მაგაზე გაწყენინებ?
მიხარია, როცა სერიოზული თემებით ინტერესდებიან, უკვე გადავწყვიტე კიდეც აქ აღარაფერი დამეწერა
აი, ლინკიც
https://www.stratfor.com/weekly/pondering-hitlers-legacyესეც თარგმანი
Pondering Hitler's Legacy
Geopolitical Weekly September 1, 2015 | 08:00 GMT
By George Friedman
ჰიტლერის მემკვიდეობის გააზრება
დღეს შემთხვევითობამ მიმიყვანა სახლში ავსტრია-გერმანიის საზღვარზე, ზალცბურგის სამხრეთით. აღმოვჩნდი 3 მილის მოშორებით გერმანული ქალაქის, ბერხტესგადენისგან, სადაც ჰიტლერის სახლი იყო. ეს ის ადგილია, სადაც ჰიტლერი, ცნობილ ადამიანებს ხვდებოდა ომის დაწყებამდე.
დღეს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 76-ე წლისთავია და აქ ყოფნას, ყოველთვის უცნაური განცდა ახლავს. აქ ისტორია იგრძნობა, მაგრამ ეს ძირითადად გონებაში ხდება, რადგან ბერხტესგადენი მიმზიდველი, მაგრამ ჩვეულებრივი ადგილია. გონება, თითქოს ყოველთვის გრძნობს ასეთ ქალაქებს. 1939 წლის 1 სექტემბრიდან მოყოლებული, ყოველ წელს, მითუმეტეს მსგავს ადგილებში, ჩნდება სურვილი იმ ადამიანის რეალური მნიშვნელობის გასარკვევად, რომლის სახლსაც ახლა მთაზე ვეძებ.
76 წლის შემდეგ, მიზანშეწონილია მცდელობა, გავერკვეთ, როგორ შეცვალა მსოფლიო ჰიტლერმა და მისგან ინიცირებულმა ომმა. ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან პასუხის საპოვნელად, თავიდან უნდა ამოვიგდო ბოროტების უამრავი აქტი, რომელიც მან ჩაიდინა. საკმაოდ ძნელია, რადგან მათ მცირე მემკვიდრეობა დაუტოვეს მსოფლიოს იმის გასააზრებლად, რომ ცივილიზაცია წარმოადგენს თხელ ფენას, გადაკრულს კაცობრიობის მხეცურ სისასტიკეზე. სინამდვილეში, ჩვენ არ გვჭირდება ჰიტლერი, რომ ეს ვიცოდეთ, ადამიანები, ყოველთვის ვგრძნობდით თუ რა არის ზედაპირის ქვეშ.
საკითხავია, როგორ შეიცვალა მსოფლიო ჰიტლერის გადაწყვეტილების შედეგად, შეჭრილიყო პოლონეთში
ფასი ევროპისათვის
ცხადია, პირველი შედეგი ის იყო, რომ მან დაანგრია ევროპის ჰეგემონია მსოფლიოში და მისი გავლენა დანარჩენ სამყაროზე. ომის დამთავრებიდან 15 წლის განმავლობაში, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ბელგიამ და ნიდერლანდებმა, დაკარგეს თავისი იმპერიები.
ერთი მუჭა ევროპული ქვეყნები დომინირებდნენ მთელს მსოფლიოში. ომის დასასრულს კი მათ დაკარგეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო ნება, ენერგია და სიმდიდრე. სანახევროდ განწირული წინააღმდეგობის მცდელობის შემდეგ, ეს ქვეყნები, საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ იმპერიების დემონტაჟში, რომელიც ოდესღაც საკუთარი პირმშოები ეგონათ.
მსოფლიომ, ფორმა შეიცვალა, მაგრამ ამ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი იყო გამოფიტული ევროპა. ომის შემდეგ, ევროპა დადგა აღდგენის ამოცანის წინაშე. წესების დადგენის ამბიცია, უკვე ამოწურული იყო. თუმცა მცირე და ბოროტი ამბიცია, ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ არის რაღაც სევდიანი ამბიციების სრულად დაკარგვაში და კომფორტისაკენ მისწრაფებაში. დომინირებისაკენ სწრაფვის ყველაზე ექსტრემალური ფორმა ჩანს ჰიტლერის სისხლის გამყინავ მადაში. ნებისმიერი ტრანსცენდენტური ამბიციის დაკარგვა კი მხოლოდ აგრილებს მას. ევროპამ დაკარგა თავისი უგუნურება, რაც საბოლოო ჯამში, კარგია. სამაგიეროდ, მან მოიპოვა ზედმეტი სიფრთხილე, რამაც გაართულა ევროპის უნარი, ჩამოყალიბდეს და ჰქონდეს საკუთარი აზრი, დიდი ან მცირე მნიშვნელობის საკითხებში.
