მსგავს რამეებს ეწინააღმდეგება მათი სწავლებები კატეგორიულად.
კონკრეტულად ამ შემთხვევებზე კი რა გითხრა, არაფერი მსმენია.
გამონაკლის შემთხვევებს ვერ განვაზოგადებ ყველაზე.
პირიქით, ბიბლიიდან მოჰყავთ ციტატები, რომ ვერ ვიხილავთო დღევანდელ დროში სასწაულებს, რომელ ფრენაზე და ტბაზე გავლაზეა საუბარი.

ბევრ მათგანთან მქონია შეხება და ბევრჯერ ულაპარაკიათ ჩემთან სხვადასხვა საკითხებზე.
ხომ ვიცი, რა პრინციპებითაც ცხოვრობენ, რა უნდათ და ა.შ.
მათ მიმართ ცილისწამებები არაა ახალი ამბავი. მაგალითად, ერთ შემთხვევაზე მსმენია, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს სენაკში დაარბიეს მათი კრება, შევარდნენ, ტანსაცმელი შემოახიეს და გარეთ გამოყარეს, ნახეთო, რა დღეში არიან ეს გარყვნილებიო.
მაშინ კი დაიჯერებდა ბევრი, დარწმუნებული ვარ, მაგრამ გამჟღავნდა მერე სიმართლე.
This post has been edited by ფორცხოლი on 29 Nov 2015, 12:12
. .