anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#46357690 · 1 Dec 2015, 14:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი, ეს სტრატფორიდან ვთარგმნე, მისი დამაარსებლის ანალიზია, შესაბამისად - სანდოც Geopolitical Weekly JULY 21, 2015 | 08:00 GMT ჯორჯ ფრიდმანი თურქული ენიგმა ყველა კრიზისს თავისებურებები ახასიათებს, მაგრამ ყველა მათგანი გლობალური დესტაბილიზაციის საფრთხეა. გლობალური გეოპოლიტიკის მიზიდულობის ცენტრში რამოდენიმე კრიზისის არსებობა, თავისთავად დესტაბილიზაციის წყაროა, მაგრამ თუ ისინი შეერთდებიან, რისკი კიდევ უფრო იზრდება. მართვადი, ბლოკირებული კრიზისების მართვას აქვს ლიმიტი და არის კონტროლიდან გასვლის საფრთხეც. · იკვეთება ევროკავშირის კრიზისი რუსეთთან უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებით.
· ახლო აღმოსავლეთის კრიზისი - იმიგრაციასთან, ასევე ევროპაში არსებულ მუსულმანურ საზოგადოებასთან.
· რუსები - მონაწილეობენ სირიის კრიზისში, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ირანთან მოლაპარაკებებში.
· ამას გარდა, არის პოტენციური საფრთხე ჩეჩნეთსა და დაღესტანში.
· რუსებსა და ჩინელებს შორის - დისკუსია მიმდინარეობს სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
თითქოს, არცერთი ეს ფაქტი არ ემუქრება რეგიონალურ საზღვრებს, არც სერიოზული ჩანს და არც ახალ რეგიონულ კრიზის მოასწავებს. რამოდენიმე წლის წინ, კრიზისის ამ ზონებში, არ იყო პრობლემები მეზობლებთან, ახლა კი თურქეთის პერიფერია ცეცხლშია. სირია და ერაყი, - სამხრეთით, უკრაინა და შავი ზღვის რეგიონი - ჩრდილოეთით, საბერძნეთი - თურქეთის ანტაგონიზმი, კიპრი... ყველგან, სადაც თურქეთი გამოჩნდება - პრობლემებია: ევრაზიაში სამი რეგიონია, რომელსაც თურქეთი ესაზღვრება: ევროპა, შუა აღმოსავლეთი და ყოფილი სსრკ. წარსულში ვამტკიცებდი, რომ 1. თურქეთი იქნება მთავარი ძალა თავის რეგიონში
2. ეს არის რეგიონი, სადაც ოსმალეთის იმპერიის დაცემის მიუხედავად, მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ გარე ძალებით იქნება შესაძლებელი.
აშშ გადაწყვეტილებამ, რომ მეორეხარისხოვანი როლს დასჯერებოდა 2003 წელს, ერაყში დაწყებული დესტაბილიზაციის შემდეგ, ვაკუუმი წარმოქმნა და თურქეთმა იგი შეავსო, მაგრამ ეს გამოიწვია სიტუაციამ და თურქეთი, მზად არ იყო ამისთვის. ამან შექმნა ძალაუფლების ბალანსირების საჭიროება თურქეთს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის. უშუალო საფრთხეები ანკარასთვის კრიზისული სივრცეა ხმელთაშუა ზღვიდან ირანამდე და თურქეთიდან იემენამდე ტერიტორია. თურქეთისთვის მთავარი პრობლემაა სირიასა და ერაყს შორის გაუთავებელი საბრძლო მოქმედებები, რომელშიც ცართულები არიან სუნიტი, შიიტი და ქურთული მხარეები. მოქმედებები ხდება ირანის, საუდის არაბეთის, ისრაელის და თურქეთისგან შექმნილ წრეში, სადაც ყველას თავისი ინტერესი აქვს. ირანის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს არსებული რეჟიმი და სუნიტების აგრესიული პოლიტიკა არ აღზევდეს ერაყში და არ განმეორდეს სიტუაცია, რასაც სადამ ჰუსეინთან წააწყდა თეირანი. ირანის სტრატეგია, რეგიონში ანტი-სუნიტების მხარდაჭერაა, რომელიც ლიბანში ჰესბოლას გაძლიერებით და ალავიტების მხარდაჭერით გამოიხატება, ბაშარ ალ ასადის მეთაურობით. ასევე, ეხმარებიან ერაყის