რა თქმა უნდა, მსოფლიო უკეთესია ჰიტლერის უგუნური გაუფრთხილებლობის გარეშე, და ალბათ კიდევ უფრო უკეთესია ბრიტანული ან ფრანგული იმპერიალიზმის გარეშეც. თუმცა, როცა მათ დატოვებულ მემკვიდრეობას ვხედავთ, ვინტერესდებით: თუ იმპერიის ნგრევა ღირს პოსტ-იმპერიულ მსოფლიოდ, დამნაშავეა თუ არა მნგრეველი?
ჰიტლერს, აშკარად არ სურდა ეს შედეგი. ვფიქრობ, ის გულწრფელი იყო, როცა თქვა, რომ ხელშეუხებელს დატოვებდა ბრიტანეთის იმპერიას თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტით იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი აღიარებდა გერმანიის ჰეგემონიას ევროპის კონტინენტზე. მას მშვიდობას სურდა ინგლისელებთან, იმისათვის, რომ საბჭოეთი დაემარცხებინა. მაგრამ ინგლისელი ერი, ამ გარიგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ენდობოდა ჰიტლერის დაპირებას. 1940 წელს მისი გულწრფელობის მიუხედავად, ბრიტანეთი ვერ ენდობოდა მისი სიტყვების გამძლეობას. შედეგად, ჰიტლერმა თავი მოიკლა ბერლინში, ხოლო ინგლისი, საკუთარი იმპერიის დაშლას თავმჯდომარეობდა, - ეს იყო ერთადერთი, რაც ორივესთვის საძულველი იქნებოდა. ჩერჩილის იმპერიალიზმი და ჰიტლერის რასიზმი შეეჯახა ერთმანეთს ამ საკითხში.
იყო კიდევ ერთი ღირებული ჰიტლერის საქმიანობაში - მეტაფიზიკური მგრძნობელობა! გასაოცარია ის ხარისხი, რითაც ქრისტიანულმა ევროპამ არჩია სეკულარიზმი. განვიხილოთ ამ რუკის მიხედვით:
ევროპული თავისუფალი რელიგიური დასწრება
ეკლესიებში დასწრების შემცირება, წარმოადგენს ევროპული მგრძნობელობის გარეგნულ ნიშანს, რომ აზროვნების ყველაზე მაღალ დონეებზე, გათვალისწინებულია აზროვნების სიღრმე. ჰიტლერს არ გაუნადგურებია ევროპელების მეტაფიზიკური მგრძნობელობა, მრავალი თვალსაზრისით, მან საკუთარი თავი, შიგნიდან გაანადგურა რადიკალური სკეპტიციზმით, რომელიც განმანათლებლობიდან მომდინარეობს.
მაგრამ ჰიტლერმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ამ მგრძნობელობას: მან პოლიტიკური მიზნით ისეთი მოღვაწეები მიითვისა, როგორიც იყვნენ ნიცშე და ვაგნერი - რითაც არა მხოლოდ მათ გაუკეთა დელეგიტიმაცია და შეასუსტა ისინი, არამედ იმ ტრადიციასაც, რამაც ისინი წარმოშვა. ჰიტლერმა, ამ სიღრმეებში თავისი უცნაური ხეტიალით, ეს ხეტიალი აქცია არასეპექტაბელურად და საეჭვოდ. არსებობს გამონათქვამი, რომელიც ერთხელ მოვისმინე: „გერმანელი ფილოსოფოსები, ყველაზე ღრმად ჩადიან, რჩებიან იქ ყველაზე დიდხანს ბრუნდებიან უფრო ბინძურები, ვიდრე ნებისმიერი სხვა“ . ფილოსოფოსებზე არ ვიცი, მაგრამ ჰიტლერის ფილოსოფოსობა, ევროპას, თავისი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ფასად დაუჯდა.
ამბობენ, რომ ნაპოლეონი, ინგლისელებს ვაჭრების ერს ეძახდა. ის აშკარად შეურაცხყოფას გულისხმობდა, რამეთუ ვაჭრებს, უყურებდა, როგორც შეზღუდული წარმოსახვის, ამბიციის და გონებამახვილობის მქონეთ. არის ამაში გარკვეული სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ორუელი განარისხა მათი მიღწევების ტრივიალიზაციამ - იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელები, საეჭვოდ და უსარგებლოდ მიიჩნევდნენ ფრანგულ და ასევე, გერმანულ ფილოსოფიას, ნაპოლეონი მართალი იყო. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ჰიტლერმა რაღაც ექსტრა-არაორდინალურს მიაღწია - მან მთელი ევროპა, ვაჭრების ერად აქცია.
