#46321074 · 27 Nov 2015, 00:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უბრალოდ მსურდა ჩემი,თუ არ გადავამეტე,დარდი გამეზიარებინა თქვენთვის. ჯარიმები,დაშინებები,სროლა და ბრძოლა ჩემ ოჯახსაც ბევრი ახლოვს.სულ სამართალისთვის ბრძოლა გვიწევდა. მესმის თქვენი,მაგრამ აქ უფრო პირადული კი არა,საერთო პრობლემა მინდოდა წინ წამომეწია, რაც ყველა ჩვენგანის ქვეცნობიერიდან გამომდინარეობს.
მინდოდა მეთქვა,რომ თუ ჩვენ თავად არ შევიცვალეთ,თავად არ ვისწავლეთ,არც რუსეთი და არც ევროპა არაფერს გვასწავლის (ამერიკაზე ხო ზედმეტია წერა). თავად თუ არ მოგვინდა ვიყოთ ძლიერები,წარმატებულები,ყველაზე კარგები და მაგრები! არავინ ჩვენ არაფერს არ გვაღირსებს. თუ ევროპა გვინდა,აქ მე კონკრეტულ რამეს ვგულისხმობ-უნდა გავხდეთ ეხლავე შრომისმოყვარეები (აი ეს იმდენად არ გვაკლია),მომთხოვნები,ბეჯითები და თავისთავად გავხდებით "ევროპა"...
--------------------
ყოველი პირადი ინტერესი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესთან, უმოწყალოდ უნდა განადგურდეს
|