რას ამბობ დეგა?
აგერ არ არიან --- უხვად მსხმოიარე ძაღლყურძენებივით, რათა წონასწორობიდან გამოგიყვანონ და გაგაბოროტონ?
განა ყველაზე მეტად უწმინდურს წმინდა არა სძულს?... როდესაც წმინდას არავინ სძულს.
აბა, ამხელა სამყარო ვისთვის და რისთვისაა ქმნილი, რისთვის იხარჯება ამხელა ენერგიები მოძრაობისა მიკრო და მაკრო სამყაროში, თუ არავინაა ჩვენს მეტი?
მარტო ადამიანის ერთ გენი რომ გაშალო სწორხაზოვნად --- მთვარემდე აღწევს სიგრძეში და ზედ კი უამრავი ინფორმაციაა დაწერილი და ამოსაკითხავი.
განა უსასრულო რაოდენობის აყრილი საღებავების ფერთა პალიტრიდან ოდესმე ჯოკონდა დაიხატება აფეთქების უდღეური თეორიით?
იმის იქით რომ ლეგიტიმური კითხვაა --- თუ ვინ და რამ მოაწყო ეს უგონიერესი შედეგების მომტანი შეკუმშვა-გაფართოების აფეთქება და თუნდაც თვალით უხილავ ატომის ნაწილაკში ვინ და რამ ჩადო ამხელა ენერგია, რომელიც მისი ძალადური გახლეჩვისას ვლინდება?
იქნებ უსასრულოდ უმეტეს ენერგიას იტევს მართებული ,,გახსნისას''?
და ჯერ რამდენი აღმოჩენა ელის მეცნიერებას, რომ მიაღწიოს შესაქმის საიდუმლოებების თუნდაც გაცნობიერებას განზომილებათა და მატერიათა მრავალფეროვან სამყაროში?
ჯერ ისიც არ ვიცით, თუ რა არის სინამდვილეში დედამოწის წიაღში თუნდაც და გულში.
ანდა, გამორიცხავ იუპიტერის გარსის შიგნით არსებულ სამოთხისებურ პლანეტებს, რომლებიც მშვენივრადაა დაცული გარე კოსმოსისგან?
იქნებდა ეს ბურთის ფორმის პლანეტების შიდა სივრცეები დასახლებულიცაა და მაინცდამაინც რატომ უნდა იყოს სიცოცხლე მხოლოდ ზედაპირებზე?
ბურთის გარსის შიდა სივრცე განა უფრო უსაფრთხო არაა სასიცოცხლოდ და გარედან ,,ნედლეულის'' შესატანად?
და რატომ უნდა ვიყოთ მარტონი ამ სამყაროში?
სხვებისთვის გვენანება?
შემქმნელს რომ არ ენანება ჩვენთვის?
ან საიდან ისწავლა ადამიანმა სიკეთე და ბოროტება თავისივე უბადრუკობის შეგრძნების ჩათვლით?
ადამიანამდე დაირგო სიკეთის და ბოროტების, სიცოცხლის ,,ხეები''...
რა, სატანის შიშით სიცოცხლე არ შეექმნათ სიკვდილის სამეფოში?
სიზმრებში რასაც ხედავენ --- სად არის ის სამყარო?
თუ არ არსებობენ --- მათ ვერც სიზმრებში იხილავენ.
რადგან არაარსებულის ხილვის შანსიც ამავდროულად არ არსებობს. ადამიანი აღიქვამს მხოლოდ არსებულებს, გინდ მატერიალურ და გინდაც არამატერიალურ-ანტიმატერიალურ სამყაროში და ყველა მათგანი მატერიის გარკვეული სახე-ფორმაა მხოლოდ გიგანტურ სპირალურად მოძრავ კიბეებზე.
შავ ხვრელში ქრებიანო... და მეორე მხარეს სად და როგორ გადიან --- უწყიან?
უწყიან ,,გვირაბის'' შემდგომ რა არის?
და რომ უდავოდ არის ---ამას რაღა ვუყოთ წუთისოფლის სტუმრებმა?
ზღვარის იქით ხომ ახალი ზღვარია?
ბიბლიაში წერია ადამიანთა გაყვანა, ჩვენება საოცნებო ადგილებისა და უკან დაბრუნება.
რა იცი, რომ უკუდავი ადამიანები არ სახლობენ დედამიწაზე და უსიკვდილოდ ხდება მათი შემოყვანა-გაყვანანი?
წერია ბიბლიაში მრავალგზის: არ იხილავთ ჩემები სიკვდილსო.
სასწაულები რომ სასწავლია საზიარებლად --- არ ახალია. ძველია.
ადამიანი მოიხმარს სამყაროში არსებულ და უანგაროდ ბოძებულ ,,სიმდიდრეებს'' ამოსავლენი შესაძლებლობების სპექტრის რესურსებით --- როგორც ქმნილება!
არ დაიდარდო! --- დაიმსახურებ და მოგეცემა ის, რასაც იმსახურებ.
ღორებს მარგალიტებს რომ დაუყრი --- რომ შეჭამენ და მერე მოგეტანებიან შესაჭმელად.... რაზედ გიკვირს?
მაინც ღრუტუნში დაიკვლებიან საკალანდედ!.... არცნობიერად ასე სურთ და საბოლოოდ უსრულდებათ...
This post has been edited by triumpi on 1 Dec 2015, 20:11