არმიასაც, რომელსაც შიიტები აკონტროლებენ. დღეისათვის აშშ ირანს განიხილავს როგორც მოკავშირეს, იქედან გამომდინარე, რომ ორივე ეწინააღმდეგება ისლამურ სახელმწიფოს. მართალია საუდის არაბეთიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ მისთვის პირველი მტერი მაინც ირანია, რადგან ერაყსა და სირიაში ირანის დომინანტობას საფრთხედ აღიქვამს. ერ-რიადს იგივე აზრი აქვს იემენში მიმდინარე პროცესებზე. ამ კონტექსტში, ერ-რიადს საერთო ინტერესები აქვს ისრაელთან ირანთან მიმართებაში. გაურკვეველია, კონკრეტულად ვის უჭერს მხარს საუდის არაბეთი სირიასა და ერაყში, რადგან ამ მიმართულებით, ტაქტიკურ და ოპორტუნისტულ თამაშს ამჯობინებს. არსებული რეალობა კიდევ უფრო განამტკიცა მნიშვნელოვანმა შეთანხმებამ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული იარაღის შესახებ. ისრაელს, საუდის არაბეთის მსგავსი პოზიცია აქვს, - ირანის ოპონენტები არიან, მაგრამ მთავარი საფიქრალი მაინც ისლამური სახელმწიფოა და სურთ უზრუნველყონ, რომ იორდანიაზე კონტროლი არ დაკარგონ ჰაშიმიტებმა, რითაც ისლამურ სახელმწიფოს გზა ეხსნება მდინარე იორდანეზე. დღეისათვის, იორდანიაში სტაბილური სიტუაციაა, რაშიც ისრაელი და საუდის არაბეთი თანამრად არიან დაინტერესებული. სირიაში კი ისრაელის პოზიცია დამკვირვებლის პოზიციაშია. ასადი არ არის ისრაელის მეგობარი, მაგრამ სუსტ ასადს ამჯობინებს ძლიერი ისლამური სახელმწიფოს მმართველობას. სირიაში არსებული სიტუაცია ისრაელის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან სამოქალაქო ომი მის მიმართ მუქარის საფრთხეს ამცირებს. ისრაელი, ცდილობს მოიპოვოს ასადის კეთილგანწყობა, რაც მას ირანის პოზიციასთან აახლოებს და ისინი, ორივე მეომარი მხარის თამაშს თამაშობენ. ამ კონტექსტში, თურქები მკაფიოდ არ აფიქსირებენ საკუთარი პოზიციას არც დასავლელი ტრადიციული პარტნიორების ან ახლააღმოცენებული ძალების მიმართ, რაც იმით აიხსნება, რომ რეგიონში ირანის გარდა არავის დაუფიქსირებია თავისი პოზიცია მკაფიოდ. თურქეთი ოპოზიციაშია ასადის რეჟიმთან რაც ლოგიკურად უნდა ნიშნავდეს, რომ იგი მხარს უჭერს ისლამურ სახელმწიფოს. ამის გამო, არის გაუთავებელი ჭორები ამის შესახებ, რომ თურქეთი, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერია, რასაც თურქეთმა ბოლო კვირების განმავლობაში უპასუხა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული სერიოზული განცხადებებით და საზღვრიპირა პერიმეტრზე რეიდებით და აქტივობებით. თურქებმა იციან, რომ მილიტარისტები, მიუხედავად დღევენდელი კონფრონტაცის და დაპირისპირებისა, არაბული პლატფორმიდან შეიძლება მალე გადაიქცნენ თურქეთის პრობლემად. ზოგიერთს მიაჩნია, რომ თურქები, ისლამურ სახელმწიფოს ხედავენ როგორც გამართლებას სირიაში ინტერვენციისათვის. თუმცა, ამ არგუმენტს ასუსტებს ის ფაქტი, რომ ანკარას ჰქონდა მრავალი ასეთი „გამართლება“, რომელიც მათ არ გამოიყენეს. თურქეთი, დღეისთვის, აშშ -თან გართლებული ურთიერთობების მიუხედავად, მის მთავარ მოკავშირედ ითვლება რეგიონში. 