ამ ოთხი კომპონენტიდან რაც ამ პროგრამაშია მოცემული, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. თანხის უმეტესობა როგორც ჩანს მაინც დაიხარჯება ევროპული საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელ კვლევებზე, ტრენინგებზე და ა.შ. ანუ 100 მილიონი კი გამოიყო, მაგრამ ამ ფულს ევროკავშირი ისევ უკან წაიღებს ევროპელ კონსულტანტებზე გაწერილი ხელფასების სახით. ყველაზე ეფექტურად ალბათ მაინც ის 50 მილიონი დაიხარჯება, რაც სოფლის მეურნეობაზეა გამოყოფილი, აქედან შეიძლება ნაწილი მართლა გასცენ მცირე გრანტების ან კრედიტების სახით ქართველ ფერმერებზე, დანარჩენი ისევ წავა ევროპელი ექსპერტების ხელფასებზე.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ცუდი ნამდვილად არ არის როცა თანხას გამოგიყოფენ და თან ეს გრანტია და არა კრედიტი და ქვეყანას ვალად არ აწვება, თუმცა როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს.
აი, ეს 100 მილიონი მთლიანად, რომ გაეცათ გრანტების სახით საქართველოს კომპანიებზე, მაშინ მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინ მოგვცემს ასეთ ბედნიერებას