გაზრდას რას ეძახი ვერ ვხდები ნაღდად, სიმაღლეში თუ იზრდები არ ვიცი :| რადგან აქ იმას ამბობ, რომ: "ისინი უნდა მოკვდნენ! ჩაძღლდნენ და გადაშენდნენ როგორც დინოზავრები!"
ჯერ მარტო დინოზავრებმა რა დაგიშავა არ მესმის ?

მერე შე დალოცვილო, თუ ასე ძაან გინდოდა მაგათი დედის მოხვნა, შენ ხელში არ იქნებობდნენ თავ-ფეხებიანად, რომ არ დაგეწყო მანდ პეროების გაყრა და ცოტახანი შენც მურთაზას როლი გეთამაშა,
ერთი ორი დაგელია, ცოტა გეზასავა

თუ საქმეს ჭირდებოდა და გენახებინა, რომ შენც მათნაირი და მათიანი ხარ. მოკლედ ეგრეთწოდებულ "დავერიაში" უნდა შესულიყავი და აი მერე უკვე ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა. მერე კიდე ცოტა დრო, ტვინი და გეყოლებოდა გამოჭერილი
ხუმრობა იქით იყოს და როგორც ჩანს, არ ხარ შენ კაიზერ სოზე და არც მესია.
ამიტომ, შეეშვი აქ მაგ ხალხის ლანძღვას ჯობია და თან აქ როგორც ვხედავ, ნახევარ ფორუმს გულზე მოხვდა ბევრი რამ და ჩათვალეს, რომ ქართველობას ართმევენ შენნაირები
ერთი ნაღდია, რომ ქეიფი გეიფად არ უნდა გადაიქცეს.
მასე კახეთშიც და ასევე სხვა მხარეშიც ათასობით სუფრზე ვარ ნამყოფი და იქიდან 70-80% საბოლოოდ ღრეობა ყოფილა (ღრეობა და არა *ლეობა

)
მარა ასევე ისეთ სუფრებზეც ვყოფილვარ, სადაც უბრალოდ ხალხი ნატრულობს, რომ მოხვდეს (ვიპ მოსაწვევი და დახურული ფართის პონტია ახალგაზრდულად რომ ვთქვათ

)
იქ ლექსი, იქ კარგი სიმღერა ან ხუმრობა და ეს ყველაფერი ისე იყო გაჯერებული ერთმანეთში, რომ რავიცი... (სვეცკურ ვარიანტში -ჩათვალე რომ ძაან მაგარ ტუსოვკაზე ან შოუ-კონცერტზე იყავი )
მე კი ერთ ჭეშმარიტებას ვიტყოდი, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და უზომო არაფერი არ ვარგა.
10 ლიტრი წყლის დალევაც კი კლავს ადამიანს

ჰიპერჰიდრატაცია და კარგად მეყოლე

ასე რომ...
This post has been edited by Phobos on 27 Nov 2015, 03:07