ომის შემდეგ, ევროპელები შეპყრობილები იყვნენ იმ აზრით, რომ ეცოცხლათ. მაშინ, ეს, ნიშნავდა ცხოვრებისათვის აუცილებელის გამომუშავებას. ნაპოლეონის შეურაცხყოფის აზრი, იმაში მდგომარეობდა, რომ აქ უფრო მეტად ცხოვრება იგულისხმებოდა, ვიდრე უბრალოდ სიცოცხლისათვის აუცილებელი გამომუშავება. ჰიტლერი, შეძრწუნდებოდა თავისი მიღწევით: ევროპაში, ვაჭრები არიან მმართველები! მაგრამ ევროპა შეპყრობილია გამოიმუშაოს კარგი ცხოვრებისათვის და საეჭვოდ ღრმა აზროვნებით - მას ახსოვს სად იყო და არ სურს კიდევ ერთხელ იქ დაბრუნება. მატარებლის კატასტროფამ, რომელიც ჰიტლერმა ევროპას მოუწყო, წარმოშვა სეკულარიზმი არა მხოლოდ ქრისტიანობის მიმართ, არამედ ევროპული კულტურის სიღრმეების აღდგენის ყველა მცდელობის მიმართაც.
აშშ ძლიერება
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჰიტლერმა გააკეთა, ის არის, რომ ხელფეხი გაუხსნა ამერიკას, ქვეყანას, სადაც სიცოცხლისათვის გამომუშავება, ცხოვრების წესია. ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ მისი დამარცხება, ბოლშევიზმის გამარჯვებას ნიშნავდა, სინამდვილეში კი, ეს იყო შტატების და მისი კულტურის ტრიუმფი, რომელსაც იგი ევროპის დასავლეთზე გაავრცელებს საბჭოთა ბლოკის მიბაძვით.
აშშ-მა შეცვალა ევროპული კულტურა. როგორც უკვე ვწერდი: ევროპის კრიზისების პერსპექტივა, ეს არ იყო კოკა-კოლა, არამედ კომპიუტერი, რომელიც ამერიკული კულტურის მატარებელია. კომპიუტერს არაფერი აქვს საერთო მეტაფიზიკასთან, ჭეშმარიტებასთან ან სილამაზესთან. მან ეს უნდა გააკეთოს ინსტრუმენტული მიზეზით: არის საგნები, რომელიც უბრალოდ, უნდა მიიღო და ამით, მან გაამართლა თავისი არსებობა. კომპიუტერი დომინირებს მსოფლიოში და ევროპაშიც, მოვიდა აზროვნების სხვა რეჟიმი, რომელსაც პროგრამირება შეიცავს. ეს იმდენად რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რისგანაც ევროპული კულტურა შედგებოდა, როგორც უცხოპლანეტელი. რა თქმა უნდა, ევროპელები დაეხმარნენ ჩვენს კულტურას, მაგრამ მათ ის უანდერძეს თავის მემკვიდრეს, - აშშ-ს! პარადოქსია, მაგრამ შტატები დღემდე რჩება ყველაზე რელიგიურ ქვეყნად, ეკლესიებში დასწრების მაღალი მაჩვენებლით. რელიგიურობა და ინსტრუმენტული მიზეზი, შტატებში თავსებადია - მიზეზია დაფიქრებისათვის.
ჰიტლერი პატივს სცემდა სტალინს. მას ესმოდა რადიკალური იდეოლოგია, რომელიც მზად იყო მოეკლა. იგი დიდ პატივს არ სცემდა შტატებს. მას ესმოდა სტალინის, მაგრამ ვერ უგებდა რუზველტს. მაგრამ რადგან ახლა, მე ვზივარ აქ და ვუყურებ ბერხტესგადენს, უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ არმიის მე-7 ქვეითი პოლკის მე-3 სამმართველომ აიღო ეს ქალაქი და ჰიტლერის სახლი, და რომ ამერიკელები, ამ ტერიტორიას 1995 წლამდე იყენებდნენ სამხედრო მიზნებისათვის.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჰიტლერის მიღწევებს შორის და ყველაზე უკანასკნელიც, რასაც იგი ელოდა: ჰიტლერმა შემოიყვანა ამერიკელები ევროპის გულში და ევროპელები, სრულიად დაუცველი დატოვა განვითარებისთვის; და რაც საკმაოდ უცნაურია, დატოვა იმ აზროვნებით, რომ ერს, რომელსაც პატივისცემაში ჰყავს ვაჭრები, შეუძლია რაიმე აწარმოოს. ჰიტლერმა გაანადგურა ჯებირები, რომელიც ევროპამ თავის გარშემო ააშენა, მან ყველა დაასახიჩრა ევროპაში და საბჭოთა კავშირშიც. მას არ შეეძლო წარმოედგინა ამერიკელების წყობიდან გამოყვანის აუცილებლობა, ვერ მიხვდა ამის საჭიროებას და აქედან გამომდინარე, ამერიკელებმა აღადგინეს ბერხესგადენი და ახლა, მე ვზივარ აქ, ვუყურებ მას.
ჰიტლერი ემახსოვრებათ არა მხოლოდ დიდი ბოროტებისთვის, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უმეტეს შემთხვევაში იმ ქცევისათვის, რის გამოც მისი ომის თითქმის ყველა შედეგი, მოულოდნელი იყო.
* * *
თარიღი მახსოვდა შეცდომით - ომის დაწყებასთან, სექტემბერში და არა დამთავრებასთან დაკავშირებით იყო