რამდენჯერმე დავბწერე აქ, მაგრამ...

მოკლედ.
დაჭრილს ღმერთმა უშველოს და დამჭრელსაც, ცუდი ფაქტია.
მაგრამ ეს სტატია, საიდანაც პირველ პოსტში იყო ციტატა მოყვანილი, იმ უბედურების ანარეკლია, რაც ქვეყანაში კარგა ხანია მიგრიხინებს.
ციტირებას არ მოვყვები, მეზარება.
პრობლემა აქაც და მსოფლიოში არის ერთი. ეწ დასავლურ პარადიგმას აქვს უნივერსალურობის პრეტენზია და სახელმწიფოებისა და სხვა ძალებისგან შემდგარი ფრონტი ეწევა ამ პარადიგმის ნებისმიერი საშუალებებით დანერგვას, ყველგან.
ეს მსოფლიო კი პრინციპულად სხვადასხვანაირი, ფუნდამენტურად უცვლელი, ფსიქოტიპის ერებითაა დასახლებული და ამ დედანაქაჩ მონოკულტურულ გლობალიზმს უწევს წინააღმდეგობას, რითაც შეუძლია.
დღეისთვის, როცა ქვეყნების უმრავლესობაში ამ პარადიგმის გავრცელება საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ყველა სხვა დონეზეა ლეგალიზებული, მასთან წინააღმდეგობის ფორმები ბუნებრივად სცდება კანონის ფარგლებს.
გაითვითცნობიერეთ, რომ რაც უფრო შორს წავა დაახ. ამგვარი განწყობები:- ჩვენი ჩამყაყებული მუნტალიტეტი, დასავლური ვარდისფერი ოცნება, განათლება-გავინთარება (ჩვენი ფსიქოტიპისთვის უცხო მოდელით) და ა.შ. წინააღმდეგობა მით უფრო ძლიერი იქნება და სულ უფრო და უფრო მწარე და უშნო ფორმებს შეიძენს.
გამოშტერებულებისთვის კიდევ ერხელ ვაზუსტებ, ფუკო-მუკოსა და მსგავს ადორნო-ჰორკჰაიმერების წაკითხვა სწავლის წინააღმდეგ კი არა ვარ. უბრალოდ ამას ეძლევა ბნელი გურჯების განათლების ფორმა. მინიმუმ ამგვარი შარავანდედით მოსავენ მას ჩვენი ლიბერასტები.
თქვენ შეუგნებლად ეხებით ერის სასიცოხცლო არეალს. წარმოდგენა არა გაქვთ რა არის ადამიანი, ერი, ცივილიზაცია, მაგრამ ზუსტად იცით, როგორ უნდა ასწავლოთ საზოგადოებას ყველაფერი.
ამიტომ ეს ერი სპონტანურად გამოძებნის თავდაცვის საშუალებებს და ზოგი მათგანი ვერც კანონში ჩაჯდება და ვერ კურტუაზულობის ფარგლებში. ეს იმიტომ, რომ ერის სასიცოცხლო ინტერესები სრულიად უგულვებელყოფილია იმ ტენდენციის მიერ, რომლის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან ჩვენი ლიბერასტები.
This post has been edited by Murzaqan on 27 Nov 2015, 19:45
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი.
ფს. 126