ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უბანში (ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი - რომელიც 1 ადგილიამ ორიდან სადაც კავკასიური კეთილშბილი ირემი შემორჩა) ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა შეიარაღებული პირი ავთანდილ გ., ზურაბ ა., დავით ფ., გრიგოლი ა., დავით ა., ზურაბ ყ., არჩილ ფ., ვალერი ა., და გიორგი ა. ნაკრძალში სანადიროდ, მონადირე ძაღლების თანხლებით იმყოფებოდნენ.
შეირაღებული პირების იდენტიფიცირება ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული მასალით გახდა შესაძლებელი.
აღნიშნულმა პირებმა აღიარეს ჩადენილი სამართალდარღვევა, შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით სასამართლოში გადაიგზავნება.
https://www.facebook.com/protectedareas.ge/...?type=3&theater This post has been edited by caucasica on 16 Mar 2016, 18:28