2003 წელს, მათ უარი უთხრეს შტატებს, რომ ერაყზე შეტევა თურქეთიდან განეხორციელებინა, რამაც გამოიწვია დაძაბულობა მათ ურთიერთობაში. თურქები მხარდაჭერას დაპირდნენ შტატებს სირიაში იმ პირობით, რომ ასადის რეჟმი დამარცხდებოდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ თურქები საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ნატოს ბაზით სარგებლობის უფლებას აძლევენ ამერიკელებს, დრემდე არ დაუფიქსირებიათ ერთგულება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლთათვის. არც სუნიტურ საუდის არაბეთთან თანამშრომლობს დიდი ენთუზიაზმით. თურქების დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ გააჩნიათ დაბალრისკიანი სვლების შესაძლებლობა. ანკარას, ქაღალდზე ჰყავს დიდი არმია, მაგრამ საზღვრებს გარეთ ომის გამოცდილების გარეშე, თუ არ ჩავთვლით 30 წლის მანძილზე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ამბოხის ჩახშობას. მათ კარგად იციან, თუ რა მოჰყვება რეგიონში აშშ ჯარის ინტერვენციას, ამიტომ, არ რისკავენ. ასევე, გასათვალისწინებელია შიდა სიტუაციაც, რამეთი თურქეთი იყოფა ისლამისტურ და სეკულარულ დაჯგუფებებად, და ათეისტებს მიაჩნიათ, რომ ისლამისტური ფრთა, საიდუმლოდ უჭერს მხარს რადიკალურ ისლამს, და სწორედ ეს არის ჭორების საფუძველიც. მმართველი პარტია, რომელშიც სომინირებენ სუნიტები, უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, საგრძნობლად დასუსტდა. პარტიის მიზანია, ასადის რეჟიმის დამხობა, რაშიც სეკულარები რელიგიურ მოტივებს ხედავენ და ეწინააღმდეგებიან მათ ქმედებებს, რამაც შეიძლება მმართველი პარტიის მარცხი გამოიწვიოს. მმართველი პარტია გამოდის, როგორც სირიელი ამბოხებულების მხარდამჭერები, შიდა დაპირისპირება დეკულარებთან, ართულებს სიტუაციას, რადგან სეკულარების პოზიცია თურქეთზე გაანაწყენებს სირიელ სუნიტებს, თურქეთში სუნიტების დაჩაგვრით. ასევე, ანტითურქულ გრძნობებს გააღვივებს სხვა არაბულ ქვეყნებშიც, რომლებსაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ საუკუნისწინანდელი თურქეთის მმართველობა. ამიტომ არის, რომ თურქეთი, მუდმივად იცვლის პოზიციას, ცოტა ხნის წინ ამერიკული უპილოტოები აფრინდნენ, გადაწყვეტილებებში შეზღუდულები არიან თუ არა პარალიზებულ;ები. მათ ნებისმიერ ქმედებას უფრო მეტი რისკი ახლავეს, ვიდრე წარმატება. ამიტომ თურქეთის პოზიცია ემსაგვსება ისრაელისას: დააკვირდი, მოიცადე და იმედი გქონდეს, რომ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს. პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ არის გამართლებული მათი მონაწილეობა ამერიკულ ინტერვენციაში. მათთვის მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შეიქმნება ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფო ან სირიაში, ან ერაყში. რაც დიდი რისკია, რომ თურქეთში ქურთული დესტაბილიზაცია კვლავ დაიწყება, მიუხედავად დღეს მიღწეული სტაბილურობისა. ასეთ შემთხვევაში, აშშ-ს უჩნდება ბერკეტი, რომ ზემოქმედება მოახდინოს თირქეთის ოფიციალურ პოზიციაზე და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ანკარა იძულებული გახდება ღიად დაუჭიროს მას მხარი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. დამატებითი სირთულეები თურქები, ნაკლებად არიან ჩართულები რუსეთის კრიზისში ვიდრე აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, თუმცა გარკვეულ როლს მაინც თამაშობენ სამი მიმართულებით: 1. შავი ზღვა და თურქეთის როლი მასში
2. ბოსფორის სრუტე
3. ამერიკისთვის ინჟირლიკის სამხედრო ბაზიდან ოპერირების ნებართვის მიცემა, თუ რუსეთი გაამწვავებს მილიტარისტულ ქმედებებს უკრაინაში.
