა, ხოლო ყველა სხვა დოდო - მომხრეა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის.
რა ხდება და მართლაც ბევრს გადაუბრუნდა ტვინი. ჩანს, ტვინის უბრალოდ განძრევა არ ეხერხებოდათ და იმიტომ.
ზოგი ნამუსიანი თავს იმართლებს, ცხადია, ნაცებს აბრალებენ, მაგრამ მხოლოდ მათი მიზეზით ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იხსნება.
სხვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
რუსეთი უნდა დაინგრეს.