***
ახალწლის ღამეს გინატრებ მეკვლედ,
და სიყვარულო, ნუ გამაწბილებ,
ვისაც ოცნება უსაზღვროდ გვიყვარს,
შენი სინაზე გაგვინაწილე...
ყველა ქალსა და ყველა გოგონას,
გულის ფიცარზე მიუკაკუნე,
რომ გრძნობდეს ყველა, როგორ ირხევა
მთვარე, - ლაჟვარდის ვერცხლის საყურე!
ყველა ვაჟსა და ყველა მამაკაცს,
თავდავიწყებით ტრფობა ასწავლე,
რომ დაინახონ მთრთოლვარე ცრემლი
შეყვარებული ქალის წამწამზე!
... და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!