უკრაინის კრიზისი და შავი ზღვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. სევასტოპოლი არის რუსეთის ბაზა შავ ზღვაზე და კონფლიქტის წარმოშობა შავი ზღვას გადააქცევს ოპერაციების მნიშვნელოვან სცენად. დასავლეთით ნებისმიერი მანევრის დროს, შავი ზღვა არის რუსეთის მარჯვენა ფლანგი და უმნიშვნელოვანესი სავაჭრო დერეფანი, მტრების მიერ ამ დერეფანის დახურვის მცდელობა, რუსული სამხედრო ინტერვენციის საფუძველი გახდება. უკრაინის კრიზისთან მიმართებით, ამერიკისა და ნატოს სტრატეგიაში შედის რუმინეთთან თანამშრომლობის გაძლიერება, რუმინეთი კი მდებარეობს შავ ზღვასთან. აშშ-მ დააფიქსირა, რომ ბუქარესტთან თანამშრომლობით აპირებს შავი ზღვის აკვატორიაზე პოზიციების გამყარებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შავ ზღვაზე სიტუაცია მკვეთრად გამწვავდება, რაც თურქეთის ინტერესებს დააზარალებს და ანკარა ამ საშიშროებას ვერ დააიგნორებს. შავი ზღვის პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ბოსფორის სრუტე, რომელიც შავ ზღვის ერთადერთი დამაკავშირებელია ხმელთაშუა ზღვასთან. რუსებისთვის, ეს სრუტე, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზაა და კონფლიქტის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ნატოს საზღვაო ძალები, ამ პერიმეტრზე ოპერაციების კონტროლს ეცდებიან. 1936 წლის მონტრეს კონვენციის შესაბამისად, ბოსფორის სრუტეს თურქეთი აკონტროლებს. არსებობს გარკვეული შეზღუდვები გემების გადაადგილებაზე: · ყველა კომერციულ გემს თავისუფლად შეუძლია მოძრაობა სრუტეში, თუმცა ანკარას უფლება აქვს ტრანზიტი შეუჩეროს თურქეთთან მეომარ მხარეს;
· შავ ზღვის სანაპიროზე მდებარე ყველა ქვეყანას აქვს აკვატორიაში სამხედრო მოქმედებების უფლება;
· არა შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის კი მოქმედებს შეზღუდვები: მათ, ზონაში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ 15000 ტონაზე ნაკლები სამხედრო გემებით, ერთდროულად არა უმეტეს 9 ხომალდისა, საერთო წონით 30000 ტონა და შეუძლიათ დარჩნენ არა უმეტეს 21 დღისა.
