– თქვენი შვილის გარდაცვალების მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
– ამას ექსპერტიზა დაადგენს. როდესაც ანდრია ჩამოასვენეს, გერმანელი მომვლელი ქალის ჩვენება წამაკითხეს, სადაც ის ამბობს, რომ 22 აგვისტოს დილის 5 საათზე ანდრიამ გაიღვიძა, აფორიაქებული იყო და ვერ აწყნარებდნენ. მოგვიანებით ბავშვი დაამშვიდეს და დაიძინა, დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი მომვლელი ოთახში რომ შევიდა, ბავშვი აღარ სუნთქავდაო.
ჩემს შვილს დილის 5 საათზე არასდროს გაუღვიძია და თამაში არ მოუთხოვია, მე ვთვლი, რომ ჩემი შვილი უყურადღებობის გამო დაიღუპა. მის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის ანა ბერულავას (ასოციაცია “ჯანმრთელი ბავშვების” წარმომადგენელი). ის ანდრიასთან ერთად იყო, მან ფოტოებიც კი გამოგვიგზავნა, ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვს ახალი სტომა აქვს. ის სტომა ჩვენ გადმოგვცეს. როგორ შეიძლებოდა ბავშვისთვის იმხელა ზომის სტომა ჩაედგათ?
– გარეგნული დათვალიერებით ბავშვს დაზიანებები ეტყობა?
– არა. სტომა მოხსნილი აქვს, გაკვეთილი იყო. დანარჩენს ექსპერტიზა გვეტყვის.
გამოძიებამ ეს ადამიანები რომც გაამართლოს, მე არ ვაპატიებ. მათ თბილისში აღარ დაედგომებათ. ნახეთ, როგორი ბავშვი მომიკლეს. ისინი ანდრიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები იყვნენ, ამიტომ პასუხიც უნდა აგონ.
სიმართლე მხოლოდ ანა ბერულავამ იცის, ვინც ჩემი შვილი გერმანიაში წაიყვანა. ანდრია მის ხელში მოკვდა. თავიდან თქვა, იქ ვიყავი, როცა ბავშვი დაიღუპაო. მან გარდაცვლილი ბავშვი მარტო დატოვა და იმავე დღეს საქართველოში წამოვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ ბავშვის ორგანოებსაც იყენებდნენ, ეს უკვე ძალიან პირადული საკითხია და ამას მერე მივხედავთ. ეს ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ.
ჩვენ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ კონსულს, იოსებ ჩხიკვიშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მომხდარი Friedensdorf–მა”იმავე დღეს საკონსულოს წერილობით აცნობა:”
– ვინაიდან ბავშვი შაბათს გარდაიცვალა, უქმეებზე სამართალდამცველებთან დაკავშირება გაგვიჭირდა. ბავშვი გადაასვენეს პროზექტურაში, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხადია, პროზექტურაში არავის, მათ შორის, არც ბავშვის ოჯახის ახლობლებს არ შეუშვებდნენ. ამიტომ
მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ბავშვის ცხედარი დაიკარგა. როგორც Friedensdorf–მა გვაცნობა, გარდაცვალებამდე ბავშვი გამოსაკვლევად ორ კლინიკაში: 20 აგვისტოს ქალაქ დუისბურგში გულის კლინიკაში, სადაც სონოგრაფია ჩაუტარეს და კვლევებმა დადებითი შედეგები აჩვენა, ხოლო 22 აგვისტოს ქალაქ მიუნხენგლადბახის საავადმყოფოში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში ჰყავდათ. რადგან სასუნთქი მილები ძალზე შევიწროებული იყო, ბავშვს ხელი არ ახლეს და მომავალი წლის თებერვალში გადაწყდა ოპერაციის გაკეთება. ამის შემდეგ ბავშვი ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად Friedensdorf–ში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა. საქმეში გერმანიის პროკურატურაც ჩაერთო. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული გამოიკვეთება, საქმეს მსვლელობა მიეცემა. ჩვენს საკონსულოს გარდაცვლილის ოჯახთან სისტემატური კავშირი აქვს. ბავშვის ოჯახს დღეში რამდენჯერმე ვესაუბრები. მათი მდგომარეობაც გასაგებია, ოჯახი შოკშია.
“კვირის პალიტრა” დუისბურგსა და მიუნხენგლადბახის საავადმყოფოებს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, კლინიკებმა პაციენტების პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს.
ზოგიერთ კლინიკას იმეილითაც დავუკავშირდით. მათგან მხოლოდ ერთმა – დუისბურგის გულის კლინიკამ გვიპასუხა. კლინიკის ექიმმა რაფაელ ჰოლგერმა ანდრიას კლინიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა.
“მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხით დაინტერესების გამო. სამწუხაროდ, თქვენს შეკითხვას ვერ ვუპასუხებ გერმანიის კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც პაციენტების მონაცემთა დაცვის წესებს ითვალისწინებს. პატივისცემით, დუისბურგის ჰელიოს კლინიკის მენეჯერი, ექიმი რაფაელ ჰოლგერი”.
გამოძიება საქართველოში 116-ე მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მიმდინარეობს. უკვე დაჰკითხეს გარდაცვლილი ბავშვის მშობლები და ასოციაცია “ჯანმრთელი ბავშვების” დამფუძნებლები. ამ დროისთვის ორგანიზაცია დალუქულია, ხოლო მათი დოკუმენტაცია და ტექნიკური აღჭურვილობა – ამოღებული.
ნინო გერმანიაში მკურნალობას განაგრძობს
22 აგვისტოს საქართველოში დაბრუნდა ორი ბავშვი, რომლებმაც Friedensdorf–ის პროგრამით ისარგებლეს. ჩვენ ერთ-ერთი მათგანის, 5 წლის ნინი ჩხეტიანის ბაბუას,ჰამლეტ ჩხეტიანს ვესაუბრეთ:
– ნინი 4 წლის იყო, როცა გერმანიაში გავგზავნეთ, მანამდე საქართველოში ორი ოპერაცია გაუკეთეს, ერთიც ონკოლოგიურში, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან გაგვიჭირდა ბავშვის მთელი წლით გერმანიაში გაგზავნა, სადაც უჩვენოდ ცხოვრობდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ეს ისევ მისი ჯანმრთელობის სასიკეთოდ გავაკეთეთ. ახლა თბილისშია, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ გერმანიაში მიჰყავთ, ოპერაცია უნდა გაუკეთონ.
– ბავშვი უცხო გარემოს როგორ შეეგუა?
– ბავშვებთან თამაშობდა, ერთობოდა. ქართული თითქმის აღარ იცის, მარტო დედასა და მამას ამბობს. “ჯანმრთელი ბავშვების” დამფუძნებელ ქალბატონ მედეა აბრამიასთვის ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რაც შეეხება 4 წლის ბავშვს, ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რა უნდა ვთქვათ? ოჯახი გამწარებულია, მას თანავუგრძნობთ.
http://news.lilu.ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%...D%E1%83%9B/3406ამ ბავშვის მამა არ იცის რომ გარემო ადგილმდებარეობა და ყველაფერი მოქმედებს ძილიანობის ხანგრძლივობაზე ?
თბილიში არც მე მეღვიძებოდა დილის 5 თზე მაგრამ სოფელში 5-6 საათზე მეღვიძებოდა და ძველი ავტობუსის ხმა მაღვიძებდა და მამლის ყივილი
