ვერაფერს გეტყვი ორმოცდაათიანელებზე და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე...
მაგრამ საკმაოდ ბევრ იეჰოვას მოწმეს ვიცნობ და საკმაოდ ბევრი ვიცი ამ ორგანიზაციის შესახებ.
დანამდვილებით ვიცი, რომ ფულის გამო არ მიდიან ორგანიზაციაში.
მატერიალურ საზრუნავს არ უთმობენ ცხოვრებაში მთავარ ადგილს.
სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ მათ რეალურად.
თუმცა, არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც სცოდავენ და გარკვეულ კატეგორიას მეტი კი არაფერი უნდა, დანარჩენებზეც განაზოგადოს და ჩირქი მოსცხოს ზოგადად ორგანიზაციას.
მოკლედ, ქადაგებენ ბიბლიის საფუძველზე.
ხომ წერია ბიბლიაში,
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი-ო.
ჰოდა, ისინი ქადაგებენ ქუჩაში, კარდაკარ და ა.შ.
მათი მიზანია, ამცნონ ხალხს ღვთის სამეფოზე, მეორედ მოსვლაზე, იმაზე, მეორედ მოსვლის შემდეგ რა იქნება და ა.შ.
არ ერევიან პოლიტიკაში (რაც ძალიან მომწონს

),
არ მონაწილეობენ ომებში, არ იპარავენ, არ მრუშობენ, არ ეკარებიან სიგარეტს, ნარკოტიკს და ა.შ.
მათი სურვილია, იცხოვრონ ისე, როგორც ბიბლიაში წერია.
დაფინანსებას რაც შეეხება, ნებაყოფლობით შემოწირულობებს აკეთებენ.
თუმცა, არაა საქართველო მდიდარი ქვეყანა, მოგეხსენებათ, და როდესაც არ კმარა შემოწირულობების ფული მათი დარბაზების ასაშენებლად იქნება თუ სხვა რამისთვის, სხვა ქვეყნებიდან ეხმარებიან მათი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მე ასე ვიცი.
==
ვერ ვხვდები, რატომ არის ამდენი აგრესია მათ მიმართ.
ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც მათ სწამთ.
არავისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
არიან თავისთვის წყნარად და თუ მოგადგებიან საქადაგოდ, შენი ნებაა, მოუსმენ, გამოართმევ პუბლიკაციებს თუ უარით გაისტუმრებ.
This post has been edited by ფორცხოლი on 26 Nov 2015, 14:30
. .