მაღალმთიან აჭარაში, საფახულო საძოვრებია და ქოხი გვაქ იგ საგარეულო. ადგილს "ჭალიები" ქვია, გომის მთა მოჩანს ხოლმე.
დიდი ადგილია, სადაც მარტო ბალახი იზრდება და ქოხებია ცადგმულო. ხოდა ამ ადგილამდე სამანქანო გზა არ მიდის. მოპირდაპირე მთის დასახლება "მწვანია სერი"-ა სამანქანო გაჩერება ასვე ვთქვათ, მერე უნდა ჩახვიდე ხევში და აუყვე მთას სადაც ეს ქოხებია. 3 -4 საათი უნდა გზას ფეხით, საცალფეხო ბილიკია და ცხენითაც აისვლება.
ხოდა რას ვამბობ, ამ მთის ძირში ნაძვნარია სადაც, ნუ 10 წლის წინ რო დავდიოდი ხოლმე დასასვენებლად, სანადიროდ ჩავდიოდით ხოლმე არავინ ჭრიდა ხეებს რადგანაც მასალის გატანა შუძლებელი იყო. ხოდა მხვდებოდა ხოლმე ნაძვები, 5 6 კაცი წრეზე ვდგებოდით და ხელს ვერ ვაჭვდენდით ხოლმე.
ბოტანიკოსობას ვერ დავიკვეხნი, მარა ცხონებული ბაბუაჩემი ამბობდა 1000 წელზე მეტი ხნის ხეებია ესენიო.
სურათები არ მაქ სამწუხაროდ
Though I fly through the Valley of Death... I shall fear no evil. For I am at 80,000 feet and climbing