არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავესშსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი და მეშვიდე განყოფილების, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული კახა ბ. და 1999 წელს დაბადებული გერონტი მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ ნიკა ს.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარიდან ერთ საათში, კახა ბ.-მ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1998 წელს დაბადებულ ლადო კ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და თანმხლებ გერონტი მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, კახა ბ. და გერონტი მ. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია თაღლითურად მითვისებული მობილური ტელეფონი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
გამოძიება თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე და 118-ე მუხლებით.
http://www.info9.ge/samarthali/134183-aras...html?lang=ka-GEერთს წაართვეს, მეორესაც ართმევდნენ მობილურს.

სახეები აჩვენეთ რატომ მალავთ. შსს რას აკეთებს.
This post has been edited by Z A Z A on 28 Nov 2015, 11:13
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo