მაინც გავახსენებ ევრაზიული კავშირის მომხრეებს, მისი იდეოლოგის დუგინის შეხედულებებს:
საქართველო – ეს შეუმდგარი სახელმწიფოა, და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო დამოუკიდებლობის პროცესი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ამით არ გათავდება. როდესაც ჩვენი ჯარები ზუგდიდის რაიონს "ასუფთავებდნენ", მათ ძალიან ბევრ სოფელში ყვავილებითა და სიხარულით ხვდებოდნენ, რადგანაც მეგრელებმა იციან, რომ უკვე ისინი აღმოჩნდნენ პოტენციური გენოციდის საფრთხის ქვეშ საქართველოს მხრიდან.
გენოციდის თუ არა, შევიწროების საფრთხის ქვეშ მაინც. სწორედ ასეთივე მდგომარეობაა აჭარაში, ჯავახეთში, პანკისში. საქართველო, თავისი არსით, არა სახელმწიფო, არამედ მულტიეთნიკური სტრუქტურაა და ამ სტრუქტურისათვის ერთი ნაციის იდეის თავსმოხვევა, როგორც ამას სააკაშვილი აპირებდა, გარდაუვალ ეთნიკურ წმენდას მოასწავებდა. მიუსედავად იმისა, რომ ჩვენ, რუსებმა დავიცავით ორი ერი, ახლა ჩვენს დახმარებას საჭიროებენ დანარჩენი ერებიც, რომელთაც თავს ახვევენ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას.
ჭყოიძე დუგინი
სიტუაცია ანალოგიური სცენარით განმეორდება – ამ გზას დაადგება ზუგდიდი, ანაც ჯავახეთი, ანაც აჭარა. ეს იმის მაუწყებელია, რომ საქმე გვაქვს კონფლიქტთან, რომელიც თავისით ვერ გადაწყდება, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