ეს ზღუდავს აშშ-ს სამხედრო ძალების უნარიანობას, რამეთუ ამერიკის საზღვაო ძალების მნიშვნელოვან ნაწილი ვერ მოახერხებს აკვატორიაში ცურვას. თურქეთი მოქმედებს საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში და არის გარანტორი, რომ კონვენციის პირობები დაცული იქნება. ანკარამ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურდა თურქეთის განთავისუფლება ნაკისრი ვალდებულებებისგან და იქნებოდა ნეიტრალური მხარე ბოსფორის სრუტის საკითხებში; თუმცა, ერთის მხრივ, კომფორტული პოზიცია უჭირავთ სამხედრო გემებისთვის ცურვის აკრძალვისას, რადგან შეუძლიათ საერთაშორისო კანონმდებლობის რეგულაციები მოიყვანონ მიზეზად და არა ოფიციალური ანკარას ნება. რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, რაც უკვე რეალურ სცენარად შეიძლება განიხილებოდეს, გამომდინარე იქედან, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მას მოუწევს არჩევანის გაკეთება მონტრეს კონვენციის დაცვასა და ალიანსში გაწევრიანებისას დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას შორის. პრინციპში იგივე პრობლემას აწყდება თურქეთი ინჟირლიკის ბაზიდან სამხედრო ოპერაციებზე ნებართვების გაცემის შემთხვევაშიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, თურქეთი დაუჭერს მხარს ნატოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ გამოიყენებს კონვენციას შავ ზღვაში კონფლიქტის გასაკონტროლებლად, თუმცა ცხადია, რომ რუსეთთან კომფლიქტში უშუალო ჩარევის გარეშეც, ანკარას მძიმე და პოტენციურად საშიში დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ თურქეთი დიდი რაოდენობით ნავთობისა და ბუნებრივი გაზის იმპორტიორია რუსეთისგან შავი ზღვის გავლით. თუმცა, დღეისთვის სიტუაცია გარკვეულ წილად უსაფრთხოა, რადგან მოსკოვი ვერ შეუწყვეტს მომარაგებას თურქეთს, რამეთუ ნავთობის ფასი ბარელზე $100-ქვემოთ ჩამოვიდა და რუსეთის ეკონომიკას არ აქვს ევროპისთვის ექსპორტის შეწყვეტის რესურსი, რაც ძველი ფასის პირობებში რაციონალური ნაბიჯი იქნებოდა რუსეთზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ. ყოველ შემთხვევაში, ეს მდგომარეობა შენარჩნუდება დიპლომატიური ფაზის ამოწურვამდე. აშშ ქმნის ალიანსს, რომელიც მოიცავს ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს და რუმინეთს, რომლის მიზანია რუსეთისთვის დასავლეთისკენ პოტენციური სვლის შეჩერება. თურქეთი, ლოგიკური სამხრეთული საყრდენია ამ ალიანსის სტრუქტურაში. შესამჩნევი ხდება, რომ თურქები იმაზე აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ატარებენ წვრთნებს რუმინეთსა და ამერიკასთან ერთად შავი ზღვის აკვატორიაში, თუმცა მაინც ღიად არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას შუა აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაში. ასეთივე ბუნდოვანია მათი სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში. იმ პირობებში, როდესაც გაურკვეველია შუა აღმოსავლეთში პროცესების განვითარების ბედი, რუსეთთან მიმართებაში შექმნილი დაძაბულობა, პოტენციურად უფრო საშიშია თურქეთისთვის. თურქეთს მსგავსი გაურკვევლობა აქვს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებითაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთის ეონომიკაში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ ქვეყანამ იხეირა ევროკავშირის წევრობისგან თავის შეკავებით, თუმცა სეკულარისტების პოზიცია უცვლელია: ევროკავშირში გაერთიანებით მათ სურთ უზრუნველყონ სეკულარული მმართველობის დამკვიდრება ქვეყანაში. მმართველი პარტია დღემდე ფორმალურად მოითხოვს გაწევრიანებას კავშირში, თუმცა რეალურად, კავშირის გარეთ უკეთესად გრძნობს თავს, მათ ხელს არ აძლევს შეზღუდვები, რაც გაწევრიანებას მოყვება; ასევე სურდათ ევროპის ფინანსური კრიზისის თავიდან არიდება, რომელიც ბედის ირონიით, მათ რეგიონალურ მტერს, საბერძნეთს შეეხო. მნიშვნელოვანია იმიგრაციის თემაც, ევროპაში ისლამისტური ტერორის საფრთხის გამო, მაგალითად, გერმანიაში მყოფი თურქების მიმართ დამოკიდებულება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემა და ფაქტორია თურქეთის დისტანცირებისთვის. თურქეთი იზიარებს შტატების სტრატეგიას, იცდის, აკვირდება და ყველა არსებულ კარს ღიას ტოვებს, არ ჩქარობს მათ დახურვას. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თურქეთს მაინც მოუწევს საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია შუა აზიაში მიმდინარე მოვლენებთან, რუსეთთან და ევროკავშირთან მიმართებაში, სადაც ავტომატურად მოიაზრება მისი პარტნიორობა ამერიკასთან და ეს უნდა გააკეთოს მანამდე, სანამ გარე ფაქტორები არ გადაწყვეტენ ამას მის მაგივრად.
|